კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით დილის, 10-11 საათზე. რომელ ქვეყანაში მივაღწევ წარმატებებს და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის წარმატებული და იდეალური ქორწინება?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა მორიელთან, მერწყულთან, კუროსთან, თევზებთან, უფრთხილდით სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის საშუალოა. თქვენი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. უცხოეთში მიღებული გამოცდილება, ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში უნდა გამოიყენოთ.

ქვეყნებიდან მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია-ვენეციის მხარე, მაროკო, ნეპალი, უზბეკეთი, გერმანია-ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვეციის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 20 დეკემბერს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ქვეყანაა ჩემთვის უფრო მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. ამიტომ, მუდმივად უნდა იქონიოთ კონტაქტი. იქ ცხოვრება გარკვეული დროით, დაგროვილი გამოცდილება და უნარი ძალიან დაგეხმარებათ სამშობლოში წარმატების მიღწევაში.

ქვეყნებიდან კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.

წარმატების მომტანი პროფესიებია: სპორტი, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა. აგრეთვე, კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომიძებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები, მაგალითად: კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები.

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში. მინდა სწავლის გაგრძელება უცხოეთში. იქნებ მირჩიოთ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თუ არ გამოიჩენთ გაორმაგებულ შრომისუნარიანობას, ნებისყოფას, ძალისხმევასა და შეუპოვრობას, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ დაგეგმილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისი, დანია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ინდოეთი, ირლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა.


скачать dle 11.3