კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადელინა გოგუაძე დედა გახდა

მსახიობი ადელინა გოგუაძე დედა გახდა. აპრილის შუა რიცხვებიდან ის უკვე ელოდებოდა პირმშოს, მაგრამ მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დედამიწაზე მოვლენა არ მოინდომა. პატარა ჩაჩავას სახელობის სამშობიარო კლინიკაში 24 აპრილს დაიბადა. ფიზიოლოგიურმა მშობიარობამ მეან-გინეკოლოგ დოდო სიგუას დახმარებით მშვიდად ჩაიარა, მაგრამ როგორც თავად ადელინა ამბობს, ამ დროს ყველაზე დიდი თანადგომა და მხარდაჭერა მეუღლისგან იგრძნო. მეუღლე ბოლომდე მის გვერდით იდგა.

ადელინა: „არ ვიცი, რას ვიზამდი, გიორგის გარეშე, ისე დამეხმარა ვერ აღგიწერთ, მამშვიდებდა და ალბათ, ამიტომაც ჩაიარა ყველაფერმა ნორმის ფარგლებში“.

პატარა ნიკოლოზი 3,800 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. დედიკო და ნიკოლოზი უკვე სახლში არიან და თავს მშვენივრად გრძნობენ. ჟურნალ „თბილისელების” სახელით, ვულოცავთ ადელინას და გიორგის ამ ბედნიერებას, პატარას კი ჯანმრთელობას ვუსურვებთ უსაყვარლეს მშობლებთან ერთად!


скачать dle 11.3