კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრეგვაძეების სტილში

„ვალები არის ჩემი გამხარებელი“

მართალია, ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, რაში დაიხარჯა მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ (ამჟამად კვლავ გაბანკირებული) ბ-ნი გურგენიძის ინიციატივითა და თაოსნობით აღებული 500 მილიონის ევრობონდები, მაგრამ, სამაგიეროდ, გვახსოვს, რომ ნარინჯისფერჰალსტუხიანი აწ უკვე ყოფილი პრემიერი გვარწმუნებდა, რომ ჩვენს გასაჭირს ბოლო მოეღებოდა (თუმცა, რეალურად, უფრო მის გასაჭირს მოეღო ბოლო, რაკი ბ-ნი გურგენიძე „ლიბერთი ბანკშია“ მოკალათებული). კი გვარწმუნებდა, მაგრამ, არც გასაჭირს მოღებია და, რაც მთავარია, მსგავსი ფორმისა და შინაარსის ახალი ვალიც ავიღეთ. ბ-ნი გურგენიძის კისრით აღებული 500 მილიონის გასტუმრება 2013 წელს უნდა დაგვეწყო (2013 წელს ვალების მომსახურებაში ორ მილიარდამდე ლარის გადახდა გვიწევდა), თუმცა, მთავრობამაც თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ძველს ახალი 2011-შივე შეაშველა.

მაგალითად, მოქმედი პრემიერი ბ-ნი გილაური ამ მოვლენას შემდეგნაირად განმარტავს: „საქართველოს ვალის პრობლემა საერთოდ მოეხსნა.“ „საერთოდ მოხსნაში“ კი ჩვენი მთავრობის თავკაცი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას გულისხმობს, რომ ვალის გადახდა 2021 წლამდე გადაგვივადეს. მეტიც, დასძენს, რომ გადავადების წყალობით, საქართველოსადმი ნდობა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთხელ აღინიშნა!

ხოლო, თუ ამ 500 მილიონის ათწლიან გადავადებას ციფრებში გადავიყვანთ, გამოვა, რომ, საერთო ჯამში, 345 მილიონით ზედმეტის გადახდა არ აგვცდება. თუმცა, ექსპერტების შენიშვნით, საქმე მთლად ციფრებშიც არ ყოფილა: 2013 წელი საარჩევნოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხარჯი გაეზრდება და, ამას რომ ვალის მომსახურების ორი მილიარდიც დამატებოდა, საქართველოს ვინ ჩივის, თვით ამერიკის უთვალავნულიანი ბიუჯეტსაც კი „მეზიმ ფორტე“ დასჭირდებოდა მოსანელებლად.

ხოლო, თუ ბ-ნი გილაურის დაუფარავ აღტაცებას გავიხსენებთ („საქართველოს ვალის პრობლემა საერთოდ მოეხსნა“), მაგრამ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, ვალის ოდენობა გაგვეზარდა და, რაც მთავარია, 500 მილიონის ათწლიანი გადავადება დამატებით 345 მილიონი დაგვიჯდება, სავარაუდოა, რომ ამ ჩვენი მთავრობის ამჟამინდელი თავკაცის თვალსაწიერი მთავრობაში საკუთარ ყოფნას არ სცილდება, დაახლოებით, ამ სტილში: „ხვალემ (ამ კონრეტულ შემთხვევაში, 2021 წლის მთავრობამ) იდარდოს ხვალისა,“ თუმცა, თუ ამ პოეტურ სტრიქონს პროზაულ ციფრებში გადავიყვანთ, პრემიერ-მინისტრის განწყობა ასეც შეიძლება გამოიხატოს: „ვალები არის ჩემი გამხარებელი“!


скачать dle 11.3