კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე გაგიჟდა და გადაირია ზალიკო სულაკაური გერმანიაში და როდის ეგონა მას თავი სამოთხეში

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მხატვარი, ზალიკო სულაკაური, ყველაზე დიდ ბედნიერებას მოგზაურობის დროს განიცდის. საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი უმეტესად საყვარელი მომღერლებისა და ჯგუფების მოსასმენად მიემგზავრება ხოლმე. არც ახლა დაარღვია ტრადიცია და ამსტერდამში გამართულ „პინქ ფლოიდის“ კონცერტს დაესწრო. როგორი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაბრუნდა იქიდან, ამას თავად ზალიკოსგან შეიტყობთ.

– ხშირად მოგზაურობ?

– ერთადერთი კუთხე საქართველოში, რომელიც არ მინახავს, ეს არის სვანეთი. ეს ლამაზი კუთხე შემოვინახე მოსანახულებლად ისევე, როგორც ტორტი შემოაქვთ ხოლმე სუფრაზე ბოლოს. დანარჩენი ყველგან ნამყოფი ვარ. აღმოსავლეთ საქართველოში კი, შეიძლება ითქვას, გავიზარდე. არ შემიძლია, არ აღვნიშნო სამეგრელო. არ მეგონა, თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა, წალენჯიხაზე კი საერთოდ ყბა ჩამომივარდა და, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვაღიარებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალები მეგრელებს ჰყავთ. ქუჩაში როცა მოდის მეგრელი ქალი, მაშინვე ვცნობ. რა ჯობია ქართულ სილამაზეს! საერთოდაც, სანამ ქართველი მოგზაურობას დაიწყებს მსოფლიოს გარშემო, ჯერ მთლიანად საქართველო უნდა მოინახულოს.

– როგორც ვიცი, უცხოეთშიც ხშირად დადიხარ.

– მთელი მსოფლიო ნამდვილად არ მომივლია, მაგრამ, ამ ბოლო დროს ავიწყვიტე და საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვიყავი. ძალიან დიდი სილამაზე ვნახე გერმანიაში. მიუნხენიდან ბერლინამდე მატარებლით ვიმგზავრე და საოცარი ბუნება გადაიშალა ჩემ თვალწინ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხალხი თითოეულ ხეს, იმასაც კი, რომელიც უღრან ტყეებში იზრდება, განსაკუთრებულად უვლის.

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილებებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნდი?

– ახლახან ჩამოვედი ჰოლანდიიდან და ვფიქრობ, რომ გადააჭარბა ყველა იმ ქვეყანას, სადაც კი ნამყოფი ვარ. ისეთი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთული ჩამოვედი, რომ კარგა ხანს ყბაჩამოვარდნილი დავდიოდი (იცინის). არ შემიძლია, არ გავიხსენო ნაყინი, რომელიც რიგაში ვჭამე, ფაქტობრივად, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ, არ მავიწყდება იმ ნაყინის გემო და რა ვქნა! რაც შეეხება უკრაინას, კერძოდ, კიევს, ეგ ცალკე საოცრებაა. ხშირად ვამბობ: ღმერთო, დამსაჯე და, ერთი თვით კიევში გამიშვი-მეთქი (იცინის). ისეთი ლამაზი ქალები, როგორიც კიევში ვნახე, მანამდე თვალით არ მინახავს.

– მეგრელები დაგავიწყა, ხომ?

– მეგრელები ვიღას ახსოვდა (იცინის). როდესაც ქუჩაში ლამაზი ქალი მოდის, თვალს გააყოლებ, გესიამოვნება, თუკი ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი ხარ. კიევში კი თვალის გაყოლება არ გჭირდება, ყოველ ნაბიჯზე მოდის საოცრება (იცინის).

– ამ ინტერვიუს შენი მეუღლე რომ წაიკითხავს, კიევში აღარ გაგიშვებს.

– (იცინის) რას ჰქვია! უნდა გამიშვას! (იცინის). ეგ პრობლემა ჩვენ შორის არ არის, რადგან მან იცის, რომ მე, უბრალოდ, სილამაზეს ვაფასებ და მეტს არაფერს (იცინის). უკრაინელ ქალებს ნამდვილად პირველ ადგილზე დავაყენებდი მსოფლიოს ქალებს შორის.

– კიდევ რომელმა ქვეყანამ აღგაფრთოვანა?

– გავგიჟდი და გადავირიე გერმანელების პუნქტუალურობაზე. ყველაფერი წამი-წამზე აქვთ გათვლილი. ტრანსპორტი ერთი წამით არც დააგვიანებს და არც ადრე მოვა. ქუჩაში ისეთი საოცარი სისუფთავეა, საღეჭი რეზინი რომ დაგივარდეს ძირს, აიღებ და ღეჭვას განაგრძობ. აქ კი, გასული არ ხარ სახლიდან, რომ ფეხსაცმელი უკვე საშინელი დასვრილი გაქვს. კიდევ, გავგიჟდი იქაურ ბაღებზე, ისეთი ლამაზი და მოვლილია, თავი სამოთხეში მეგონა. მე და ჩემი ძმა ყველაფერს სურათებს ვუღებდით. ძალიან კარგად მახსენდება პრაღა, თან, საინტერესო ისტორია ახლავს ჩემს იქ აღმოჩენას – ჰოლანდიაში მივფრინავდით და იმ თვითმფრინავმა, რომელსაც პრაღაში უნდა ჩავეფრინეთ, დაიგვიანა, ანუ, იქ გვიან ჩავფრინდით – მოგეხსენებათ, ალბათ, ქართული პუნქტუალობის ამბავი. პრაღა-ამსტერდამის რეისი კი თავის დროზე განხორციელდა და ასე ჩავრჩით პრაღაში. მომდევნო რეისი ოთხი საათის შემდეგ იყო, ჩვენ ვითომ გვეწყინა, მაგრამ როგორც კი თვალს მივეფარეთ სულ სიცილ-ხარხარით გავცვივდით გარეთ და პრაღის დასათვალიერებლად გავეშურეთ. სამწუხაროდ, მაღაზიები ღია არ იყო და ამიტომ ლუდი ვერ დავაჭაშნიკეთ. არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან ლამაზი ქალაქია.

