კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნოვატორული სიძველეები

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“

მოარული ხმებით, ქართული განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პედაგოგებისთვის შეუთვლია, რომ, თუკი ამა თუ იმ მეთორმეტეკლასელის მიერ საატესტატო გამოცდაზე მიღებული ქულა არ დაემთხვევა მოსწავლის წლიურ ნიშანს, სამსახურები უკან მოგრჩებათო. ბუნებრივია, ამ ამბავმა ქართველ პედაგოგებს სისხლი გაუყინა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ქულა არ იწერება, მეტიც, ჯერ თავად გამოცდების ცენტრშიც ვერ გაურკვევიათ, რა იქნება გამსვლელი მაჩვენებელი (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ინტერვიუში სწორედ ამას აცხადებდნენ გამოსაშვები ტესტების შემქმნელ-ჩამტარებლები), შესაძლოა, ამ ინფორმაციას პროფილაქტიკური ხასიათი აქვს (ეჭვი მაქვს, რომ ბ-ნ შაშკინს განსაკუთრებით ის ადგილი ხიბლავს „ვეფხისტყაოსანში“, შიშის მიერ მოგვრილ სიყვარულს რომ შეეხება, თუმცა, არც იმის ცოდნა აწყენდა, „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“) ან, სულაც, სკოლების დირექციების შემოქმედებაა, დაახლოებით, ლუარსაბის სტილში, ბიჭებს რომ აწიოკებდა. ოღონდ, ერთი უდავოა, არც ეს საატესტატო გამოცდები ტარდება მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების (მით უმეტეს – ამაღლების) მიზნით და, ყველამ კარგად იცის, რომ გამორეფორმირებულ წლებში, განსაკუთრებით ამ მეთორმეტეკლასელებს თითქმის არაფერი უსწავლიათ (ყოველ შემთხვევაში, სკოლაში).

ჰოდა, შესაძლოა, იმიტომ, რომ კარგად იციან, ხოლო, მეორე მხრივ, ახალ-ახალი წარმატებებიც სჭირდება (თორემ, გაცვდა ყური იმის მოსმენით, რომ მანდატურთა გამოჩენამ სკოლებში კრიმინოგენური ვითარება შეამცირა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სკოლა ცოდნის მისაღები ადგილია და არა გამოსასწორებელი დაწესებულება). ჰოდა, რაკი სჭირდებათ, ახალი ინიციატივაც მოაფიქრდათ: ამიერიდან 17 წლის მოზარდებსაც ექნებაც ავტომანქანის მართვის მოწმობის აღების უფლება, ხოლო, რაკი ექნებათ, ამიერიდანვე ამ საქმეს მათ სკოლაში შეასწავლიან (კაცმა რომ თქვას, თუ მთლად ფიზიკას ვერ გაუგეს ვერაფერი, ქვეყანას, იქნებ, „შოფრებად“ მაინც გამოადგნენ). კერძოდ, ბ-ნმა შაშკინმა ბრძანა, რომ შერჩეული პედაგოგები პოლიციის აკადემიაში გაივლიან სტაჟირებას (გული მუდამ იქით მიუწევს – მანდატურებიც ხომ პოლიციის აკადემიამ გამოუწვრთნა ქვეყანას?!).

მართალია, ეს ინიციატივა ნოვაციად გასაღდა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ, მაგალითად, ჩემს მშობლიურ (პირველ საშუალო) სკოლაში ამ საქმეს საბჭოთა დროს გვასწავლიდნენ. ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, გამორეფორმირების მეორე ტალღაში მხოლოდ კარგად დავიწყებულ სიძველეებს ასაღებენ ნოვაციად, მანამდე მაინც დაგვაცადონ, სანამ, ვისაც გვახსოვს, მოვიხოცებოდეთ?!


скачать dle 11.3