კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომენდე მე...



საპირისპირო სქესთან ურთიერთობა დელიკატური და სერიოზული თემაა. შეცდომა მოსდის ყველას, მაგრამ უმთავრესია, შეძლო და შენს პარტნიორს პიროვნული ღირსებების წარმოჩენის საშუალება მისცე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხმის ტემბრს, მიმართვის ფორმას, ტონს... შესაძლოა, ვერც კი შენიშნოთ, ისე განაწყოთ ადამიანი თქვენს მიმართ ნეგატიურად.

თუ მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებელია, თქვენი ნდობა გაუჩნდეს. მასთან საუბარი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ არსად გეჩქარებოდეთ. დელიკატურობას „გადარბენა“ არ უხდება. პირიქით, შეურჩიეთ სასიამოვნო გარემო და ეცადეთ, შექმნათ ინტიმი. როცა საუბრისას ადამიანი თვალს არ გარიდებთ და სახეში ღიმილით გიყურებთ, ნდობა მის მიმართ ადვილად ჩნდება.

აგრძნობინეთ მამაკაცს, რომ თქვენ მის მხარეზე ხართ, რომ თქვენზე დაყრდნობა შეიძლება, რადგან მამაკაცისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამის ცოდნაა.

მამაკაცების უმრავლესობა თავისი ბუნებით ოპტიმისტია. მათ სჯერათ, რომ მომავალი მათ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება; რომ აუცილებლად გამოჩნდება ქალი, რომელიც მის ჭირსა და ლხინს გაიზიარებს.

აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ ხართ ის ქალი, განაწყვეთ ოპტიმისტურად. ამისთვის საჭიროა, თქვენც ოპტიმისტი იყოთ. ოპტიმიზმი გადამდებია, ასე მიაჩნიათ ფსიქოლოგებს. გადამდებია ნდობაც. მამაკაცი ძალიან მალე გრძნობს, როგორ არის ქალი მის მიმართ განწყობილი. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, შეიძლება, თამაშიც გამოგივიდეთ, მაგრამ მერე, თუ ნდობას გაუცრუებთ, ის სასწრაფოდ შეგაქცევთ ზურგს. ნდობა არის ის, რაზეც იგება სერიოზულ ურთიერთობა. ნდობა უდევს საფუძვლად მეგობრობას, ოჯახს და, რა თქმა უნდა, სიყვარულს.



გვერდი მოამზადა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3