კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კურატორის წონა

„დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს“

ჩვენს სამშობლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კიდეც ეწვია და ქ-ნმა ქეიდენაუმ კიდეც დაგვტოვა, თუმცა გულებში ბევრი მოგონებაც დაგვიტოვა (იმისდა მიუხედავად, რომ მასაც ბ-ნი ბრაიზასავით დაებედა, რომ ქართულმა მედიამ მისი თანამდებობა ზუსტად ჯერაც ვერ გაარკვია). ამჯერად აშშ-ელი მაღალი სტუმრის (სიმართლე გითხრათ, კარგადაც ვერ ვერკვევი აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურის მოწყობის ანსა და ჰაეში, ამიტომაც მიჭირს იმის თქმა, ქ-ნი ქეიდენაუს პოსტი მაღალია თუ ოდენ საშუალოდ მოიმაღლებს, აი, იმის თქმა კი დაზუსტებით შემიძლია, რომ ჯერჯერობით ისეც არ გავშინაურებივართ, როგორც აწ უკვე ჩვენს ყოფილ მარტინ ბრაიზას, მოფერებით მეთიუს რომ ვუხმობდით) ვიზიტით უფრო მეტად აჟიტირებული ქართული ოპოზიცია იყო, რადგან ქართული ხელისუფლება იმის მტკიცებით იყო გართული, რომ ამერიკელ ოფიციალურ სტუმარს ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს (ხოლო, რაკი შეხვედრები დახურული იყო, არც არავინ გვეტყვის, მართლაც უთქვამს თუ არა). სამაგიეროდ, ოპოზიცია შეგულიანდა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მუშაობის პროცესი კიდეც განახლდება და კიდეც დაჩქარდება, თუმცა, სახელისუფლო გუნდი ჯიუტობს, რომ ქ-ნ ქეიდუნაუს მათთვის ვადები არ დაუწესებია. ბუნებრივია, იმას, დაუწესა თუ არა, უახლოეს მომავალში ვნახავთ და, სხვათა შორის, იმასაც, რა წონა აქვს კურატორის შემონათვალს.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი ოპოზიციაც (ამ ჩვენი ხელისუფლების მსგავსად) იმის დათვლითაა გართული, ვინ რამდენ ხანს ესაუბრა ქ-ნ ქეიდენაუს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ გვარს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს), აშკარაა, რომ „დააფარე, დააფარეს“ ფილოსოფიიდან მთლად შორსაც ვერ წავსულვართ და, თუ უცხოთათვის თავმოწონების ჩვენებურთა მოწადინებას დავამატებთ, არ მგონია, გარღვევა უახლოეს მომავალშიც მოვახერხოთ.


скачать dle 11.3