კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა საშინელებებს უკეთებდა საკუთარ თავს მაკა შალიკაშვილი



ნიჭიერი მსახიობი მაკა შალიკაშვილი საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა, მიაჩნია, რომ ადამიანი მაშინ არის ყველაზე ლამაზი, როდესაც კეთილი, ალალი და ყველას მიმართ კეთილგანწყობილია.



მაკა: ძალიან ცოტა დრო მჭირდება თავის მოსავლელად, მოსაწესრიგებლად, იმიტომ, რომ წინა დღეს, ან ადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, უკვე ვიცი, რა უნდა ჩავიცვა, თმა როგორ უნდა გავიკეთო. ხუთ-ათ წუთში შემიძლია, მოვემზადო და წავიდე საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ოთხი წლის წინ ზუსტად ასე იწყებოდა ჩემი ცხოვრება: ავდგებოდი, გავემზადებოდი და გავდიოდი სახლიდან. მაშინ მამიდასთან ვცხოვრობდი და 12 საათზე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი სახლში. მეც ზუსტად იმ დროს შევდიოდი შინ. რომ არა მამიდაჩემი, საერთოდ არ შევიდოდი, იმიტომ, რომ მთელი დღის განმავლობაში დავდიოდი მეგობრებთან, ახლობლებთან, გადაღებები, სპექტაკლები მქონდა. ახლა კი ჩემი ცხოვრება თინანოთი იწყება: ვდგები, ვუვლი. თუმცა, როდესაც ბავშვი ახალი დაბადებული იყო, მისი კივილი მაღვიძებდა. ყოველდღიურმა რუტინამ ისე გამაგიჟა, ბოლოს სერიოზული დეპრესია მქონდა. იმ პერიოდში, ვერ ვიტყვი, რომ თავს დიდად ვუვლიდი, ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებდი, როდესაც სპექტაკლებზე ან შეხვედრაზე მივდიოდი, დანარჩენ დროს მთლიანად თინანოს გაზრდით, მოვლით ვიყავი დაკავებული. მინდა თქვენი მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო პატრულს, რომელმაც ჩემს შვილთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრობლემა გადამაწყვეტინა: ჭამა, პამპერსისგან გადაჩვევა. პატრულის დახმარებით მივიყვანე ბაღშიც. მოკლედ, პატრულმა გამომიყვანა დეპრესიიდან.

– ახლა, როდესაც ბავშვი ბაღში მიიყვანე, მეტი თავისუფალი დრო გაქვს. როგორ უვლი თავს?

– როდესაც მსახიობი ხარ, ბევრი ადამიანი გცნობს, აინტერესებთ, როგორ გამოიყურები და, ამიტომ, არ გაქვს უფლება, ცუდ ფორმაში იყო. თმა აუცილებლად წესრიგში, ანუ დავარცხნილი უნდა მქონდეს და მერე ვირევ ხოლმე, იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში თმა კი არა, არაფერი არ მიყვარს დალაგებული. შემდეგ ვისვამ რუჟსა და პომადას, ოღონდ, ყოველდღე არა. ამ ყველაფერს ემატება განწყობა და არა ის, რა მაცვია, იმიტომ, რომ კედებში ან ბოტასებშიც შემიძლია, ფორმაში ვიყო. ანუ, მთავარია, განწყობა მქონდეს ძალიან კარგი და ხალისიანი ვიყო.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– ძალიან მიყვარს. რამდენიმე ხნის წინ ლიკა ყაზბეგმა დამპატიჟა პროექტში „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ მონაწილეობის მისაღებად და მეც წავედი. ასეთი პომპეზურად ჩაცმული პირველად ვიყავი. შესაბამისად, ჩემთვის ექსპერიმენტი იყო და ძალიან მომეწონა. ახლა მივხვდი, რომ სისადავე და ბუნებრიობა, უბრალოება ყველაზე კარგია. მაგრამ ადრე ყველაფერი გამიკეთებია ჩემი თმისთვის: დღეში ორჯერ გამითეთრებია, მერე გამიშავებია, კიდევ გამითეთრებია და ბოლოს წითლად შემიღებავს. პირდაპირ მომიჭრია ნაწნავები, თმა გადამიპარსავს, ზემოდან დამიტოვებია თმა და ქვევიდან გამომიპარსავს, შვიდი საყურე მკეთებია. ყველა საშინელება, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს, ყველაფერი გამიკეთებია. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხალხს რეაქცია ჰქონოდა, თუმცა, არ მაინტერესებდა, ეს რეაქცია როგორი იქნებოდა, უბრალოდ, მინდოდა, ვყოფილიყავი გამორჩეული, სხვანაირი. ახლა კი მიმაჩნია, რომ იმით ხარ გამორჩეული და არაჩვეულებრივი, რომ ჩვეულებრივი ხარ.

