კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია რომანტიკა და სიყვარული ტელეპათიასთან და როდის მძაფრდება ის ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის

არსებობს პერიოდები, როცა ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით და ის სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სხვადასხვაა. ასევე, ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი ტელეპათიურად შეიგრძნობს საკუთარი რჩეულის განწყობას. მაგალითად:

ვერძებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 22 ივლისიდან 22 აგვისტომდე. ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ტელეპათიურად კარგად იჭერს მის მიმართ გამოხატულ სითბოს – გრძნობს, ვინ არის მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ამიტომ, გირჩევთ, მის მიმართ სითბო გამოხატოთ და ამით გააძლიეროთ მასთან სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა.

კუროებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საუბრით გრძნობენ ტელეპათიურ გზავნილს და ხვდებიან, არის თუ არა მეორე ადამიანი მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ის სწორედ სიტყვების ინტონაციაში იჭერს ტელეპათიურად სასიყვარულო განწყობას.

ტყუპებისთვის ტელეპათიური ნიჭი მძაფრდება 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ტელეპათიურად ძალიან კარგად იჭერენ გრძნობებს. თავად არიან ამის ინიციატორები და რასაც გასცემენ, იმასვე იღებენ. მეორე ადამიანის რეაქცია კი ტელეპათიურად აჩვენებს, არის თუ არა ის მისთვის მისაღები.

კირჩხიბებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე. შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სხვა ადამიანების აზრების ამოცნობა შეუძლიათ ინტუიციურ დონეზე. იფიქრეთ მასთან ერთად სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებზე და ის ამას უსიტყვოდ მიგიხვდებათ.

ლომებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობებში ტელეპათიური იმპულსები სიზმრის სახით მოდის და ამ დროს ღამის მინიშნებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

ქალწულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი საჭიროებს ხშირ კონტაქტებს. ასე ისინი უფრო კარგად გრძნობენ, არის თუ არა მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი მეორე ადამიანი.

სასწორებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საჭიროა ფიზიკური კონტაქტი, რათა ინტუიციურად დაიჭირონ და სწორად აღიქვან სასიყვარულო განწყობა.

მორიელებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 19 თებერვლიდან 21 მარტამდე. ისინი აკვირდებიან ქცევას და ინტუიციურად და ტელეპათიურად ადვილად იჭერენ, არიან თუ არა მის მიმართ სასიყვარულოდ და რომანტიკულად განწყობილნი.

მშვილდოსნებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 21 მარტიდან 20 აპრილამდე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გულდასმით აკვირდება მის გვერდით მყოფთა მანერასა და ქცევას ურთიერთობის დროს. ამით ისინი უსიტყვოდ იგებენ, ვინ უფრო რომანტიკულად არის მის მიმართ განწყობილი.

თხის რქებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 აპრილიდან 20 მაისამდე. თხის რქები თავად გამოხატავენ გრძნობებს და ამის შემდეგ ტელეპათიურად ინტუიციით გრძნობენ, როგორ რეაგირებს მათი რჩეული. ამით ის ადვილად, ხვდება რამდენად ძლიერია მის მიმართ გამოხატული სასიყვარულო გრძნობა.

მერწყულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 მაისიდან 22 ივნისამდე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ უნარი, ამოიცნონ სხვა ადამიანების აზრები, ტელეპათიურად შეაყვარონ მეორე ადამიანს თავი და გრძნობები ინტუიციურ დონეზეც კი გამოხატონ.

თევზებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. ისინი აკვირდებიან ემოციებს და ამით უტყუარ ინფორმაციას იღებენ ინტუიციურ დონეზე. ტელეპათიურად კი ადვილად ხვდებიან, არის თუ არა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის მზად მეორე ადამიანი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს პერიოდები ყოველ წელს ერთი და იგივეა და არ იცვლება.


скачать dle 11.3