კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლეიბორისტული“ კლასიკა

ანუ „კანონის ფარგლებში“

ის, რომ ქართველი ლეიბორისტები კეთილმოწყობილ (რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო პირობების კეთილმოწყობა მაქვს მხედველობაში) ჩინოვნიკთა და გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენთა კლასობრივი მტერია, კარგა ხანია, ქართული ლეიბორიზმის კლასიკაა. ჰოდა, რაკი არის, ბ-ნი ნათელაშვილის თანაპარტიელები, სავსებით ცხადია, თავკაცთან ერთად არცთუ იშვიათად სტუმრობენ ჩინოვნიკ-გაპოლიტიკოსებულების ფეშენებელურ სახლებს. გასულ კვირას „ლეიბორისტთა“ მახვილი მზერის ქვეშ ვიცე პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ბარამიძეც მოექცა. კერძოდ, ბ-ნმა ნათელაშვილმა ამ ჩვენი ბ-ნი ბარამიძის ბარათაშვილის ძეგლთან მდებარე სახლს „კორუფციის შედეგად შეძენილი“ უწოდა. ამ უკანასკნელმა კი არ დაიზარა და საკუთარი პრეს-ცენტრის მეშვეობით მახვილმზერიან ლეიბორისტებს შეუთვალა (მოვიხმობ ციტატას): „გიორგი ბარამიძის მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში საყოველთაოდ ცნობილია (უდავოა, ბ-ნი ბარამიძე პოლიტიკური თავმდაბლობით ვერ დაიკვეხნის), მათ შორის, ის საკუთრება, რომელსაც ის ფლობს, კანონის ფარგლებში არის საჯაროდ მრავალჯერ დეკლარირებული, რაც ყველასთვის ნათელს ხდის მის კანონიერ წარმომავლობას“ (მართალია, კონკრეტულად ბ-ნი ბარამიძის ქონებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არაერთხელ შემხვედრია, როდესაც ზოგიერთი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსის კანონის ფარგლებში დეკლარირებულ ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებში გასავალი შემოსავალს აღემატება ხოლმე).

მეტიც, ბ-ნი ბარამიძის პრეს-ცენტრი ბრალდების პოლიტიკურ ჭრილსაც შეეხო და მისი ქონებით დაინტერესებაში კრემლის კვალიც დაინახა („ამ ბოლო დროს განსაკუთრებული გააქტიურება იგრძნობა საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური ძალისა, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია და ხელისუფლების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოება“), ამიტომაც ბ-ნ ბარამიძეს მიაჩნია, რომ მისი ქონებით სწორედ იმიტომაც ინტერესდებიან, რომ ძალას არ იშურებს საქართველოს დასავლური ორიენტაციის გასაძლიერებლად და ევროპულად განსავითარებლად (თუ მისი ქონებრივი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, საკუთარი ცხოვრების წესითა და პირობებით დასავლურ სტანდარტებს არ ჩამორჩება, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ მოსახლეობაზე).

ვიტყვით თუ ვერა, პასუხი გვაგრძნობინებს, რომ: „ვამბობთ ვიცე პრემიერ-მინისტრს, ვგულისხმობთ დასავლურ ორიენტაციას“. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი, ჯერ ერთი, ბ-ნ ბარამიძეს ამ ღარიბ ქვეყანაში ქონება კანონიერად დაუგროვებია და, რაც მთავარია, გვარწმუნებს, რომ, „მიუხედავად უსაფუძვლო ცილისწამებისა, სანამ საშუალება ექნება, გააგრძელებს ამ გუნდთან ერთად ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“, უნდა ვივარაუდოთ, რომ კეთილმოწყობილ პირობებში ბრძოლა უფრო ეფექტიანი გამოუვა.


скачать dle 11.3