კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით აღმაშენებლის ძეგლთან ახალი საავტომობილო გვირაბი შენდება

თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ცოტა ხნის წინ სათადარიგო გზის მშენებლობა დაიწყო. საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად გავარკვიეთ, რომ ამ ადგილას ძალიან მალე ახალი საავტომობილო გვირაბი გაკეთდება. რისთვის არის საჭირო ეს გვირაბი და რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან მისი მშენებლობისთვის, ამ თემაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე შიოლაშვილი გვესაუბრება.

– ბატონო თორნიკე, რა არის ამ გვირაბის მშენებლობის უმთავრესი მიზეზი?

– ეს გვირაბი ითვალისწინებს გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიმავალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის განმუხტვას – გელოვანის გამზირიდან მიწის ქვეშ ჩავა პანდუსი და ამოვა აღმაშენებლის ხეივანზე. ეს იქნება შვება ქალაქიდან გამსვლელი ავტომანქანებისთვის, რადგან მათ აღარ მოუწევთ ძეგლთან არსებულ შუქნიშანთან გაჩერება, აღარ იქნება საცობები და სხვა მსგავსი სირთულეები. აღნიშნული გვირაბის სამუშაოების გახსნა ქალაქის მერმა მოახდინა.

– რამდენი იქნება გვირაბის სიგრძე?

– გვირაბის სიგრძე პანდუსებიანად იქნება 350 მეტრამდე. ამ ეტაპზე გელოვანის გამზირის ბოლოს დამატებითი გზის საყრდენი კედლის მშენებლობა და გვირაბის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს. 95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება. პანდუსი დაიწყება გელოვანის გამზირზე არსებულ სტადიონთან და დასრულდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიღმა.

– ეს გვირაბი მხოლოდ ქალაქიდან გამავალ ავტომანქანებზეა გათვლილი?

– დიახ, ეს გვირაბი გათვლილია მხოლოდ ქალაქიდან გამავალ კვანძზე, რადგან ძირითადად იქ არის ხოლმე პრობლემა. რაც შეეხება ქალაქში შემომსვლელ ავტომანქანებს, ისინი ისედაც თავისუფლად გადაადგილდებიან, არ იქმნება საცობები და ამიტომ ძველებურად დარჩება.

– ეს პროექტი რომელიმე უცხოური პროექტის ანალოგი ხომ არ არის?

– დიახ, ეს პროექტი მომზადდა უცხოური სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, ამ გვირაბს არ ექნება არანაირი განსაკუთრებული არქიტექტურა, რადგან ის არ არის რთული კონსტრუქციის გვირაბი. ეს გვირაბი გათვლილი იქნება დიდ დატვირთვაზე არსებული სტანდარტის შესაბამისად. ამჟამად დაწყებულია შემოვლითი გზის სამუშაოები, რათა, მოძრაობის პრობლემა არ შეექმნათ მოქალაქეებს – მათ თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება გვირაბის გვერდის ავლით.

– ესე იგი, გვირაბის მშენებლობა საავტომობილო მოძრაობას არ შეაფერხებს?

– ნამდვილად არ შეაფერხებს საავტომობილო მოძრაობას, რადგან, როგორც უკვე გითხარით, უკვე დაწყებულია შემოვლითი გზის მშენებლობა და, როდესაც გვირაბის მშენებლობა დაიწყება, მოძრაობას სხვა მიმართულებით გადავრთავთ და ამის შესახებ მოსახლეობას წინასწარ გავაფრთხილებთ.



– როდის დაიწყება ამ გვირაბის მშენებლობა და რა ვადებშია გათვალისწინებული მისი დასრულება?

– მშენებლობა მალე დაიწყება, ხოლო მისი დასრულება გათვალისწინებულია წლის ბოლოს. თუმცა, მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ ეს არის არქეოლოგიურად აქტიური ზონა – რამდენიმე ადგილას ჩვენ უკვე შეგვხვდა ძველი კულტურის ნაშთები და, ამიტომ წინასწარ ზუსტად განსაზღვრა, როდის დასრულდება გვირაბის მშენებლობა, ძნელია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად წავაწყდებით არქეოლოგიურ ნაშთებს. რადგან ამის გამო გვიწევს ხოლმე სამუშაოების დროებით შეჩერება.

– დაახლოებით რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ გვირაბის მშენებლობისთვის?

– ზუსტ პასუხს ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ, რადგან პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაძლოა, შევცვალოთ გვირაბის კონსტრუქციები. თუმცა, სავარაუდოდ, 7,5 მილიონი ლარი დაჯდება, ოღონდ, ეს მხოლოდ სავარაუდო თანხაა და შესაძლოა, ის საგრძნობლად შემცირდეს.

– რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ძეგლს, გვირაბის მშენებლობის პერიოდში რამე საფრთხე ხომ არ დაემუქრება მას?

– არა, რადგან ჩვენ უკვე ჩავატარეთ ამ ძეგლის გამაგრების სამუშაოები და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან გვირაბის მშენებლობა ძეგლს არ დააზიანებს. ეს გვირაბი ყველანაირად კომფორტული და მოსახერხებელი იქნება ყველასთვის და ქალაქიდან გამავალი ავტომანქანები თავისუფლად, ყოველგვარი საცობების გარეშე იმოძრავებენ.


скачать dle 11.3