კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

თეოდოროპულოსი: მთელი ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება აღდგომის ფაქტს. ამას მე არ ვლაპარაკობ, ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: „...უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოება ეგე თქუენი”. თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა, მაშინ ყველაფერი ინგრევა. მაგრამ იგია უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა, მაშასადამე, არის ღმერთი!

ნეტარი ავგუსტინე: ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან – ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.

ნიკოლოზ სერბი: აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოადგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარდგება.

იოანე ოქროპირი: ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს.

***

კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე, ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის.

პეტრე დამასკელი: გადარჩენა ასე იწყება: ადამიანმა უნდა დაუტეოს თავისი ნება და გულისხმისყოფა და შეიქმნება ღმრთის ნების და ზრახვის აღმასრულებელი. ღმერთის ნებას ვერ შევიცნობთ გულისხმისყოფის გარეშე და ეს უნდა ხდებოდეს არა საკუთარი, არამედ იმათი განსჯის საფუძველზე, ვისაც საამისო ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც, სხვაგვარად, ხსნა შეუძლებელია: ისიც კი, რაც ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია, ყოველთვის არ არის კეთილი, ან იმის გამო, რომ უდროოდ აღესრულება, ან კიდევ იმიტომ, რომ არ გვჭირდება.

ნილოს სინელი: ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი არ გეპარება.

გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვასის სიკვდილი და სხვა. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.

არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისთვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.

იოსებ მღვიმელი: შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით, კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს”. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მხატვრად, როცა სამარცხვინოს გამოსახავს. ამიტომ ყოველგვარი ღონე იხმარე, რათა დაიცვა იგი სუფთად, ძლიერი ლოცვითა და გულისწყრომით განაგდე ყოველი გულისსიტყვა და ცოდვითი ოცნება: „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ!”

მარკოზ განშორებული: ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა ზრახვას ხედავს, საკუთარ თავს არ იცნობს და თავი სრულყოფილი ჰგონია.

პაისი მთაწმინდელი: ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს. არ უნდა დავანებოთ ბოროტს, რომ მან გააღიზიანოს ჩვენი ვნებები, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ, სულიერი კიბო დაგვეწყება.


скачать dle 11.3