კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება მინერალების დახმარებით ადამიანის ხასიათის, მისი თვისებების გაგება და როგორ მოქმედებენ ისინი ზარმაც და მშიშარა ადამიანებზე

მინერალებს პლანეტის მეხსიერებას უწოდებენ, რადგან უამრავ ინფორმაციას იტევენ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანებს შეუძლიათ მინერალებთან ურთიერთობაში შესვლა, კონტაქტი. ამის შესახებ გვესაუბრება, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:

– ტყუილად კი არ უწოდეს მინერალებს პლანეტის მეხსიერება, მათი დახმარებით ბევრი რამის გაგება შეგვიძლია – როგორი წნევით წარმოიშვა, რა ტემპერატურა იყო პლანეტაზე, მისი წარმოშობისას გარშემო რა ქიმიური ელემენტები იყო. ზურმუხტი ისეთი მინერალია, რომ შეიძლება, ფეხიც კი დაადგათ და ვერ მიხვდეთ, რომ ასეთი ძვირფასია. საკმარისია, ის ცოტათი „გაფცქვნათ”, მონახოთ მისი წახნაგები, რომ ზურმუხტი ულამაზეს მინერალად იქცევა. მინერალებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ეს სხვაობა აისახება, როგორც პლანეტის მეხსიერება. პეტრე პირველს ჰქონდა უზარმაზარი მთის ბროლი და ის ისე გამოჭრეს, რომ მისგან სამოვარი გააკეთეს. მასში, როგორც ნამდვილ სამოვარში, ისხმებოდა წყალი, ნახშირით დუღდებოდა და იქიდან ჩაის მიირთმევდნენ. მაგრამ, მე ამაზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებდი, რომ არა ერთი დეტალი. პეტრე პირველმა აღმოაჩინა, რომ ვინც იმ ბროლის სამოვრიდან სვამდა ჩაის, ის ადვილად აჰყვებოდა და ეთანხმებოდა მას. ეს სამოვარი – დიპლომატი იყო და ნებისმიერ უცხო სტუმარს, რომელთანაც უნდოდა პეტრე დიდს რაღაც ხელშეკრულება, სავაჭრო გარიგების დადება, დიდი ამბით, მოიპატიჟებდა და ამ სამოვრიდან უმასპინძლდებოდა ჩაით. ეგვიპტეში ფარაონები სამკლავეებს ატარებდნენ, როგორც მათი ღირსების ერთ-ერთ ნიშანს. ამ სამკლავეებზე მაგრდებოდა ისეთი მინერალები, რომ მათი ამერიკულ „ცეერუსაც” კი შეშურდებოდა, თუ ფარაონი ქურუმების წინააღმდეგ რამეს მოიფიქრებდა, მინერალები ფერს იცვლიდა და ქურუმები ხვდებოდნენ, რომ მას მათ წინააღმდეგ არცთუ ისე კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა. ანუ, ამ მინერალებს არაჩვეულებრივი ფუნქცია ჰქონდა ეგვიპტეში – ასე ვთქვათ, „ჟურნალისტები“ იყვნენ.

– რომელი მინერალები იყო?

– თხუთმეტზე მეტ მინერალს იყენებდნენ ასეთ დროს. მათ მინერალების მიმართ კიდევ ერთი უჩვეულო მიდგომა ჰქონდათ. მინერალებს ისინი მზისა და მთვარის მინერალებად ჰყოფდნენ. მზის მინერალები უნდა ყოფილიყო მოყვითალო, მოწითალო ანუ, იმ სპექტრის ფერების, რომელიც მზეს აქვს. მეორე იყო მთვარის მინერალები, რომელშიც შედიოდა, რა თქმა უნდა, მთის ბროლიც. ძველმა ეგვიპტელმა იცოდა, რომ მთის ბროლი მთვარის მინერალია და მას სურდა, ის მზის მინერალად გადაექცია, რადგან მისი ხმარება სწორედ მზის მინერალად სჭირდებოდა. ანუ, მარჯვენა ხელი იყო მზისა, მარცხენა კი – მთვარის. მას უნდოდა, მარჯვენა ხელი გაეძლიერებინა და მასზე გაეკეთებინა მთის ბროლი, მაგრამ ვერ გადმოიტანდა, რადგან თეთრი იყო, ანუ მთვარის. მაშინ ის ამ მინერალს, სპეციალურად, ცომში ამოვლებულს ხარშავდა თაფლში. 9 დღის შემდეგ, მას გახსნიდნენ და ულამაზეს, თაფლისფერ მთის ბროლს იღებდნენ. ანუ, მთის ბროლს „ღებავდნენ” და ის უკვე მზის მინერალი ხდებოდა. მაგრამ, პირდაპირი გაგებით ეს არ იყო შეღებვა, მასში კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ელემენტი შედიოდა – თაფლი, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. მთის ბროლიც თვისებებს იცვლიდა, რადგან ის უკვე მზის მინერალი ხდებოდა. შემდეგ კატეგორიას განსაზღვრავდა, ის, თუ რად ჰქონდათ წარმოდგენილი მითოლოგიურად ესა თუ ის მინერალი. ზურმუხტი წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორც უხსენებლის, გველის მწვანე შხამი. როდესაც დღეს, გველის შხამს ვახსენებთ, ეს რაღაც უწმინდურსა და საშინელს უკავშირდება. მაშინ კი ამაში სხვა აზრი იდო – გველის ხვეული სიბრძნის ნიშანი იყო. ამიტომ, ზურმუხტიც უბრალოდ, გველის შხამს კი არ ნიშნავდა, არამედ – სიბრძნის იმ კატეგორიას, რომელიც თავისი ფერით ყველაზე მეტად ადამიანის გულს ერგებოდა. ზურმუხტის ფერი – ეს იყო გულის ფერი. მესამე უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ – მინერალები თავისი ისტორიით. არსებობდა მინერალები, თაობიდან თაობაზე რომ გადადიოდა და თან, დიდი სამსხვერპლო მიჰქონდათ. ასეთ მინერალებს ზოგჯერ დაწყევლილს ეძახდნენ, ზოგჯერ კი, ასეთი გამოთქმა ჰქონდათ – მპოვნელმა იპოვოსო. ასე რომ, მინერალების მიმართ ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული საკითხია: მინერალი – რიტუალში, მინერალი – ოქრომჭედლობაში, ხატის მოჭედვაში, მინერალი – ხმლისთვის, ზარებისთვის. ამ შემთხვევაში სხვადასხვა მინერალები გამოიყენებოდა და მათ მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა.

