კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო მარაქაში

ვირტუალური სტუმრები

მთლად ისე გაფაციცებითაც არა, როგორც ბრიტანელები, თუმცა, არც მათზე ნაკლებად გაჰქონდა ჩვენს გულებს ბაგი-ბუგი პრინც უილიამის ქორწილის მოლოდინში. ჩვენი ელმედიაც სრულად იყო მობილიზებული და არც უბრალო მოკვდავები იჩენდნენ ნაკლებ ინტერესს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან, განა ამაოდ გვამცნო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომ ჩვენს მოსახლეობას გული მხოლოდ გასართობი გადაცემებისკენ მიუწევს. ჰოდა, რაკი მიუწევს, იმაზე დიდი გასართობი, როგორიც სამეფო ქორწილია, აბა, რაღა უნდა ყოფილიყო?!

მეორე მხრივ, ეს ჩვენებური ცნობისმოყვარეობაც გასაგებია: თუკი ცივილიზებულ მსოფლიოს არ ჩამოვრჩებით მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბედნიერებას როგორღა გამოვაკლდებოდით (და მერე რა, რომ, რომც გამოვკლებოდით, ამას ვერც სამეფო ოჯახი შენიშნავდა და ვერც დანარჩენი მსოფლიო).

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რატომ აირჩია ქართულმა მედიამ საკუთარი ტელეკამერების ინტენსიურ სამიზნედ სამეფო ქორწილი (თითქმის ისეთივე აღტკინებით, როგორც ფიროსმანის „შავი ლომის“ ისტორია), სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ საქართველოს საერთო მაუწყებლების ეთერში არ მოხვედრილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ საცოლე ქეით მიდლტონისთვის თავის მოწონების მიზნით პრინცმა, სამხედრო ვერტმფრენით საცოლის სახლის მინდორზე დაჯდომის გამო, საყვედური მიიღო (რადგან სახელმწიფო საკუთრება საკუთარი სურვილისამებრ არამიზნობრივად განკარგა და უსარგებლო ხარჯი გასწია) და ბოდიშის მოხდაც მოუწია.

როგორ ფიქრობთ, ცივილიზებული სამყაროს მარაქაში გასარევად ქორწილის აჟიტირებულად გაშუქება გამოგვადგება თუ, იმის ცოდნა, რომ სამართლებრივ ქვეყანაში პრინციც და უმუშევარიც თანასწორია?!


скачать dle 11.3