კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ძველად, ნიდერლანდებში, ოჯახში ვინმეს ავადმყოფობის შემთხვევაში, კარზე გამოაკრავდნენ ხოლმე „ჯანმრთელობის ბიულეტენს“, სადაც დაწვრილებით იყო მოცემული ავადმყოფის იმდღევანდელი მდგომარეობა. ბიულეტენი განკუთვნილი იყო მეგობრების, ნათესავებისა და დაინტერესებული პირებისთვის, ავადმყოფი ზედმეტი მნახველებით რომ არ შეწუხებულიყო.

* ფრანგი მწერლები, ვიქტორ ჰიუგო და ალექსანდრ დიუმა, ერთსა და იმავე წელს (1802) დაიბადნენ და ორივეს მამა გენერალი იყო.

* ამერიკის ტყეებში გავრცელებულია წითელი და თოვლივით თეთრი ყვავილი, რომელსაც უცნაური სახელი – „ჰოლანდიელის ჩიბუხი“ ჰქვია.

* ამერიკელ ვალენტაინ გრიმალდოს ხელზე გველმა უკბინა. მას არ ჰქონდა ქამარი, არც არანაირი საშუალება, ხელზე რომ გადაეჭირა და ამით შეეჩერებინა შხამის გავრცელება ორგანიზმში. გრიმალდომ მოკლა მისი დამგესლავი გველი და ლახტად გამოიყენა.

* ჯონ ბული – „ინგლისელის“ აღმნიშვნელი სახუმარო სახელია ჰოლანდიაში.

* 650 წელს ჩინელი იმპერატორის ბრძანებით გამოიცა იმ დროისთვის მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია – პაო-ცზაო, ქაღალდის ფული, რომლის ერთეული 10 000 იუანის ღირებულების იყო.

* ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სათამაშო ფართობის ზომებს ყოველთვის ზუსტად იცავენ. „დიდი მოედნის“ თამაშის, მაგალითად, ფეხბურთის მოედნის ზომები ხშირად ირღვევა. გამონაკლისი ამერიკული ფეხბურთია, რომლის ზომები აუცილებლად ზუსტად უნდა იყოს დაცული. ამავე დროს, ყველა გულშემატკივარმა ზუსტად იცის, რომ მოედნის სიგრძე 1 იარდი, ანუ 91,44 მეტრია.

* საჰარის უდაბნოში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტაბლოზე წერია: „ბენზინი აუცილებლად აქ შეიძინეთ, რადგან ყველა სხვა ბენზინგასამართი სადგური მირაჟია“.


скачать dle 11.3