– დღეს, ალბათ, ამას არავინ ითვალისწინებს.

– თანამედროვეობაში წინ წამოიწია რეკლამური ტიპის უცნაურობებმა. როდესაც, ვინმე ჩემთან მოდის, მას აინტერესებს, ესა და ეს მინერალი ამა და ამ ავადმყოფობას არჩენს თუ არა, გადააქვს თუ არა ისეთი საშინელი ავადმყოფობა, როგორიც კიბოა და ასე შემდეგ. ან, თუ მინერალი ფერს იცვლის, მაშინ, ეს უბედურების მომასწავებელია. მაგრამ, ამ ქვეყანაზე, იმდენი რამით არის ეს ხალხი დაშინებული, მინერალით რატომ უნდა დავაშინო. ამიტომ, სულ ვამბობ, მინერალი ფერს იცვლის 44 შემთხვევაში. მაგალითად, მინერალი ფერს იცვლის ზარმაც ადამიანზე. ასე რომ საკმარისია, გაუკეთო ეს ადამიანს და მიხვდები, მას ისევ უზარმაცია.

– რომელ მინერალებს გულისხმობთ?

– ესენია: ამაზონიტი, ლაჟვარდი, ლაზურიტს რომ ეძახიან. არის ასევე, მინერალები, რომლებიც მშიშარა ადამიანებზე იცვლის ფერს. ასე რომ, მინერალებით ადამიანის თვისებათა გაგებაც შეგვიძლია. ასევე, გავრცელებულია შეხედულება, რომ თუ მინერალი გატყდა, ეს ცუდი ნიშანია. მაგრამ, მე მინდა, ყველა დავაწყნარო, რომ ამასთან აღნიშნულ მოვლენას არ აქვს კავშირი. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ყველაფერი დაემთხვეს და ეს სულ სხვა ამბავია. აღსანიშნავია მინერალების – სამკურნალო თვისებებიც. ვიდრე ამ საკითხზე გადავალ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქართველების ორი ძალიან საინტერესო დამოკიდებულება მინერალებისადმი. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა, დიდ, უზარმაზარ სპილენძის ქვაბში ჩაასხამდნენ წითელ ღვინოს. ქრისტიანობამდე მას შავ ღვინოს ეძახდნენ და იყო სიბნელის, სამყაროს იდუმალების სიმბოლო. ქრისტიანობის შემდეგ, ის წითელი ღვინოა და ქრისტეს სისხლად მიიჩნევა. თვითონ ქვაბი იყო მზის სიმბოლო, ანუ სპილენძი. მასში ესხა ღვინო და თუ ძეს, ანუ ბიჭუნას ჩაუშვებდნენ, იმის მიხედვით, როგორი შეძლების ოჯახი იყო, მასში დებდნენ კაჟის ქვას. ჩვენ გამოთქმაც შემოგვრჩა – კაჟივით ბიჭიაო. თუ ცოტა შეძლებული იყო ოჯახი, მაშინ ალმასსაც ჩაუგდებდნენ ხოლმე და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ამ დროს, გაახურებდნენ ცხენის ნალს და ღვინოში დებდნენ, თანამედროვე სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო – ინგალაცია, რომელსაც პატარა შეისუნთქავდა. ამ ყველაფრის მეორე სიმბოლო კი ის იყო, რომ ბავშვი მომავალში მხედარი უნდა ყოფილიყო. შემდეგ ცხენის ნალს ამაგრებდნენ კარზე და ეს არ იყო მხოლოდ ბედნიერების სიმბოლო – ეს იყო ქართველი ვაჟკაცის, ანუ იმ კარ-მიდამოს მცველის სიმბოლო.

