კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დარბოდა ვენის ქუჩებში გიორგი კალანდაძე სპილოთი ხელში და სად ააგდეს ის ინდოელებმა



სერიალ „ჩვენი ოფისის“ საქმიანი, სერიოზული და წინდახედული გმირი ნიკუშა, იგივე გიორგი კალანდაძე, რეალურ ცხოვრებაში ძალიან მხიარული, ხიფათიანი და თავგადასავლებით სავსე ადამიანია. ის არაერთხელ ჩავარდნილა გამოუვალ სიტუაციაში, თუმცა, იუმორის წყალობით თავის დაძვრენა არ გასჭირვებია.

გიორგი კალანდაძე: გამოუვალ სიტუაციამდე თუ მივიდა საქმე, ვცდილობ იუმორით და იმპროვიზებული საქციელით გამოვიძვრინო თავი შექმნილი სიტუაციიდან. ძალიან ცელქი და არტისტული ბავშვი ვიყავი. ვერ გეტყვით დიდი მოჩხუბარი ვიყავი-მეთქი, თუმცა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე, არც დარტყმაზე ვამბობდი უარს. შატალოზეც ხშირად დავდიოდი, როგორც ყველა ბავშვი და ეს ტკბილ მოგონებად დამრჩა. საჩხუბრად კი კლასელი გოგო-ბიჭები არაერთხელ დავრაზმულვართ და წავსულვართ. ერთი კლასი გვყავდა ამოჩემებული და იმათ ვემტერებოდით. უნდა გენახათ, გოგოები ცალკე რომ დაერეოდნენ ერთმანეთს და ბიჭები ცალკე, რა ხდებოდა. მერე ძლივს გვცნობდნენ პატრონები (იცინის). უბანშიც, ერთ ბიჭს ვემტერებოდი, ვერ ვიტანდით ერთმანეთს და ყოველ შეხვედრაზე ვჩხუბობდით. მერე კი ისე დავმეგობრდით, ერთმანეთის დანახვა უზომოდ გვიხაროდა.

– ხელმრუდი ბავშვი თუ იყავი?

– ცამეტი წლის ასაკში ავსტრიაში ვიყავი, ვენაში. დიდ საკანცელარიო მაღაზიაში შევედი. ძალიან მომეწონა ერთი კალამი. ყველა გასაყიდ ნივთს თავისი შტრიხკოდი ჰქონდა მიმაგრებული და მათ შორის ამ კალამსაც, რომ არ მოეპარათ. ისე მაგრად მომინდა ეს კალამი მქონოდა, ავდექი, მოვაგლიჯე ეს შტრიხკოდი, ჩავიდე ჯიბეში და კართან რომ მივედი, „წავატორმუზე“. უცბად მივხვდი, ცუდ რამეს ჩავდიოდი და არ შემერგებოდა მოპარული ნივთი. იმ მომენტში ეტყობა სინდისმა გაიღვიძა ჩემში (იცინის). უკან დავბრუნდი, ის შტრიხკოდი მივამაგრე ისევ და თავდაღუნული გამოვედი მაღაზიიდან. ამის შემდეგ მოპარვაზე აღარც კი მიფიქრია. ისე, გამოგიტყდებით და ბავშვობაში ბალი და ალუჩა კი მაქვს მეზობლებისთვის მოპარული. იცით, როგორი ხიფათიანი ბავშვი ვიყავი? ერთხელ მანქანამაც კი გამიტანა სკოლის წინ. ამას რომ ვამბობ, არ მიჯერებენ, რა მანქანამ გაგიტანა, ცოცხალი ხარო. არადა, მართლა ასე იყო. ფაქტობრივად, ხელახლა ამაწყვეს ექიმებმა. სკოლის წინ, მე და ჩემი მეგობრები გადავდიოდით ქუჩაზე. სხვებმა გადაასწრეს მანქანას, მე კი მის ქვეშ აღმოვჩნდი და მთელი ექვსი თვე ხელახლა მაწყობდნენ. თუკი სადმე რამე ძვალია, ყველაფერი მოტეხილი მქონდა, მთელი სახე ატყავებული. მანქანის ქვეშ რომ აღმოვჩნდი, სახეხზე ყველს რომ გახეხავ ისე გამხეხა. მერე მანქანა გადადგეს და ისე გამომათრიეს. მეშვიდე კლასში ვიყავი მაშინ. მაგარი ხიფათიანი ვიღაც ვიყავი. ერთხელ კი კედლიდან გადმოვვარდი.

