კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სენშეყრილი NATO

არა მხოლოდ კარი არის ღია, არამედ შიგადაშიგ ნატო-საქართველოს კომისიაც იკრიბება ხოლმე. ასე მოხდა გასულ კვირასაც; მეტიც, ხსენებულმა კომისიამ ერთობლივი დეკლარაციაც მიიღო და, როგორც ჩვენმა ნომერ პირველმა დიპლომატმა შენიშნა, „ეს ისტორიული ფაქტია.“

ფაქტის ისტორიულობაში ეჭვის შემტანებს კი დეკლარაციის დეტალურად და გულისყურით წაკითხვისკენ მიუთითა. როგორც ჩანს, ბ-ნი ვაშაძის აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დანახვა, რომ ეს დოკუმენტი ჩვენთვის მომგებიანია (რაც გვაფიქრებინებს, რომ ნატოსაც ჩვენი კანონების სენი შეჰყრია, გულისყურით და უგულისყუროდ წაკითხვისას სხვადასხვა აზრს რომ გამოგატანინებს).

ასეა თუ ისე, ბ-ნი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ალიანსის პოზიცია ზუსტად, რეალისტურად და მომგებიანად არის საქართველოსთვის ფორმულირებული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აინტერესებს.“

უპირველესი დიპლომატის პათოსს არც ნატოში საქართველოს ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი ჩამორჩა და ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად ის დაასახელა, რომ „ამ ხარისხის დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით პირველად არის მიღებული“ (აბა, აქამდე რას აკეთებდნენ?!).

თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ნატოს დოკუმენტიც ბევრი მიუღია, სიტყვიერად მხარიც ბევრჯერ დაუჭერია (სხვათა შორის, კიდეც მოუთათუნებია), ხომ არ აჯობებდა, უკლებლივ ყველა ეს მხარდაჭერა და დეკლარაცია, თუ მთლად ნატოს წევრობაში არა, მაფში მაინც გაეცვალათ (იმის მიუხედავადაც, რომ მაფზე უკეთესი უკვე „დარტყმული“ გვაქვს)?!

ნატოელ მინისტრებს განსაკუთრებული მადლიერება ავღანეთის მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისადმი გამოუხატავთ. ამ პათოსს არც ქართული საერთო მაუწყებლები ჩამორჩნენ და ჩვენი სამხედროების ავღანური მისია ასე შეაფასეს: „დიდგორი ავღანეთშიო“. შესაბამისად, ბარი-ბარში ვყოფილვართ: ნატოც ზუსტად ისე გვიჭერს მხარს, რა დიდგორიც ჩვენ გვაქვს ავღანეთში.


скачать dle 11.3