– რა ხდებოდა გოგონას დაბადების შემთხვევაში?

– გოგონას შემთხვევაში, ისეთივე ქვაბში ასხამდნენ ღვინოს, მაგრამ შიგ დებდნენ გიშერს, რომ გოგონა ავი თვალისგან დაეცვა. ასევე ქვაბში აგდებდნენ მთის ბროლს, რომ გოგონა მთის ბროლივით წმინდა ყოფილიყო.

– შემდეგ, ამ ყველაფერს ინახავდნენ? გიშრის ტარებაც აქედან ხომ არ მომდინარეობს?

– რა თქმა უნდა, ინახავდნენ და გიშრის ტარებაც აქედან მომდინარეობს, უბრალოდ, ჩვენ დავივიწყეთ ამ რიტუალების წინა მნიშვნელობები და გვგონია, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. ხახულის ხატზე მინერალების განლაგება ისეთია, რომ შეიძლება ადამიანმა ამ თემაზე ცალკე სადოქტორო დისერტაცია დაიცვას. ეს არის უჩვეულო განლაგება და ძალიან საინტერესოდ შერჩეული მინერალები. ყველა მინერალი უნდა ყოფილიყო სამკურნალო, მინერალი უბრალოდ, ხატზე არ იქნებოდა. კიდევ ერთი საოცარი თვისება, რომელიც ქართველებს ჰქონდათ, ეს იყო ხატის მოოქროების წესი. ასეთი წესი მსოფლიოში არავის ჰქონია. საერთოდ, ოქროსა და ვერცხლს შორის, ყოველთვის არის გარკვეული წინააღმდეგობა. ეს მინერალთა ჭიდილია. მინერალები, რომ დაალაგოთ და განავითაროთ შეგრძნებები, დაინახავთ, რომ ერთ მინერალს მეორე უყვარს, მეორეს არ უყვარს – მესამე, მესამე – მეოთხეს ვერ იტანს და ასე შემდეგ. ადამიანი მინერალთან უნდა შევიდეს კონტაქტში. თუ მას უყვარს ეს მინერალი და მასთან კონტაქტში შედის, მაშინ, მინერალი ძალიან ბევრ რამეს უამბობს, რადგან საოცრად კეთილია. ერთ-ერთ მოსწავლეს ვაჩვენე მინერალი და ვერ გამოიცნო. მე სპეციალური აპარატურა მაქვს და მან გაბრაზებული რხევა შექმნა. ანუ, დაფიქსირდა, რომ ის მინერალი, რომელიც ვერ ამოიცნო ჩემმა მოწაფემ, მას გაუბრაზდა. მაშინ ვკითხე – კი, მაგრამ რით გააბრაზე ეს მინერალი, ნაწყენი რომ გიყურებს-მეთქი. რა მინერალიო. ესა და ეს-მეთქი და მპასუხობს – უი, მაგან ჩამჭრა გამოცდაზეო. რა თქმა უნდა, მინერალმა კი არ იცნო, უბრალოდ, მისმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა ეს და მათ შორის საოცარი კონტაქტი დამყარდა. თუ მინერალს მიაგდებთ, აღარ მოიკითხავთ, მას ეწყინება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგან ადამიანურ ტექსტებს ვიყენებ, მაგრამ სინამდვილეში, მართლაც, ასეთი ვიბრაციული კატეგორიები ჩნდება. მინერალი არასდროს გაპატიებთ, თუ მას შეურაცხყოფა მიაყენეთ. ერთხელ, ნოოსფეროს ლექციაზე წავიღე მინერალები, ძალიან კარგი, კეთილი მინერალები, და ეს ჩემმა აპარატმაც აჩვენა. მე ის მინერალები ვცემე და თქვენ წარმოიდგინეთ, ისე გაბრაზდნენ, რომ ერთი კვირის შემდეგ, ძლივს შემოვირიგე. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი ვაგებით არ ხდება, მე უბრალოდ, ეს ყველაფერი ადამიანური ტექსტებით გადმომაქვს. მაგრამ, ამ სამყაროში, იმდენია დაფარული, უჩვეულოდ საინტერესო, რომ საკუთარ თავს შეგვიძლია იმის უფლება მივცეთ, რომ მინერალებს ისე ვესაუბროთ, როგორც ცოცხალ ადამიანებს. ეს ცოცხალი დამოკიდებულება აუცილებელია, რადგან არავინ იცის, რა არის სიცოცხლე. ამიტომ, ერთადერთი ახსნა სიცოცხლის, არის ის, რომ ის სიყვარულია. შესაბამისად, თუ გიყვარს მინერალი, ესე იგი, მას როგორც ცოცხალს, ისე უნდა მოექცე.


скачать dle 11.3