– ვარჯიში, მასაჟები გიყვარს?

– სახლში ელემენტარულ ვარჯიშებს ვაკეთებ, რომ ორგანიზმი გამოცოცხლდეს. ძალიან მიყვარს, მასაჟს რომ მიკეთებენ ან მე რომ ვუკეთებ სხვას. მყავს საყვარელი ადამიანი, რომელსაც ვუკეთებ მასაჟს, ეს არის მანანა კოზაკოვა. თინათინი სამი წლის არის. ვეუბნები ხოლმე: დედი, მასაჟები გამიკეთე-მეთქი და ისიც ხელებს მიფათურებს, რაც ძალიან მსიამოვნებს.

– დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს ხმარობ?

– ახლა მაქვს „ნაომი კემპბელის“ ბოდი-ლოსიონი, მისი წასმის შემდეგ ვისვამ „დავის“ ლოსიონს, რომელიც კანს გარუჯულის ფერს აძლევს. კოსმეტიკიდან ძირითადად ვხმარობ რუჟს, „ისი პარიში“ ვიყიდე, „იზადორა“ ჰქვია, ძალიან მომეწონა. რაც შეეხება სუნამოს, ცივი სურნელი მიყვარს.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?

– მამაკაცი აუცილებლად უნდა უვლიდეს თავს, შეიძლება, ფრჩხილები არ ჰქონდეს გაკეთებული და თმა შეღებილი, მაგრამ დაბანილი, დავარცხნილი უნდა იყოს. ჭუჭყიანი ტიპები არ მომწონს. შეიძლება, მამაკაცმა სუნამო არ დაისხას, მაგრამ აუცილებლად უნდა იხმაროს დეზოდორანტი.

– იმისთვის, რომ ქალი სულ ლამაზად გამოიყურებოდეს, ფორმაში იყოს, აუცილებელია, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს?

– როდესაც მამაკაცი გყავს გვერდით, რა თქმა უნდა, მაშინ თავს უვლი, მაგრამ, როცა მას კარგავ, აღარ გყავს, კიდევ უფრო მეტად, გაასმაგებულად უვლი თავს. მე მინახავს ძალიან ბევრი წარმატებული თბილისელი ქალის ახალგაზრდობის ფოტოები, როდესაც ისინი გათხოვილები იყვნენ და ისეთი მოსაწესრიგებელი ჰქონდათ თმა და კანი, საშინელი მაკიაჟი ესვათ, გაგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ის ქალები ძალიან კარგად გამოიყურებიან, არადა, ქმრები აღარ ჰყავთ. როდესაც გათხოვილი ხარ, ბავშვს ზრდი, იმდენი პრობლემა გაქვს, რომ თავის მოსავლელად აღარ გცალია. მერე, როდესაც ბავშვი უკვე წამოიზრდება და, მეუღლესაც თუ გაშორდები, უფრო მეტი დრო გაქვს თავის მოსავლელად და, შესაბამისად, უფრო ლამაზი და მოვლილი ხდები. ანუ, ვერ ვიტყვი, მამაკაცი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალი კარგად გამოიყურებოდეს-მეთქი.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, იყვნენ კეთილები, ალალები, კეთილგანწყობილები ყველას მიმართ და უყვარდეთ სხვა ადამიანები ისე, როგორც საკუთარი თავი. მერე ამ ყველაფერს დაუმატონ პატარა შტრიხები, აიპრიხონ წამწამები, წაისვან რუჟი, ჩაიცვან ლამაზად და ძალიან ლამაზები იქნებიან.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3