კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

„მედალპია“ – უკვე მსოფლიო ბრენდია

როგორ მოიპოვა ინგა ნიჟარაძის მიერ შექმნილმა მალამოებმა მსოფლიო აღიარება და რისგან კურნავს ის არაბ შეიხებს

ქალბატონი ინგა ნიჟარაძის შესახებ თბილისში წლების წინ ალაპარაკდნენ, მაშინ ის ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. ინტერესი მისი პიროვნების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ქალბატონი, რომელსაც საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, იძულებული გახდა, ფართო საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო. გავიდა დრო და დღეს მის მიერ დაარსებული „მედალპია”, სადაც უნიკალური მალამოებით უამრავ დაავადებას მკურნალობენ, უკვე მსოფლიო პატენტს ფლობს. ქალბატონი ინგას მიერ შექმნილი მალამოებით, რომლებიც რევოლუციურ სიტყვად აღიარეს, იკურნება ძვლებისა და ხრტილოვანი სტრუქტურების დაავადებები, კუნთის უჯრედების აღდგენა, კოქსართროზი, მენისკი და იოგები... ქალბატონი ინგა თავისი საქმიანობის არეალს მუდივად აფართოებს – თბილისში ძალიან პოპულარულია მის მიერ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული „რუჯის მალამო,” რომლითაც უმოკლეს ვადებში ისეთ ეფექტურ რუჯს მიიღებთ, თითქოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაატარეთ მთელი კვირა... ქალბატონმა ინგამ შექმნა მალამო, რომელიც ცვლის პლასტიკურ ქირურგიას – ამ მალამოს მეშვეობით ხდება დაბერებული კუნთის აღდგენა, რაც ადამიანს 15 წლით აახალგაზრდავებს. ეს არის რევოლუციური „ნოუ ჰაუ”, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროპამ, ახლა კი მთელმა მსოფლიომ აღიარა.

ინგა ნიჟარაძე: დღეს „მედალპია”, რომელიც ჩემს ერთგვარ ფსევდონიმადაც კი იქცა, უკვე მსოფლიო მასშტაბის პატენტს ფლობს. საქმიანობა შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მაქვს შემოთავაზებები ამერიკიდან, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, მაგრამ მე საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ ვაპირებ. მივდივარ ხოლმე გარკვეული პერიოდით, განსაკუთრებული პაციენტების თხოვნით და ისევ უკან ვბრუნდები. ცოტა ხნის წინ ვიყავი დუბაიში, ახლახან ჩამოვედი ლონდონიდან, სადაც ერთ ცნობილ ადამიანს ვუმკურნალე. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ალბათ, ამ პატრიოტული განცდის გამოხატულება იყო ისიც, რომ ჩემს კაბინეტს „მედალპია” ვუწოდე, ძალიან მინდოდა, რომ წინ წამომეწია სვანეთის თემა, რაც დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ჩემი მალამოები დაკავშირებულია ალპების მედიცინასთან, უშუალოდ კი – სვანეთთან. ეს კუთხე არის ალპური მცენარეების მდიდარი საბადო, რომლითაც ჩემი მალამოების უმეტესობაა დამზადებული, თუმცა, ვიყენებ სხვა რეგიონების მცენარეულ საფარსაც. ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა, მაძლევს საშუალებას, ვიმუშაო სხვა მიმართულებებით, თუმცა, ამას თქვენი მკითხველისთვის სიურპრიზად დავტოვებ (იცინის).

– თქვენ საკმაოდ ხშირად ხართ უცხოეთში, როგორც ვიცი, არაბ შეიხებს მკურნალობდით, ალბათ, ქართველი პაციენტებისთვის თქვენი მკურნალობა ხელმიუწვდომელია.

– მე ასე არ ვფიქრობ, ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი პაციენტია ჩვეულებრივი ქართველი, როგორც არაბი შეიხი, რომელსაც დაბერებული კუნთის აღდგენა და გაახალგაზრდავება პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გარეშე სურს (იცინის). როცა თბილისში ვარ, მე ვიღებ ყველა იმ პაციენტს, რომელსაც, მიმაჩნია, რომ ჩემი დახმარება აუცილებლად სჭირდება, თქვენ კარგად იცით, რომ ჩემს ქართველ პაციენტებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანიც არის, რომელთა ვინაობასაც არ ვასახელებ იმ ეტიკეტიდან გამომდინარე, რომელიც ექიმმა ყოველთვის უნდა დაიცვას. მე ყოველთვის შევეცდები, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ყველა ადამიანს, პირველ ყოვლისა – ჩემს ხალხს, მერე კი – ლორდებს და შეიხებს (იცინის).

ინგა ნიჟარაძის მიერ განკურნებულ ადამიანთა შორის, არის ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონი, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა, საკუთარი ისტორია გვიამბო:

– ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათ შორის, ვინც საქართველოში მენჯ-ბარძაყის იმპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა. ჩემი ოპერაცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა, წარმატებული იყო რეაბილიტაციის პერიოდიც და სამ თვეში ჯანსაღი ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ, არავის უთქვამს, რომ სხეულში ჩადებული მქონდა ნელი მოქმედების ნაღმი. საქმე ისაა, რომ ეგრეთ წოდებული „წებო-ცემენტი”, რომლითაც ინპლანტის ჩამაგრება ხდება, ნელ-ნელა არბილებს, ხრავს და აფუჭებს ჯანსაღი ძვლის სტრუქტურას. მე კი ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. გავიდა დრო და სამი მძიმე ოპერაციის გადატანა მომიხდა. ძალიან რთულ ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში მყოფი მივედი „მედალპიაში,” ქალბატონ ინგასთან და მთლიანად მივენდე მას. მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ინგამ „დაგეგმა”: ერთ თვეში ვიზუალურად აღქმადი ყველა ფიზიკური დარღვევა ალაგდა, მომეხსნა ტკივილები, სამ თვეში დავიწყე სიარული. წელიწად-ნახევრის შემდეგ გადაღებულმა რენტგენმა დაადასტურა უნიკალური მალამოებისა და „ჯადოსნური ხელების” ერთობლივი მოქმედების უნიკალური შედეგი. დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ქალბატონი ინგა ვერ ეგუება თავის პროფესიონალურ შესაძლებლობათა ზღვარს და მუდამ მზადაა დაუძლეველი პრობლემების დასაძლევად; უფრო მეტიც – ეს მისი ცხოვრების წესია!

„მედალპიას” მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მეთოთხმეტე კორპუსი. დარეკეთ წინასწარ, ტელეფონზე: 8-99- 55-68-71.


скачать dle 11.3