კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მერკელი გერმანელების ნდობას კარგავს

გერმანიის ფედერაციის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებში პოპულარობასა და ნდობას კარგავს. ახალი რეიტინგის თანახმად, რომლის მიზანი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის გამოვლენა იყო, მერკელმა მხოლოდ მეექვსე პოზიცია დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი და ყველაზე სანდო პოლიტიკოსის ტიტული მოქმედი კანცლერის უმთავრესმა ოპონენტმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოიპოვა. გარდა ამისა, რეიტინგში მერკელის წინ მოექცნენ ყოფილი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრები: შტაინმაიერის თანამებრძოლი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან პეერ შტაინბრუკი და ვოლფგანგ შოიბლე. ექსპერტების აზრით, ბოლო პერიოდში მერკელის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვია მისმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ მუამარ კადაფის რეჟიმის მიმართ.

ჩეხეთის პრეზიდენტი საწერ კალმებს იპარავს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინიეროსთან შეხვედრის დროს საპროტოკოლო საწერი კალამი მიითვისა. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კლაუსი კალამს ხელში ათამაშებდა, რის შემდეგაც ხელები მაგიდის ქვეშ დამალა, ხოლო, როდესაც ხელები ისევ გამოაჩინა, კალამი უკვე ჯიბეში ედო. ეს ფაქტი ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა და ჩეხურმა ტელევიზიებმა საინფორმაციო გამოშვებებში რამდენჯერმე გაიმეორეს. პრეზიდენტის წარმომადგენლების თქმით, კლაუსს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან საპროტოკოლო კალმები მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის დროს ურიგდებათ, რის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, სამახსოვროდ დაიტოვონ საკანცელარიო ნივთი.

დაპატიმრებული და ჰოსპიტალიზებული მუბარაქი

ეგვიპტის ექსდიქტატორი, პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, შარმ-ელ-შეიხის ჰოსპიტალში მოათავსეს. ჰოსპიტალიზების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება. ეგვიპტელი ჟურნალისტების მტკიცებით, მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას მოწვევა მიუვიდა სასამართლო უწყებიდან, სადაც იგი უნდა დაიკითხოს ქვეყანაში მომხდარი არეულობების გამო. გარდა ამისა, საავადმყოფოში მუბარაქს პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ფაქტობრივად, დაპატიმრებულია და, როგორც კი დატოვებს საავადმყოფოს კედლებს, მას ციხეში მოათავსებენ, ისევე, როგორც მის ორივე ვაჟს – ალია და გამალ მუბარაქებს. შეგახსენებთ რომ, მასობრივი არეულობების დროს ეგვიპტეში 800-მდე ადამიანი დაიღუპა და მთავარ დამნაშავედ ამ საქმეში მუბარაქების საგვარეულო, კერძოდ კი, ჰოსნი და გამალ მუბარაქები სახელდებიან.

პრინცი უილიამის ქორწილისთვის ჯორჯ მაიკლიც ემზადება

სკანდალურად ცნობილი პოპ-შემსრულებელი ჯორჯ მაიკლი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით არის ცნობილი, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილისთვის სპეციალური სიმღერის მიძღვნას აპირებს. ამის შესახებ მომღერალმა „ტვიტერის” საშუალებით ამცნო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ეს იქნება მისი საჩუქარი სამეფო ოჯახისთვის. უცნობია, მოხვდა თუ არა ჯორჯ მაიკლი დაპატიჟებული სტუმრების სიაში, სამაგიეროდ, უკვე ცნობილი გახდა, რომ სტუმრებს შორის აუცილებლად იქნება სერ ელტონ ჯონი.

პუტინმა 5 მილიონი გამოიმუშავა

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 2010 წლის განმავლობაში 5 მილიონ 42 ათას 257 რუბლი გამოიმუშავა. რუსეთის მთავრობის შემოსავლების ამსახველი დოკუმენტაცია სამთავრობო ვებ-გვერდზე განთავსდა. დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ პუტინის საკუთრებაშია 77 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა და 1 500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. გარდა ამისა, პუტინის საკუთრებაშია „გაზის” მარკის ორი ავტომობილი და ავტომობილი „ნივა”, მისაბმელი „სკიფით”. ამავე დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ პრემიერის მეუღლემ, ლუდმილა პუტინამ, 2010 წელს ხელფასის სახით 146 ათას 201 რუბლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ პრემიერის შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება პრეზიდენტ მედვედევის 2010 წლის შემოსავალს, რომელიც სულ რაღაც 3 მილიონ რუბლს შეადგენს.


скачать dle 11.3