კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხერხით ხდება ფულის მოზიდვა და როდის ჯობია ვალის აღება და დაბრუნება

ჩვენ გარშემო ყველაფერს აქვს ენერგია და, ეს, რასაკვირველია, ფულსაც ეხება. მას უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ, უფრთხილდებიან, მაგრამ, არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან, ჭმუჭნიან, ჯიბეში იკუჭავენ. ის, ვინც ასე უდიერად იქცევა, მას ფული არასდროს გაუჩერდება ჯიბეში.

ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, ლამაზადაც კეცავს და ხშირადაც ითვლის.

ფულს აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა მხოლოდ, როგორც მასზე იტყვიან ხოლმე, „ხელის ჭუჭყი“, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება.

ასევე, ხდება ფულის ენერგიის დასუსტება. მაგალითად, თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე, ან, ტრაბახობთ რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს. შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და დაანახვეთ მთვარეს – ამით მას უფრო მეტად ასიამოვნებთ და მოიზიდავთ. არ გირჩევთ, მისი განკარგვა სხვას მიანდოთ, რადგან ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ თანხაზე – ეს შავი დღისთვის მაქვს გადანახულიო, არც სხვას დაათვლევინოთ ის. თუ თქვენს ფინანსებს სხვას ანდობთ და მას დაათვლევინებთ, ჩათვალეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, არსებობს გარკვეული წესები ფულთან მიმართებაში, რომელიც ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და დაიცვას ის. მაგალითად, ფული არ ისესხოთ უცნობი ადამიანისგან, ჯობია, ის ახლობელს გამოართვათ. ამით მისი ენერგეტიკა ოჯახში იტრიალებს და მის დაბრუნებას მალევე შეძლებთ. გარდა ამისა ის შენარჩუნდება თქვენს საგვარეულოში და მალე შეძლებთ მის გასტუმრებას, მაგრამ, თუ უცნობისგან ისესხებთ ფულს, ამით მისი საგვარეულოს ენერგეტიკა შემოგაქვთ სახლში. არ არის გამორიცხული, ამ ფულმა პრობლემები შეგიქმნათ როგორც თქვენ, ასევე თავად გამსესხებელს. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ თანხის დაბრუნების დროს, მას გაჰყვეს თქვენი ოჯახის საგვარეულო ენერგია, რაც მომავალში უფულობას გამოიწვევს.

ფულის სესხება კარგია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი ჯობია სავსე მთვარის შემდეგ. ასევე, ფული ისესხეთ დღისით, მზის ჩასვლამდე, რომ მერე მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.

კარგია, თუ საფულეში თილისმად ატარებთ ერთდოლარიანს, ერთლარიანს, ერთთეთრიანს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფულის ერთ კუპიურას.

ფულთან დაკავშირებით ოდითგანვე არსებობს ოქროს წესები, რომლებსაც ჩვენი წინაპრებიც იცავდნენ. ეს წესები კი ზუსტად ჯდება ასტროლოგიურ პარამეტრებში და მათი დაცვა, ერთგვარ პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანს. ასე რომ, თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, ადვილად მისახვედრია, რომ ჩვენი მამა-პაპა კარგად ერკვეოდა ასტროლოგიურ მეცნიერებაში.


скачать dle 11.3