– არ თქვა ახლა მთვარეული ვარო. რა გინდოდა კედელზე?

– ნახევრად გადანგრეული კედელი იყო. ბავშვები დაჭერობანა-დამალობანას ვთამაშობდით. იმ კედელზე ავბობღდი, გავიქეცი და უცბად, ჰაერში აღმოვჩნდი. დავებერტყე ძირს და ხელი მოვიტეხე. მოკლედ, ხომ გითხარით, თავიდან ბოლომდე, რობოტივით აწყობილი ვარ. (იცინის). ახლა კი სიცილით ვიხსენებ იმ ამბებს, მაგრამ მაშინ რა გამაცინებდა?

– ვიცი, ძალიან გეშინია ფრენის. ამ დროს სასმელიც ვერ გამხნევებს?

– ბავშვობის ასაკიდან მიწევდა თვითმფრინავით მგზავრობა და მინდა გითხრათ, რა ემოციაც პირველი ფრენისას მქონდა, ახლაც იგივეს განვიცდი. რა ვქნა, ვერა და ვერ დავძლიე ეს ფრენის შიში. ხომ ამბობენ, უნდა დალიო დამამშვიდებელი აბები ან სასმელი, რომ წყნარად იმგზავრო თვითმფრინავითო. მე კიდევ ვფიქრობ, სჯობს ფხიზლად იმგზავრო და ასე შეხვდე ხიფათს, თუ მოგელის, რასაკვირველია. იმასაც ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოვრება კადრებივით ჩაგირბენს თვალწინო. მეტი რაღა ექსტრემი და უბედურება მინდოდა, მანქანამ რომ გამიტანა და, მერწმუნეთ, არც გონება დამიკარგავს, არც ცხოვრებას ჩაუვლია კადრებივით და არც გვირაბის ბოლოს ჩანდა ნათელი. თვითმფრინავი რომ აფრინდება, შიშით მგონია, ვეღარ დაჯდება დედამიწაზე და ფეხს ვეღარ დავდგამ მიწაზე. სულ იმაზე ვფიქრობ ამ დროს, ნეტავ ვინმესთვის რამე ხომ არ დამიშავებია, ახლა არ მომეწიოს ცაში ცოდვები-მეთქი (იცინის). მერე მახსენდება, რომ თვითმფრინავში მარტო არ ვარ, სხვა ხალხიც ზის და ვმშვიდდები. მარტო ჩემი ცოდვები ხომ არ არის, ამათ რა დააშავეს, ჩემს ცოდვებზე რომ ზღონ-მეთქი.

– უცხოეთში ჩასული სასაცილო სიტუაციებში ხშირად ხვდები?

– ხშირად არა, მაგრამ მე და ჩემს დას დაგვემართა ერთხელ ისეთი რამ, ახლა რომ ვიხსენებთ, სიცილით ვიგუდებით. მოკლედ, ვენაში ვიყავით გასართობ ცენტრში და მაგარ სასაცილო-სატირელ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იქ იყო ტირი, სადაც ინდოელები მუშაობდნენ. არავინ მიდიოდა სათამაშოდ. ჩემი და ატყდა, გინდა თუ არა ვისროლოთო. მივედით, დაიწყო სროლა და ყველა მიზანში გაარტყა. მოგებულისთვის სამმეტრიანი სპილო იყო საჩუქარი-პრიზი. გადმოგვიღო ეს სამმეტრიანი სპილო. გაგვიხარდა. ამ დროს ინდოელმა გვანიშნა არ წახვიდეთო, დაიხარა და რაღაცის წერა დაიწყო. მიაწერა ერთი ნული, ორი ნული, სამი ნული ერთიანს. თურმე კი იგებ, მაგრამ ამ პრიზში საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდი. მაგრად „დაგვაგოიმა“. არადა, პოლიციისთვის რომ გამოგვეძახა, ის კი გაარკვევდა სიტუაციას, მაგრამ ეს ვერ მოვიფიქრეთ. უფრო სწორად, ვერ წარმოვიდგინეთ. მოკლედ, „აგვაგდეს“ ინდოელებმა და ჩვენც „ავვარდით“.

