კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

მოთმინება

ღვისმოშიშ მადმუდს, რომელსაც უდაბნოში სახლი ედგა, ჩვევა ჰქონდა – ყველა გამვლელს შინ ეპატიჟებოდა. ერთხელ კარზე დარბაისელმა მგზავრმა მიუკაკუნა და დასვენების ნებართვა სთხოვა. სტუმართმოყვარე მადმუდმა სტუმარს სუფრა გაუშალა და მიიპატიჟა. გახარებული მგზავრი მაგიდას მიუჯდა და საჭმელს მადიანად შეექცა. მადმუდმა ჰკითხა: ჭამის წინ მაინც რატომ არ უთხარი ღმერთს მადლობა? მგზავრმა უპასუხა, რომ ღმერთს მადლობას არასდროს ეუბნებოდა და არც ახლა აპირებდა. ღვთისმოსავი მასპინძელი გაბრაზდა და სტუმარი სახლიდან გააგდო. საღამოს, როდესაც მადმუდი ლოცვას შეუდგა, ღმერთმა ჰკითხა: რატომ გააგდე დაღლილი და მშიერი სტუმარი? მადმუდმა უპასუხა, რომ ღმერთის მიმართ მისი უმადურობა ვერ აიტანა. ღმერთმა უთხრა: – მე ამას 60 წელია ვითმენ, შენ კი ერთი საღამო ვერ მოგითმენია!

დამხრჩვალი

ერთი ღარიბი კაცი მდინარეში ბანაობისას დაიხრჩო. ცხედარი წყალმა გამორიყა და შემთხვევით ერთმა მდიდარმა კაცმა იპოვა. ეს რომ ღარიბის ნათესავმა გაიგო, მდიდარ კაცთან მიცვალებულის გადმოსასვენებლად მივიდა. მდიდარმა გამოსასყიდი მოითხოვა. ღარიბს საჭირო თანხა არ ჰქონდა და რაც შეეძლო, ის შესთავაზა. თანხა იმაზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, რასაც მდიდარი კაცი ითხოვდა. მდიდარს თანხა ეცოტავა და ცივი უარი უთხრა. რომ ვერ შეთანხმდნენ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

მდიდარმა არ იცოდა, რა ექნა და რჩევისთვის ბრძენთან მივიდა. ბრძენმა მოუსმინა და უთხრა:

– მშვიდად იყავი, – სხვაგან ის ვერსად იყიდის.

რამდენიმე ხანში ბრძენთან ღარიბიც მივიდა და მდიდრის საქციელის გამო დაიჩივლა.

– მშვიდად იყავი, – უთხრა ბრძენმა, სხვას ის ვერავის მიჰყიდის.

დახმარების თხოვნა

ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა ახალთახალ „იაგუარში“, მშვენიერ გუნებაზე იყო და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. უცებ გზის პირას ჩამომსხდარი ბავშვები დაინახა. მას შემდეგ, რაც ფრთხილად აუარა მათ გვერდი, ისევ გადაწყვიტა სიჩქარის მომატება, მაგრამ მოულოდნელად გაიგონა, როგორ მოხვდა მის მანქანას ქვა. ახალგაზრდა კაცმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა. ერთ-ერთ პატარა ბიჭს ქეჩოში სწვდა და უყვირა:

– საძაგელო! რა გინდოდა, ჩემს მანქანას ქვა რატომ ესროლე?! იცი, რა ღირს ეს მანქანა?!

– მაპატიე, ბატონო, – უპასუხა ბიჭმა, – არ მინდოდა თქვენი მანქანისთვის რამე დამეშავებინა. საქმე ის არის, რომ ჩემი ძმა ინვალიდია. ეტლიდან გადმომივარდა. მძიმეა და მე მისი აწევა არ შემიძლია. უკვე რამდენიმე საათია შველას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გაგვიჩერა.

ახალგაზრდა კაცი ბიჭს დაეხმარა, ინვალიდი ძმა ეტლში რომ ჩაესვა, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა, ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა.

ბოლოს თავის მანქანისკენ გასწია და დაინახა ახალთახალი მანქანის ქვით ჩაჭეჭყილი კარი. მრავალი წელი იარა ახალგაზრდა კაცმა ამ მანქანით და ყოველთვის უარს ეუბნებოდა მექანიკოსებს, რომლებიც ჩაჭეჭყილი კარის შეკეთებას სთავაზობდნენ, რადგან ქვის ნაკვალევი მას ყოველთვის ახსენებდა, რომ თუკი ადამიანის ჩურჩულს ყურადღებას არ მიაქცევ, ქვა არ აგცდება.


скачать dle 11.3