კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აზიური ვოიაჟი, მშვიდობის ყალიონი და მარიხუანით „დაბოლილი“ ნიკიტა ხრუშჩოვი



ნიკიტას სირცხვილი

გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს (წელი ზუსტად არ მახსოვს) მოსკოვში სტუდენტი-ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, რომელიც იმ პერიოდში ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვისეული „დათბობის“ შედეგი იყო. ნიკიტა ხრუშჩოვი დიდად ამაყობდა ამ ფაქტით, უდიდესი ძალისხმევით იღვწოდა ფესტივალისთვის და ამ ზეიმის გასახსნელად საგანგებოდ ემზადებოდა. ზეიმი ლუჟნიკებზე, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე იყო დანიშნული.

გახსნის დღეა – ასიათასიანი სტადიონი ხალხითაა გადაჭედილი და ამ ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი მრავალ ქვეყანაში გადაიცემა. ნიკიტა ხრუშჩოვი ამაღლებულ ტრიბუნაზე ავიდა და თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც მსხვილი პლანით უჩვენებდნენ. ბოლოს მას მტრედი გადასცეს ჰაერში გასაშვებად, რაც სიმბოლურად მსოფლიო მშვიდობას ნიშნავდა. ნიკიტამ თეთრი მტრედი ჰაერში ასწია, ტელეკამერებმა მსხვილი პლანი აიღეს, ნიკიტამ ხელი აიქნია და მტრედი გაუშვა, თუმცა... მშვიდობის სიმბოლომ, რომელსაც, როგორც ეტყობა, კუჭი ჰქონდა აშლილი, საბჭოეთის პირველ პირს სახეზე, კერძოდ კი თვალებში, მიატრაწა... ხრუშჩოვმა, რომელიც უკიდურესად შემცბარი იყო, რაღაც გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა და ტრიბუნიდან გადავარდა. ასე გახსნა მსოფლიო ახალგაზრდობის გრანდიოზული ფორუმი მშვიდობის თეთრმა მტრედმა, რომელიც ნიკიტასთვის სულაც არ იყო მშვიდობიანი.

მშვიდობის ყალიონი

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:

– ბიჭებო, მოემზადეთ. პირველი აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.

და მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა, იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგეული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ მას და ყოველ წამს ვიყავით მზად, პირველი (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ტენტიანი, ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგ-რიგობით ჩილიმს ეწეოდნენ. ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაი-ვაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია... საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო.



ვიცე-პოლკოვნიკ დემურ ლოლაშვილის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3