– მერე, რა ჰქენით, გადაიხადეთ იმ სამმეტრიან სპილოში სოლიდური თანხა?

– არა, რა სოლიდური თანხა. ჯერ ის სპილო გადავაცვლევინეთ ორ სათამაშოში. დავუყარეთ დახლზე რაც გვქონდა ფული, 250 შილინგი და „დავტყდით“. არ დამავიწყდება, მე სპილოს მოვათრევდი, ჩემი და თაგვს და გიჟებივით გავრბოდით. შუა ვენაში ასე უზარმაზარი სათამაშოებით დამნაშავეებივით დავრბოდით, ხალხი გაოცებულები გვიყურებდა, სად იშოვეს ამხელა სათამაშოები, ან რატომ გარბიან ასე თავქუდმოგლეჯილებიო (იცინის).

– გიორგი, პირველი ბახუსი თუ გახსოვს და როგორ გადაიტანე ეს მდგომარეობა? დაიწყო დედამიწამ აჩქარებულად ტრიალ-ბზრიალი შენს ფეხქვეშ?

– პირველი დალევა არასდროს დამავიწყდება. მეცხრე კლასი რომ დავამთავრეთ, ბანკეტი გადავიხადეთ კლასელებმა. არ მინდოდა დალევა, მაგრამ გადამეკიდნენ დალიე, დალიეო, მეც „ვიტრიპაჩე“ დავლიე და... დედამიწა დატრიალდა კი არა... რომ დაიწყო ტრიალ-ბზრიალი სწრაფ ტემპში, ვიფიქრე, ეს რა ხდება ჩემს ირგვლივ-მეთქი (იცინის). აი, „პახმელია“ კი არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს დალევის მერე. მეთერთმეტე კლასის პომპეზურ ბანკეტზე კი ჭიქა და თეფში კი არა, თამადაც კი ჰაერში დაფრინავდა, ისეთი ამბავი ხდებოდა. ატყდა სროლა შუა ქეიფის დროს და ვინ მაგიდის ქვეშ ხოხავდა, ვინ სკამის და ვინ ჰაერში დაფრინავდა, ვინ კიოდა, ვინ წიოდა და ვინ გარბი-გამორბოდა უზარმაზარ დარბაზში, კაცი ვერ გაიგებდა. უცხოები შემოვიდნენ და მათ ატეხეს სროლა. არც ერთი ფანჯარა არ დატოვეს მთელი. გვეგონა, მესამე მსოფლიო ომში მოვხვდით. (იცინის).

– შეყვარებულს სისულელე თუ ჩაგიდენია?

– რომანტიკული ადამიანი არ ვარ, მაგრამ სულელური საქციელი ნამდვილად მაქვს ჩადენილი გოგონას გამო. ერთხელ, გამოფენიდან სურათი მოვიპარე. უფრო სწორად, ფოტოხელოვანის გამოფენა იყო თეატრალური ინსტიტუტის ფოიეში, ჩემს მეგობარს ვთხოვე, ერთი გოგოს პორტრეტი კიდია იქ და იქნებ „გამიჩითო“-მეთქი. წავიდა და ცოტა ხანში, პიჯაკის შიგნიდან არ დააძრო ამ გოგოს ფოტო? (იცინის). ასე შემრჩა ფოტო, თუმცა მალე იმ გოგოს ფოტოს მოპარვას აზრი დაეკარგა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ეს ისტორია სასიამოვნო მოსაგონარად დამრჩა. ერთხელ მეგობარს გავყევით ბიჭები, გვთხოვა, საყვარელ გოგონას მინდა სერენადა ვუმღეროო. ჩემთან სახლში დავლიეთ ბევრი და წავედით. მთელი ღამე მოვიკალით ნასვამებმა სიმღერით თავი, მთელი კორპუსი შევყარეთ. ყველა ფანჯარაში აინთო შუქი, იმ ფანჯრების გარდა, სადაც მისი რჩეული ცხოვრობდა. ასე გვამღერა იმ ჩემმა მეგობარმა, ჩაგვატარებინა ნასვამებს კონცერტი კორპუსის წინ და დღესაც ვერ ვხვდები ვისთვის (იცინის).

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3