კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იკრძალება ყვავილოვანი კომბოსტოსა და ისპანახის ჭამა

ყვავილოვან კომბოსტოში არ არის გოგირდი, რომელიც იწვევს გაზების წარმოქმნის პროცესის გაძლიერებას კუჭ-ნაწლავში. მას ადამიანის ორგანიზმი ადვილად ინელებს და, რადგან ის გაცილებით მცირე რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, არც ისე ძლიერად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, მაგრამ ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, რის გამოც მარილების დალექვის დროს მისი ჭამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის რეკომენდებული.

ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებითა და სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.

ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებს, რკინას, მაგრამ, თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ისეთი დაავადებებისადმი, როგორიცაა მარილების გაძლიერებული დალექვა პოდაგრისა და დიათეზის დროს, არ არის რეკომენდებული ისპანახის ჭამა, რადგან ისპანახში სხვა ბოსტნეულზე ბევრად მეტია აზოტოვანი ნივთიერებები, მათ შორის, პურინული ფუძეები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების წარმოქმნას.

არ გირჩევთ მჟაუნის წვნიანების ხშირად შეტანას მენიუში, რადგან მჟაუნის მჟავა კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ის, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახსრების დაავადებების, პოდაგრის, თირკმელებისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადებების დროს ის არ უნდა მიირთვათ.


скачать dle 11.3