კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაასპორტულა „მარნიმ“ გაზაფხული-ზაფხულის ქალი

შოუს შემდეგ, „მარნის“ კრეატიული დიზაინერი – კონსუელო კასტილიონი, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა იმით, რაც პოდიუმზე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინა. ის გრძნობდა, რომ თანამედროვე, კარგად შენახულ ქალბატონებს ერთგვარი ტვირთი მოხსნა მხრებიდან. მისცა მათ მარნის მანდატი, რომელიც გულისხმობს – ყველაფერს ფერადს, დაპრინტულს, გიჟურს და პროვოკაციულს. პოლარიზებული პრინტები და ყვავილების საინტერესო კომბინაციები, სიურეალისტური სილუეტები – ამ ყველაფერმა ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე პიკნიკი ექსცენტრიკული სულით განმსჭვალა და რამდენიმესეზონიანი სიმშვიდის შემდეგ, სრულიად ექსპერიმენტული სახე მისცა. მართალია, ალქიმია ყოველთვის არ მუშაობს (ქალბატონები საოცრად ინფანტილურად გამოიყურებოდნენ ასიმეტრიულ მაქმანებსა და ბატისტში), მაგრამ კასტილიონმა იპოვა გამოსავალი და ამ სეზონზე, მილანში აქცენტი ძალიან მოდურ, სპორტული ტანსაცმლის დეტალებზე გააკეთა. თმის ვარცხნილობა და მაკიაჟიც გარკვეულ სპორტულ-აეროდინამიკური ხასიათის აღმოჩნდა. მოდელებს თავზე ზუსტად ისეთი ქუდები ეხურათ, როგორსაც მოცურავეები აუზში იყენებენ. მოცურავეებისა და ველომრბოლელების კოსტიუმების ელემენტები, ტოპები და შორტები, ბრტყელი, განიერი, ღია ფეხსაცმელები – ეს ყველაფერი კლასიკურ კოსტიუმთან ანსამბლში ისე გამოიყურებოდა, რომ მშვენივრად მოიხდენს ყველა ისეთ ტრადიციულ ქალაქშიც კი, როგორიც თბილისია. სპორტული სულისკვეთება „მარნის” ჩვენების პირველივე კოსტიუმებიდან თვალსაჩინო იყო. თხელი ქსოვილისგან შექმნილ მოკლე კაბებზე მოდელებს ტყავის ბადისებური გადასაცმელები ეცვათ, რომელიც ძალიან ჰგავდა სპორტსმენთა „სეტკებს”. მსგავსი ტყავის ნაკუწები ერთგვარი სიახლეა „მარნისთვის“, მაგრამ ეს სიახლეც არაჩვეულებრივად შეიფერა და მოიხდინა.

კასტილიონმა მარტივად შეძლო სპორტული სამოსის სულში ნამდვილი ქალის დანახვა, მისი ჰაეროვნებით, ფერადოვნებით, უცნაური, ამოუცნობი ბუნებითა და სიძლიერით. „მარნის” მთავარმა დიზაინერმა იპოვა ხიდი, რომელიც ყოველდღიურ, უბრალო ესთეტიკასა და სპორტულ პროვოკაციულობას შორის გაიდო. ამის მაგალითია, ზოლებიანი შორტები, ლამაზად დაფარული ორგანზას ფენებით. საინტერესო იყო კლასიკური საღამოს, კოქტეილის კაბები. მოკლე, ეგრეთ წოდებული „ბლოსტკებიანი”, ფარფლებიანი გიჟურად ჭრელი კაბები ძალიან უცნაურად იყო შეხამებული საცურაო ქუდთან და მაღალქუსლიან ღია ფეხსაცმელთან. ამ სტილის კაბები კასტილიონმა სხვადასხვა ტონალობებში წარმოადგინა – ლურჯი, ფირუზისფერი და შავი, აგურისფერი, მკვეთრი ნარინჯისფერი და „ელექტრიკი“ ყვითელი ერთ კაბაში; ასევე, თეთრი, იისფერი და კაკაოსფერი.

ულამაზესი იყო ყვავილებიანი ანსამბლები. ერთი და იმავე ქსოვილით ლურჯ-ცისფერსა და წითელ ტონალობებში, დიზაინერმა სხვადასხვა ტიპის კოსტიუმები შექმნა. ყვავილებიანი ქსოვილი ერთნაირად კარგად გამოიყურებოდა როგორც კაბაზე, ისე ფართო, თავისუფალ კომბინეზონზე, რომელიც კომფორტულობის განცდას მარტივად მოგანიჭებთ.

საბოლოო ჯამში, ამ კოლექციიდან მივიღეთ მსუბუქი ათლეტიკისა და მდიდრულობის ერთგვარი ჰიბრიდი, რომელიც ამ სეზონზე „მარნის” ხელწერადაც კი იქცა.


скачать dle 11.3