კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1978 წლის 27 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვების ტარებას მირჩევთ?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ საკუთარ თავში განავითაროთ „ლომის“ და „ქალწულის“ ზოდიაქოს საუკეთესო თვისებები, ანუ უნდა იყოთ „ლომივით“ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, წარმოაჩინოთ ლიდერული თვისებები. ამასთან ერთად უნდა დაეყრდნოთ კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. „ქალწულივით“ უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყადრი და გადანაწილება უნდა შეძლოთ, ასევე, გაპიწკინებული, მოწესრიგებული, „უხალტურო“ მუშაკი უნდა იყოთ და, საქმე ზედაპირულობის გარეშე შეასრულოთ. იყავით მარტოხელა მებრძოლი. უნდა გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არის თქვენი კოსმიური მისია, რომლის შესრულების შემდეგ წარმატებებს აშკარად მიაღწევთ. რაც შეეხება ქვებს, კარგია ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი. ეს ქვები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 15 ივნისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ სფეროში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენ „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თქვენი კარმულ-კოსმიური მისია კი ის არის, რომ ხასიათში განივითაროთ „თხის რქისა“ და „ქალწულის“ ზოდიაქოს ნიშნის გაერთიანებული სასიკეთო თვისებები. ეს ორივე ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სტიქიას განეკუთვნება. იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფვული, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ამავდროულად, იყავით მაქსიმალისტი, გამოავლინეთ ორგანიზატორული თვისებები, პატივი ეცით ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, იერარქიულ სისტემას. გამოიჩინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს თქვენი სწორი ევოლუციური გზაა და კოსმიურ-კარმული მისია. რაც შეეხება წარმატების პროფესიებს, ესენია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე. ამ პროფესიებში წარმატების შანსი დიდი გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1961 წლის 24 ოქტომბერს. მაინტერესებს, საქმიანობის რომელ სფეროში მექნება წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები ჩემთვის. ასევე, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატების მომტანი ნამდვილად არ არის, თუმცა არც ცუდია. ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია: ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ და ავსტრია. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატების შანსი დიდია ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, ირლანდიაში, მექსიკაში, საბერძნეთში, ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, რუსეთში, თურქმენეთში, გერმანიიდან – საქსონიის მხარეში, ჩილეში, ყირგიზეთში, მაკედონიაში. თქვენი კოსმიური მისიაა ის, რომ გამოავლინოთ დადებითი თვისებები. იყოთ მეტად ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი, დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. დაამყარეთ ჰარმონიული ურთიერთობები ადამიანებთან. იყავით მაქსიმალისტი, მარტოხელა მებრძოლი. პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, იყავით მიზანსწრაფვული. დაასტაბილურეთ ცხოვრება. ეს თვისებები წინ წამოწიეთ, რათა შეასრულოთ კოსმიური მისია და მიაღწიოთ მეტ წარმატებას ცხოვრებაში. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია; სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, სადალაქო ინდუსტრია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარიები, რესტორნები და ასე შემდეგ. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებში: პოლიტიკის სფერო, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა.


скачать dle 11.3