– ლუდს გერმანიაში დააჭაშნიკებდი შენს გემოზე (იცინის).

– გერმანიაში, იცოცხლეთ, ლუდი იყო – საოცრება! თუ გინდათ, ლუდის გემო გაიგოთ, გერმანიაში უნდა წახვიდეთ, ხოლო, სხვა მაიმუნობების გემოს გაგება თუ გინდათ, საქართველოს „პლანაქეშების” საოცნებო ქალაქი ამსტერდამი უნდა მოინახულოთ. (იცინის). ყოველ ნაბიჯზე არის პატარა „ზავიდენია”, სადაც მოჯდები და მოწევ. მთელი ამსტერდამი მარიხუანის სუნით არის გაჟღენთილი, მაგრამ თუ არ ეწევი, „პაჟალუსტა“ ნამცხვარი ჭამე (იცინის). მე ვაღიარებ, არაფერს გავკარებივარ, მხოლოდ არქიტექტურის სილამაზით დავტკბი.

– ნამცხვარიც არ გაგისინჯავს?

– არა (იცინის). ჩემი ერთი ძმაკაცი გაეკარა ნამცხვარს და მერე ქუსლს ეძებდა – მომძვრაო, ამტკიცებდა (იცინის). ამსტერდამში არის ერთი ქუჩა, დაახლოებით ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე რა მანძილიცაა იმხელა, სადაც უამრავი კარია ჩამწკრივებული და ყოველ ნაბიჯზე ქალი დგას. რომელიც მოგეწონება იკითხავ, რა ღირს და დაიქირავებ (იცინის). სხვათა შორის, ნორმალური ფასებია „სტავკა” 50 ევროა.

– 50 ევრო ერთ საათში?

– არა, რა ერთ საათში, 50 ევრო ერთი „გახვანცალება” ღირს. (იცინის). 30-ევროიანებიც არიან. იქ ვაჭრობაც მოსულა (იცინის). სასტიკად აკრძალულია გადაღება, მაგრამ, ჩვენ მაინც მოვახერხეთ. ფოტოები მაქვს, სადაც ჩანს, როგორი ყბადაღებული ვუყურებ ტიტლიკანა „ნაშოჩკას” (იცინის). ასევე, საოცარია ჰოლანდიის არქიტექტურა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ვგიჟდები ჰოლანდიაზე. იქ ჩასვლის დღიდან მივიღე კულტურული შოკი და დღემდე შოკში ვარ. ძალიან მომწონს ინგლისი და საფრანგეთი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძალიან ძვირად ღირებული ქვეყნებია.

– ესე იგი, ჯერ არ გქონია მათი ნახვის ბედნიერება.

– ანეკდოტს მოგიყვები და მიხვდები: ერთი ტიპი გაიძახის, ღმერთო, როგორ მინდა კიდე პარიზში, კიდე მინდაო. – უი, ნამყოფი ხართ პარიზში? – ეკითხება მეორე. – არა, ადრეც მინდოდაო. (იცინის). დაახლოებით ეგრე ვარ ნამყოფი (იცინის). უცხოეთში უმეტესად კონცერტებზე დავდივარ ხოლმე – ასე აეწყო თავისთავად. კიევში პოლ მაკარტნის კონცერტზე ვიყავი. თან, ქუჩაში პირდაპირ მას შევეჩეხე და, წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილებებით ჩამოვიდოდი. ჩემი ოცნება მაშინ ასრულდა. ბავშვობიდან ვუსმენ „ბითლზებს“ და პოლ მაკარტნი პირისპირ ვნახე. სურათიც კი მაქვს გადაღებული. სტამბულში ვიყავი ერიკ კლაპტონის კონცერტზე. სტამბულიც არანაკლებ საოცარი ქალაქია. მოკლედ, ძალიან მაგარია მოგზაურობა, ჩემი ჰობია. სანამ ცოცხალი ვიქნები და სანამ შესაძლებლობა მექნება იმ სიამოვნებაზე, რომელსაც მოგზაურობით და ცოცხალი ლეგენდების მოსმენით ვიღებ, უარს არ ვიტყვი.

– ახლახან დაბრუნდი, „პინქ ფლოიდის“ კონცერტიდან. როგორი შთაბეჭდილებებით ჩამოხვედი?

– ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი, მაგრამ უფულოდ – ჭამა ხომ გვინდოდა, სმა ხომ გვინდოდა, ქალებში სიარული ხომ გვინდოდა (იცინის)?! კინაღამ გავითიშე, როდესაც ორიგინალში ვნახე ვან გოგი. საოცრება იყო. ვიყავი რემბრანდტის სახლ-მუზეუმში. შეიძლება ითქვას, ის ჩემი მასწავლებელია. არ მჯერა, რომ მე მის სახლში ვიყავი და მის ნივთებს ჩუმად ვეხებოდი. მისი ნაქონი ფუნჯი ავიღე და ვითომ ვხატავდი კინაღამ გამომაგდეს იქიდან (იცინის). თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ბევრი ოცნება ავისრულე.


скачать dle 11.3