კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე სკანდალური მილიარდერი იაპონიაში და რა აკავშირებს მას „იაკუძასთან“

იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ, ცუნამიმ და „ფუკუშიმა 1-ის” ატომური ელექტროსადგურის ავარიამ, მსოფლიო ეკონომიკასა და კერძოდ, აზიურ ფინანსურ ბაზარს უდიდესი ზიანი მიაყენა. ასობით მილიარდი დოლარის ზარალი და ჯერაც გაურკვეველი მომავალი, – ასეთი სურათია დღეს იაპონურ ბიზნესში, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოს სავაჭრო სფეროში. აღსანიშნავია, რომ „ფორბსის” 2011 წლის მილიარდერთა რეიტინგი 10 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო დამანგრეველი მიწისძვრა, მეორე დღეს, 11 მარტს მოხდა. ოფიციალურად, უცნობია, თუ რა გავლენა იქონია ტრაგიკულმა მოვლენებმა იაპონელი მილიარდერების მრავალმილიარდიან კაპიტალზე. ამიტომ, გთავაზობთ ყველაზე მდიდარ იაპონელ ბიზნესმენთა ჩამონათვალს, როგორც ეს ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

მასაიოში სონი – 8,1 მილიარდი დოლარი

53 წლის მასაიოში სონი ყველაზე მდიდარი და ამავე დროს, ყველაზე ცნობილი იაპონელი ბიზნესმენია. დღესდღეობით, იგი ყველაზე მსხვილი კომპიუტერული უზრუნველყოფის დისტრიბუტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელია ამომავალი მზის ქვეყანაში. სონის, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული განათლება, „ფორბსის” რეიტინგში 113-ე ადგილი უკავია. იგი ინტერნეტ-კომპანიებში ინვესტირებით არის ცნობილი. 1996 წელს მან „იაჰუში” მილიონი დოლარი დააბანდა, რომელიც შემდგომში 3 მილიარდ დოლარად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მასაიოში სონი აქტიურად ეხმარება მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას. სულ ახლახან, ის ქალაქ ტამურას ესტუმრა, რომელიც „ფუკუშიმა 1-ზე” მომხდარი ავარიის გამო, ყველაზე მეტად დაზარალდა. სონიმ მზადყოფნა აღუთქვა ქალაქის 1 200-ვე მცხოვრებს, რომ მათ ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს ქალაქ ტაკეოში, თავის მშობლიურ მხარეში. ასევე, ერთი წლის განმავლობაში ცხოვრებისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა ხარჯს დაუფარავს. გარდა ამისა, სონის თქმით, ის მზად არის ყველა დაზარალებულს სრულიად ახალი „აიფონები” აჩუქოს.

ტადაში იანაი – 7,6 მილიარდი

დოლარი

ტადაში იანაი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბიზნესმენად მიიჩნევა. მის მფლობელობაშია ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი „უნიკლო”, რომლის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიაში. მისი პროდუქციის 90 პროცენტი ჩინეთიდან არის იმპორტირებული. თუმცა, ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ახლო მომავალში იგი ევროპული ბაზრის ათვისებასაც შეუდგება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში უკვე გახსნილია „უნიკლოს” 50 ბრენდ-მაღაზია. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში იანაიმ, ტრაგედიიდან მეორე დღეს, ერთი მილიარდი ამერიკული დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, მისმა კომპანიამ 8 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გადაუგზავნა მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ მოსახლეობას.

აკირა მორი – 6,8 მილიარდი დოლარი

აკირა მორი სამშენებლო კომპანია „მორი თრასთის” პრეზიდენტია, რომელიც საოფისე და საცხოვრებელ ფართებს ფლობს ტოკიოს ცენტრალურ უბნებში. მას ეკუთვნის 17 სასტუმრო კომპლექსი იაპონიის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, რამდენიმე წლის წინ გახსნილი ფეშენებელური „კონრად ტოკიო”. კომპანია „მორი თრასთი” აკირას მამამ, ტაიკიჩირო მორიმ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოაყალიბა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მას აკირას უფროსი ძმა, მინორი ხელმძღვანელობდა. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრით დაზარალებულების დახმარების ფონდში მორიმ ჯერჯერობით 250 ათასი დოლარი გადარიცხა.

