კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ არის ძრავას კაკუნი საშიში და რა შემთხვევაში ინთება ავტომობილში „ჩეკი“

სერვისების კომპიუტერიზებული ტექნიკის, კვალიფიციური ხელოსნებისა და სხვა კომფორტების მიუხედავად, მძღოლებს მაინც გვიწევს, საკუთარ ავტომობილთან მუნჯი შვილის დედის როლი შევითავსოთ და თავად მივუხვდეთ სატკივარს. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე სწორედ ამ პრობლემებზე გვესაუბრება: მართალია, სხვადასხვა ავტოსერვისს უკვე აქვს იმის ტექნიკა, რომ სულ რამდენიმე წუთში, როგორც ექიმმა, ისე დაუსვას დიაგნოზი თქვენს ავტომობილს, მაგრამ, მგონია, რომ ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში სწორი დიაგნოზის გამოცნობა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „ამოაგდოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული, რასაც ის ადვილად ამჩნევს. თუ ჩვენმა ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი” – „ჩეკ ენჯინი” ანუ წითელი ნათურა, რომელზეც ძრავა ანთია ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ”, მაშინ კომპიუტერი პრობლემას „მაშინვე უპრობლემოდ” აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აინთო, სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის სატკივარის გამოცნობა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. მაგრამ, რა ქნას კომპიუტერმა მექანიკური დეტალების შემთხვევაში? ვერაფერი. მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს და აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძრავას რაღაც ხმები აქვს, ან სავალი ნაწილი ახმაურდა, მით უმეტეს, თუ არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა საწვავის ხარჯვას მოუმატოს, მაგრამ, ვერც ამ დროს ამოიცნოს კომპიუტერმა პრობლემა. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, მცდარია ის თუ არა, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს.

– ამ შემთხვევაში რა ხდება?

– სერვისში უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს მონაცემთა ბაზას. თუ, ვთქვათ, კონკრეტული მონაცემი არის ასეთი: ძრავა არის ცივი, ცივი ძრავის დროს კი მას კონკრეტული მონაცემები უნდა ჰქონდეს, თუმცა, რეალურად სხვანაირია, სპეციალისტი ამ დროს უნდა მიხვდეს, რა არის პრობლემა. ანუ, ნაჩვენები მონაცემებიდან დიაგნოზი მან უნდა დასვას. ყველა ავტომობილს ინდივიდუალური მონაცემები აქვს და ამის გასარკვევად წიგნებია საჭირო. მაგალითად, როდესაც ევროპაში კომპიუტერზე შესაერთებლად მიგყავს ავტომობილი, ხელოსანს გამოაქვს სპეციალურად იმ მოდელის წიგნი, სადაც წერია ყველა მონაცემი. თუ კომპიუტერი პრობლემას არ აჩვენებს და მხოლოდ მონაცემებს დაწერს, მერე უკვე ხელოსანი იწყებს წიგნში მოცემული და კომპიუტერის მიერ დაწერილი მონაცემების შედარებას. სენსორის მიერ სწორი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა კარგი კომპიუტერი, რომელსაც აქვს კარგი პროგრამა და საჭირო ლიტერატურა, ჰყავს კარგი ხელოსანი, ამ ყველაფრის დაზეპირება შეუძლებელია ერთ მოდელზეც კი. ვინაიდან ეს ლიტერატურა ძნელად ხელმისაწვდომია და საკმაოდ ძვირი ღირს, ამ დროს კი მანქანის კარგი დიაგნოსტიკა საკმაოდ იაფია, რთულია სწორი დიაგნოზის დასმა.

– დავუბრუნდეთ ისევ მექანიკურ დეტალებს.

– მექანიკური საკითხების შემთხვევაში დიაგნოზი ძალიან გამოცდილმა ხელოსანმა უნდა დასვას. შეიძლება პრობლემა ერთი შეხედვით სხვა იყოს, მაგალითად, ხმა ჰგავდეს სხვა დაზიანების ხმას, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ხმებს შორის უმცირესი განსხვავებაც კი შეამჩნიოს, ხელოსანს ძალიან კარგი სმენა უნდა ჰქონდეს. ყველაზე პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან: როდესაც დიაგნოზი ძალიან მარტივია, თუ აწყობს ხელოსანს, პრობლემას გაართულებს, თუ არა და – თავიდან მოიშორებს. ძრავადან კაკუნის ხმა მძღოლს ყველაზე მეტად აფრთხობს. ასეთ დროს ერთ შემთხვევაში ხელოსანი ამბობს, რომ ეს არის „კლაპნების” ზემოთა დეტალის, ეგრეთ წოდებული „ტალკატელების” ხმა, რომელიც ავტომობილისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ხმაა და მეტი არაფერი; მეორე შემთხვევაში კი ამბობს, რომ „სტუკია”. ანუ ძრავს ქვემოთ, მუხლა ლილვთან აქვს პრობლემები, რომლის გამოც შეიძლება ავტომობილი მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან. ასეთი ავტომობილის განძრევაც არ შეიძლება, ის სასწრაფოდ უნდა დაიშალოს და დეტალის გაჩარხვას, ეგრეთ წოდებული „ვკლადიშების” შეცვლასა და აწყობას მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.

– ამ დროს როგორ შეიძლება განასხვავოთ ხმა?

– ხმები რეალურად საკმაოდ განსხვავებულია. ტაქსომეტრით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, სხვადასხვა ბრუნის დროს და პირიქით, გაზის გაშვების დროს, სულ სხვადასხვა ხმა ჰქონდეს. ამას გავარჯიშებული ყური სჭირდება და წერილობით მისი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ, გარდა ამისა, არის ქმედებები: ძრავა „სტუკის” დროს სულ სხვანაირად მუშაობს. იგივეა სავალი ნაწილის პრობლემა. ავტომობილი მოხვევის, ღრმა ან, პირიქით, პატარა თხრილში ჩასვლის დროს, რაღაც ხმებს გამოსცემს. კომპიუტერი კი ამბობს, რომ ყველაფერი მწყობრშია. თუ ხელოსანიც ვერ პოულობს მიზეზს, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ: ავტომობილი, რომელიც ტანით არის აწეული და ბორბლები დაბლა აქვს, უფრო ცუდად ისინჯება, ვიდრე ავტომობილი, რომელიც ბორბლებიანად იწევა. თუ ბორბლების შემოწმება გვინდა, ავტომობილი ორივენაირად უნდა ავწიოთ. ერთი აწევის შემთხვევაში „პაჩებნიკისა” და სხვა ასეთი დეტალების შემოწმება შეგვიძლია, ხოლო ბორბლებიანად აწევის შემთხვევაში – სავალი ნაწილის. თუ ასეთი ამწე არ არის, ავტომობილი ხელოსანმა ორმოზე მაინც უნდა გასინჯოს.


скачать dle 11.3