კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საჩუქარი საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქველმოქმედებაა. ის არ კმაყოფილდება მიღწეულით, კვლავაც გვთავაზობს უამრავ სიახლეს და დახმარების ხელს უწვდის მათ, ვინც ხშირად, ადამიანთა გულგრილობის თუ სხვა მიზეზთა გამო, განსაცდელშია, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა თაობა. ამიტომ ეს აქტიური და წარმატებული კომპანია მუდმივად ზრუნავს და ორიენტირებულია ახალგაზრდობაზე, როგორც ქვეყნის მომავლის საფუძველზე.

ჩვენ ხშირად ვაშუქებთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც კომპანია სკოლებსა და მზრუნველობას მოკლებულთა სახლებში ატარებს. ალბათ, კარგად გახსოვთ მცირე ხნის წინ საფეხბურთო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელმაც უსაზღვრო სიხარული მოჰგვარა ბავშვებს. ამჯერად, 20 აპრილის წვიმიან დღეს, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საგურამოსკენ ჟურნალისტებიც გავეშურეთ და უამრავი საჩუქარი ჩავუტანეთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ოჯახურ სითბოსა და მზრუნველობას მოკლებული პატარები გულისფანცქალით ელოდებიან. უფროსებისგან ყურადღებას და სიხარულსაც წრფელი გულით გამოხატავენ. მათ მაქსიმალურად აქვთ პირობები ნორმალური განვითარებისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, საგურამოს ბავშვთა სახლს საკუთარი რაგბის გუნდიც კი ჰყავს, სახელად „ჩოკო”, რომელშიც 14-დან 16 წლამდე ასაკის ვაჟები თამაშობენ. ოღონდ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ გუნდში ერთი გოგონაცაა – თამარ მიქაძე, რომელიც, მწვრთნელის თქმით, ძალიან კარგი სპორტული მონაცემებით გამოირჩევა.

ბავშვებმა უკვე იცოდნენ აქციის შესახებ და სტუმრების გამოჩენას მღელვარებით ელოდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ბავშვებს მათთვის საგანგებოდ მომზადებული რაგბის თეთრი ფორმები გადასცეს – სწორედ ამ ფორმებით ითამაშებს შეჯიბრებებში გუნდი „ჩოკო“. საჩუქრებმა ბავშვების დიდი სიხარული და მადლიერება გამოიწვია. გახარებულები იყვნენ ბავშვთა სახლის დირექტორი ლალი ცერცვაძე და გუნდის მწვრთნელი, გაიოზ მონიავა. რომლებმაც ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს გულითადი მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი): „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ კიდევ ერთი სასიხარულო დღე აჩუქა ბავშვებს. ეს აქცია პირველი არ არის და სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება. ახალგაზრდობის ხელის შეწყობა ჩვენი პრიორიტეტია. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და აღდგომის დღესასწაული მივულოცო როგორც საგურამოს ბავშვთა სახლს, ისე მთელ საქართველოს!

ლალი კრიხელი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): დღეს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, ამჯერად ჩვენ ვესტუმრეთ საგურამოს ბავშვთა სახლს და რაგბის ფორმებით დავაჯილდოვეთ აღსაზრდელთა სარაგბო გუნდი „ჩოკო”. კომპანიის სახელით ვულოცავ ახალგაზრდებს აღდგომის დღესასწაულს და წარმატებას ვუსურვებ მათ. მინდა, ასევე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას.


скачать dle 11.3