კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროკავშირი იპოთეკის ახალ წესებს შემოიღებს

ევროკავშირის ქვეყნების მცხოვრებლებს, რომლებსაც იპოთეკური კრედიტის მიღება სურთ, მოუწევთ დაამტკიცონ, რომ გადახდისუნარიანები არიან. ასეთი მოთხოვნები დაწესდება ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რომელიც ფინანსურ საკითხებში ევროკომისარმა მიშელ ბარნიემ შეიმუშავა და გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიზანი ისეთი კრედიტების გაცემაზე კონტროლის დაწესებაა, რომლებიც იპოთეკურ ბაზარს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ირლანდია. ირლანდიურ ბანკებს, დიდი მოცულობით იპოთეკური სესხების გაცემის გამო, დიდი პრობლემები შეექმნათ. ევროკომისიის აზრით, ევროკავშირის ქვეყნებში ვალის გამცემები და კრედიტორები საკრედიტო ბუმის პერიოდში ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ „იოლი” ფულის გაცემის დრო დასრულდებოდა. ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ნახევარზე მეტი სწორედ იპოთეკურ სესხებზე მოდის. ბარნიეს მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანი არა მხოლოდ კონკურენციის გაზრდაა, არამედ ვალის ამღებთა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებაც, რათა მათ არ აიღონ კრედიტი, რომლის გასტუმრებაც არ შეუძლიათ. კანონპროექტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოიწონონ, შემდეგ კი ევროპარლამენტმა დაამტკიცოს.


скачать dle 11.3