კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მკაფიოდ გამოხატული ნიშნები უნდა ჰქონდეს ჯიშიან ძაღლს ლეკვობიდანვე



მართალია, მსოფლიოში ძაღლის გაცილებით მეტი ჯიში არსებობს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყიდვისას პროფესიონალს უნდა დავეკითხოთ. შეიძლება, ლეკვი თაღლითმა შემოგაჩეჩოთ და ის იდეალურად დაგიხასიათოთ, მაგრამ ხელში უჯიშო ძაღლი შეგრჩეთ. ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარეს, კინოლოგ ბექა მეტრეველს მივმართეთ:

– ძაღლის რამდენი ჯიში არსებობს საქართველოში?

– მსოფლიოში ძაღლების 438 ჯიში არსებობს. საქართველოში კი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დაახლოებით 67 ძაღლის ჯიშია. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში თითქმის ყოველ მეთექვსმეტე ოჯახს ძაღლი ჰყავს, ციფრი საკმაოდ სოლიდურია. არ ვიცი, რას დავაბრალო ის ფაქტი, რომ ძაღლების 95 პროცენტი არაჯიშიანია. თითქოს ქართველებს ყველაფერი საუკეთესო გვიყვარს, შეიძლება, უბრალოდ, ძაღლში თანხის გადახდა არ გვინდა, მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ ძვირი ღირს?!

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯიშიანი ძაღლის ყიდვა ნიშნავს იმას, ზუსტად იცოდე, როგორი გარეგნობის გაიზრდება, როგორი ხასიათი ექნება და რა მოვალეობა დაეკისრება მას თქვენს ოჯახში, იქნება ის დეკორატიული ძაღლი (თვალის გასახარებლად), იქნება თქვენი ოჯახისა და ქონების მოუსყიდველი მცველი, კარგი მონადირე ფრინველსა თუ ცხოველზე, თუ, უბრალოდ, იდეალური კომპანიონი. რაც შეეხება მეტისებსა და უჯიშო ძაღლებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იყიდით მას თუ, უბრალოდ, გაჩუქებენ, რადგან მაინც ვერ განსაზღვრავთ, როგორი გაიზრდება, როგორ ხასიათს გამოავლენს და რა დანიშნულება ექნება მას – ეს ყველაფერი ლატარიაა.

– რა არის ამის მიზეზი?

– ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ჯიშიან ძაღლს უჯიშოსგან, ფაქტობრივად, კი რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, სავალალოც. რა ხდება? შეიძლება, ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ძაღლების მომშენებლების ბრალია, შეიძლება, ისინი კარგ რეკლამას ვერ უკეთებენ თავიანთ ძაღლთსაშენებს, ან, უბრალოდ, ყიდიან იმას, რაც გასაყიდი არ არის.

– შეიძლება, რომ კლუბში შეძენილი ძაღლი ისეთი არ გამოდგეს, როგორიც წესით უნდა იყოს?

რამდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კინოლოგიურ კლუბში შეიძინა გერმანული „ბოქსიორის“ ლეკვი იდეალური საგვარეულო ნუსხით და მასში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. გავიდა რამდენიმე თვე და ის ლეკვი ყველაფერი იყო, ბოქსიორის გარდა. საბედნიეროდ, საქართველოში, მრავალ კინოლოგიურ კლუბს შორის ჯერ კიდევ არსებობენ თითზე ჩამოსათვლელი კინოლოგიური კლუბები და კერძო მომშენებლები, რომლებიც პროფესიულად უდგებიან ჯიშიანი ძაღლების მოშენების საკითხს. კიდევ ერთი მიზეზი ასეთი შედეგისა, შეიძლება, უბრალოდ, ძაღლის მყიდველია. მან თავად არ იცის, როგორი კლასის ძაღლის შეძენა სურს. თუ გაიზრდება მოთხოვნა და კლიენტურა ზუსტად განუმარტავს კლუბსა თუ მომშენებელს, როგორი ძაღლის შეძენა სურს, მოსთხოვს გარანტიას, რომ ძაღლი ისეთი გაიზრდება, როგორსაც მას ჰპირდებიან, კინოლოგიურ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები (კლუბების მეპატრონეები) თვითონვე ეცდებიან, აამაღლონ ძაღლების ხარისხი (ეს ხომ მათი ბიზნესია!). სხვა შემთხვევაში, მათ, უბრალოდ, კლიენტურა აღარ ეყოლებათ. მაგალითად, შოუ-კლასის ლეკვს, აუცილებელია, ჯიშის დამახასიათებელი ნიშნები მკაფიოდ ჰქონდეს გამოხატული. შოუ-კლასის წოდება ლეკვს 5-6 თვის ასაკიდან ენიჭება, მას შემდეგ, რაც გამოფენაზე ექსპერტი მას შეაფასებს, როგორც ძალზე პერსპექტიულს.

დროთა განმავლობაში იცვლება ამა თუ იმ ძაღლის სტანდარტი. კინოლოგები ცდილობენ, ძაღლს ისეთი ექსტერიერი შესძინონ, რომელიც მას მოცემული ჯიშისთვის დამახასიათებელი სამუშაო თვისებების შესრულებას გაუადვილებს. ბევრისგან მსმენია, რომ მათ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი მხოლოდ თვალის გასახარებლად სურთ. ეს დიდი შეცდომაა, ძაღლს თავისი დანიშნულება არ უნდა დაუკარგო. არ შეიძლება, იყოლიო კანე კორსო, დობერმანი, კავკასიური ნაგაზი, ბრაზილიური ფილა და სხვა მსგავსი ძაღლები ისე, უბრალოდ, მიზანმიმართული ფუნქციის გარეშე. ის ადრე თუ გვიან გამოაჩენს თავის ხასიათს და ყოველთვის ეცდება, დაიცვას თქვენი საკუთრება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან (ამა თუ იმ ჯიშის ძაღლს აქვს თავისი დანიშნულება და მან ის აუცილებლად უნდა შეასრულოს) და თუ მაინც ეცდებით მათში დაცვის უნარის ბოლომდე მიძინებას, დროთა განმავლობაში მათგან მიიღებთ არაფრის მაქნის გიგანტ დეკორაციებს!


скачать dle 11.3