კუნიო ბუსუჯიმა – 5,9 მილიარდი დოლარი

ბუსუჯიმა იაპონური კომპანია „სანკიო კოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დამაარსებელია. კომპანია სათამაშო აპარატების წარმოებით არის ცნობილი და 1966 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მიერ წარმოებული სათამაშო აპარატები – „პანჩიკო” დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა და აზიის რეგიონში. სხვადასხვა მონაცემებით „პანჩიკოთი” გატაცებული ადამიანები სათამაშო სალონებში თვეში საშუალოდ 20 ათას იენს ხარჯავენ. 86 წლის კუნიო ბუსუჯიმას „ფორბსის” 2011 წლის რეიტინგში 169-ე ადგილი უკავია.

ჰიროში მიკიტანი – 5,6 მილიარდი დოლარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ჰიროში მიკიტანი იაპონიაში ყველაზე მსხვილ ინტერნეტ-მაღაზია – ონლაინ-აუქციონ „რაკუტენის” მფლობელია, რომელზეც, უკანასკნელი მონაცემებით, 50 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. 46 წლის მიკიტანის „ფორბსის” რეიტინგში 182-ე პოზიცია უკავია და იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა იაპონელი მილიარდერია.

ჰიროში იამაუჩი – 4,6 მილიარდი დოლარი

83 წლის ჰიროში იამაუჩი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწარმეა, რომელმაც ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ წამოიწყო. იგი კომპანია „ნინტენდოს” მესამე პრეზიდენტი იყო და მას 1949 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის პოსტის დატოვების მიუხედავად, ჰიროშიმ თავის საკუთრებაში დაიტოვა კორპორაციის აქციათა საბაზო პაკეტი. 2011 წლის მილიარდერთა რეიტინგში მას 232-ე ადგილი უკავია მსოფლიო მილიარდერებს შორის.

ტაკემიცუ ტაკიზაკი – 3,8 მილიარდი დოლარი

იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი – 65 წლის ტაკემიცუ ტაკიზაკი კომპანია „კეიენსე კორპორეიშენის” დამაარსებელი და პრეზიდენტია. 1974 წელს დაარსებული კომპანია გლობალური ორგანიზაციის სახელით არის ცნობილი, რომელსაც 15 ფილიალი აქვს გახსნილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, და 3 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებს აწარმოებს, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო პირობებში, ფარმაკოლოგიის, საავტომობილო წარმოებისა და ბიოტექნოლოგიურ სფეროში. ტაკიზაკის კომპანია მსოფლიოს ათას საუკეთესო კომპანიას შორის ფიგურირებს და ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ იაპონურ წარმოებადაა მიჩნეული.

ეიტარო იტოიამა – 3 მილიარდი დოლარი

69 წლის ეიტარო იტოიამა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ბიზნესმენია იაპონიაში. იგი ფლობს ნაციონალურ ავიახაზებს – „ჯალ” და ასევე, 50-მდე გოლფის მოედანს იაპონიის მთელ ტერიტორიაზე. მისი სკანდალურობა კი მისი სიმამრის სახელს უკავშირდება. ეიტარო იტოიამას მეუღლე ცნობილი იაპონელი განგსტერის, „იაკუძასთან” დაახლოებული პირის – რიოიჩი საზაკოის ქალიშვილია. ამ კავშირის გამო, მას არაერთხელ დასდეს ბრალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირში.

კაცუმი ტადა – 2,9 მილიარდი დოლარი

იგი დეველოპერული კომპანია „დაიტო ტრასტის” დამაარსებელი და მფლობელია. ტადა საოფისე და საცხოვრებელი ფართების შენება-გაყიდვით არის დაკავებული და მისი კომპანიის წლიური მოგება 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. გარდა მშენებლობისა, ტადას გახსნილი აქვს იშვიათი იაპონური ჯიშის სოკოს – „შიიტაკეს” ფერმები, რაც დამატებით შემოსავალს სძენს მის ქონებას.

მასაჰირო მიკი – 2,7 მილიარდი

დოლარი

„ფორბსის” რეიტინგში 420-ე მილიარდერი – მიკი ცნობილ იაპონურ ფირმას „ABC-მარტს” ფლობს, რომელიც ფეხსაცმელების ყველაზე მსხვილ გამყიდვლად ითვლება იაპონიაში. ის ექსკლუზიური კონტრაქტით თანამშრომლობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბრენდებთან. თუმცა, „ABC-მარტი” თვითონაც კერავს ფეხსაცმელს. კომპანიას მაღაზიათა ქსელი იაპონიის გარდა, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგსა და ტაივანშიც აქვს.


скачать dle 11.3