კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნანატრი “სირანო დე ბერჟერაკი„ მუსიკისა და დრამის თეატრში

28 აპრილს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში ედმონდ როსტანდის „სირანო დე ბერჟერაკის” პრემიერა შედგა. სპექტაკლს ძალიან დიდი ხანია, რაც თეატრალური საზოგადოება ელოდება. მთავარ როლზე დამტკიცებული ზურა ყიფშიძის წასვლის შემდეგ, სპექტაკლზე მუშაობა დროებით შეჩერდა. თუმცა, რეჟისორმა, დათო დოიაშვილმა თეატრალურ სამყაროში ამ ურთულესი როლის შესრულება ახალგაზრდა მსახიობს, იმედა არაბულს ანდო. პრემიერაზე საოცრება მოხდა, იმედა სცენაზე მოეწონათ კი არა, სცენიდან აღარ უშვებდნენ. მსახიობი სცენიდან სულ რამდენიმე წუთით გადის და გარდა მსახიობური ოსტატობისა, სერიოზული ფიზიკური დატვირთვის გაძლება მოუწია. პრემიერას, უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. პიესის ორიგინალური თარგმანი ეკუთვნის მანანა ანთაძე-ციციშვილს. სპექტაკლის მხატვარია მურაზ მურვანიძე. კოსტიუმები შექმნა ანანო მოსიძემ. „სირანო დე ბერჟერაკის” ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე.


скачать dle 11.3