კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი წიგნის გაყიდვა აიკრძალა ალჟირის ტერიტორიაზე და რა აკავშირებს ავტომობილების გაყიდვის სკანდალთან პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას

ტუნისი, ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, იემენი, ბაჰრეინი, სირია... – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმა აიმაღლა დიქტატურის წინააღმდეგ და დაუპირისპირდა თავის მოქმედ ხელისუფლებებს, რომლებიც ათწლეულებია, ინარჩუნებენ მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს და მსოფლიოში დიქტატორული რეჟიმებით არიან ცნობილნი. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ალჟირში შედარებით სიწყნარეა და ჯერაც მოქმედი პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა ძალაუფლებას ინარჩუნებს, თუმცა, ტუნისისა და ეგვიპტის პრეცედენტების გათვალისწინებით, შესაძლოა, არეულობამ აფრიკის ამ არაბულ ქვეყანაშიც დაისადგუროს, სადაც აბდელაზიზ ბუტეფლიკას პერსონა ჯერჯერობით ხელშეუხებელია.

* აბდელაზიზ ბუტეფლიკა 1937 წელს მაროკოში, ქალაქ უჟდჯაში დაიბადა. მამამისი აჰმედ ბუტეფლიკა, ალჟირული წარმომავლობის მეწარმე იყო, რომელსაც ორი ცოლი ჰყავდა. აბდელაზიზი მისი მეორე შვილი იყო, რომელიც მეორე ცოლისგან ეყოლა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ აბდელაზიზი ფილოსოფიით იყო გატაცებული და არაბი ფილოსოფოსების ნაშრომებს ეცნობოდა, თუმცა, უმაღლესი განათლება მას არ მიუღია, რადგან ანტიკოლონიურ რეჟიმთან ბრძოლის წლებში იგი ნაციონალური გათავისუფლების არმიის რიგებში იბრძოდა. 1962 წელს, ალჟირის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი ახალგაზრდობის საქმეთა, ტურიზმისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული ალჟირის მთავრობაში. 1963 წელს ბუტეფლიკა ალჟირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელად დაინიშნა და სწორედ მის წარმატებულ დიპლომატიურ საქმიანობას უკავშირებენ ალჟირის დამოუკიდებლობის აღიარებას რიგი ქვეყნების მიერ. 1975 წელს ბუტეფლიკა გაეროს 29-ე გენერალურ ასამბლეას ხელმძღვანელობდა, რაც მისი დიპლომატიური ხედვის კიდევ ერთი აღიარება იყო. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აღნიშნული არ არის, რომ ბუტეფლიკა მაროკოს ტერიტორიაზეა დაბადებული.

* 1981 წელს აბდელაზიზ ბუტეფლიკას ფინანსურ მაქინაციებსა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს, რის გამოც დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, მალევე გამოუშვეს და 1983 წელს იგი იძულებული გახდა, ალჟირის საზღვრები დაეტოვებინა. ექვსი წლის განმავლობაში იგი საფრანგეთში, შვეიცარიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა და პოლიტიკაში პრაქტიკულად არ ერეოდა. 1989 წელს იგი დაბრუნდა ალჟირში და ნაციონალური გათავისუფლების ფრონტის ცენტრალურ კომიტეტს შეუერთდა. 1994 წელს ბუტეფლიკამ უარი განაცხადა პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობდა. იმ პერიოდში ბუტეფლიკა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლებოდა აფრიკის არაბულ რეგიონში და მისი რჩევებით ხშირად სარგებლობდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები. 1999 წლიდან აბდელაზიზ ბუტეფლიკა ალჟირის პრეზიდენტია და ყოველ არჩევნებს იგი მოსახლეობის თითქმის 90-პროცენტიანი მხარდაჭერით იგებდა.

* 2004 წელს, ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე, სამართალდამცველებმა გაყიდვის ქსელიდან ამოიღეს წიგნის „ბუტეფლიკა, ალჟირული ტყუილი” მთლიანი ტირაჟი. წიგნში მოყვანილი ფაქტების მიხედვით ცნობილი ხდებოდა, რომ, 70-იან წლებში მექსიკაში დიპლომატიურ სამსახურში მსახურობის დროს, ბუტეფლიკა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. გარდა ამისა, მისი ყოფილი თანამშრომლებისა და მეგობრების სიტყვებზე დაყრდნობით ბუტეფლიკა უნიჭო მმართველად იყო წარმოდგენილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობდა. წიგნის ავტორი გავლენიანი ალჟირული გაზეთის „მატენის” რედაქტორი მოჰამედ ბენშიკუ იყო და წიგნი მრავალათასიანი ტირაჟით გაიყიდა საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ალჟირული დიასპორა ცხოვრობს.

* ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა უპრეცედენტო დათმობებზე წავიდა – მან ხელი მოაწერა რეფორმების პაკეტს, რომლის თანახმად, ალჟირში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში მოქმედებდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერებს მიეცათ უფლება, მოაწყონ მასობრივი მშვიდობიანი მიტინგები ალჟირის ნებისმიერ ქალაქში, დედაქალაქის გარდა. ასევე, ყველა მსურველს მიეცა საშუალება, მიიღოს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით.

* ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა ცნობილია თავისი სიყვარულით რუსეთის მიმართ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი ყოფილ საბჭოთა კავშირში, კერძოდ – რუსეთში. მისი საყვარელი ქალაქებია მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი, ხოლო წითელი მოედანი და ნევის პროსპექტი მას თავის მშობლიურ ადგილებად მიაჩნია. ბუტეფლიკას საყვარელი მწერლები არიან: დოსტოევსკი, ტოლსტოი და ჩეხოვი და თავის გამოსვლებში იგი ხშირად ციტირებს მათ ფრაზებს. ასევე, მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალექსანდრ პუშკინს, რომელიც მას თავის საყვარელ პოეტად მიაჩნდა და ამაყობს, რომ მათ საერთო აფრიკული ფესვები აქვთ.

* 2010 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა ალჟირული ფესვების მქონე ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს და ალჟირის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა. ალჟირის მთავარი მწვრთნელი რაბააჰ სადანი იმ დროს გუნდს სამხრეთ აფრიკაში წასასვლელად ამზადებდა, თუმცა, ბუტეფლიკას აზრით, ზიდანის დანიშვნა მთავარ მწვრთნელად სპორტულ ჟინს მოუმატებდა ფეხბურთელებს და ისინი თავიანთ პოტენციალს სრულად გამოავლენდნენ სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე. სამწუხაროდ ზიდანმა უარი შეუთვალა ბუტეფლიკას, ხოლო ალჟირმა ისე დატოვა სამხრეთ აფრიკა, რომ ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

* ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ პირდაპირ დაადანაშაულა საფრანგეთი ალჟირელი ხალხის გენოციდში. მისი თქმით, ფრანგული მმართველობის პერიოდში ალჟირში გენოციდის ყველაზე სასტიკი ფორმა მოქმედებდა, რომლის დროსაც პრაქტიკულად განადგურდა ალჟირელების ცხოვრების წესი და ტრადიციები. ბუტეფლიკას ეს განცხადება ერთმა ფაქტმა გამოიწვია: ფრანგულ ისტორიის სახელმძღვანელოებში აღნიშნულია, რომ საფრანგეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის ალჟირული კულტურის შენარჩუნებაში და ნაჩვენებია კოლონიზაციის დადებითი მხარე. შეგახსენებთ, რომ ალჟირმა დამოუკიდებლობა 1962 წელს მოიპოვა.

* პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას განკარგულებით, პირველად ისლამურ სამყაროში, ქალს სამხედრო გენერლის წოდება მიენიჭა – აარჯუნ ფატმი-ზოჰრას ბუტეფლიკამ პირადად მიაკუთვნა გენერლის წოდება. თუმცა, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ არაბულ ქვეყნებში ქალებს ეკრძალებათ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა და ფატმი-ზოჰრას მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა დაევალა.

* გავლენიანმა ჟურნალმა „თაიმმა” თავის ფურცლებზე მსოფლიოს იმ ათი დიქტატორის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებმაც ახლო წარსულში უკვე დატოვეს დაკავებული თანამდებობები ან გადაყენების პოტენციურ კანდიდატებად ითვლებიან. ამ რეიტინგში მოხვდნენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, ჩრდილოკორეელი კიმ ჩენ ირი, საუდის არაბეთის მმართველი დინასტია, სუდანის დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი, ირანელი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და ზიმბაბველი რობერტ მუგაბე. ალჟირის პრეზიდენტს, აბდელაზიზ ბუტეფლიკას, რეიტინგში მეცხრე პოზიცია უკავია.

* აბდელაზიზ ბუტეფლიკა გვიან, 1990 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლეა ამალ ტრიკი, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს. ალჟირის პრეზიდენტი უშვილოა. მას ოთხი და და ოთხი ძმა ჰყავს, თუმცა მათთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. 2005-2006 წლებში ვრცელდებოდა ცნობა, რომ ბუტეფლიკა კუჭის კიბოს უკანასკნელი სტადიით იყო დაავადებული და დროის უმეტეს ნაწილს ევროპის ძვირად ღირებულ კლინიკებში ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი ალჟირის მთავრობამ უარყო.


скачать dle 11.3