კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1840-იან წლებში, ამერიკა-მექსიკის ომში მექსიკელების მხარეს იბრძოდა ბატალიონი „ლოს პატრიკიოს“, რომელიც დაკომპლექტებული იყო ამერიკის მხრიდან რელიგიური მოსაზრებით მექსიკის მხარეს გადასული დეზერტირი ირლანდიელებით, ისინი წმიდა პატრიკის სახელით ერთმორწმუნე კათოლიკეების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

* ამერიკელმა უოლტერ ოსტერმეიერმა დააპატენტა ახალი მუნდშტუკი ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის. სიახლე გემოს მიმცემ დანამატებშია. დაკვრის დროს მუნდშტუკი მუდმივად უნდა სველდებოდეს ნერწყვით, რაც პირის გამოშრობას იწვევს. ახალი „გემრიელი“ მუნდშტუკი კი ნერწყვის გამოყოფის სტიმულატორიცაა.

* 1997 წლის აპრილში ფილიპინებზე გამოცხადდა პუნქტუალობისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის გახსნის ცერემონიაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა ერთი საათით დააგვიანა.

* ძმებ მონგოლფიერების საჰაერო ბურთის პირველი მგზავრები 1783 წლის 5 ივნისს იყვნენ მამალი, იხვი და ცხვარი. სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ დედამიწიდან დიდი მანძილით მოშორებული ცხოველები დაიღუპებოდნენ, მაგრამ ისინი ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდნენ. დაშავდა მხოლოდ მამალი – მას ცხვარმა ფეხი დააბიჯა.

* 1848 წლის მაისში ნიუ-იორკის ექვსი დიდი გაზეთის გამომცემლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ძალიან გაძვირდა ახალი ინფორმაციის მოპოვება და გადაწყვიტეს, დაეარსებინათ საერთო კანტორა, რომელიც ყველას მიაწოდებდა უახლეს საინტერესო ამბებს. ასე გაჩნდა „ასოშეითედ პრესის“ საინფორმაციო სააგენტო.

* ზამთრის სასახლისთვის პირველი ნათურები ჰერარდ ფილიპსის მიერ დამზადებულმა ჰოლანდიურმა ელექტრონათურების სახელოსნომ დაამზადა 1898 წელს.

* მეთვრამეტე საუკუნეში მოდაში შემოსულ ქოლგას ექიმები მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერდნენ და თვალების ანთების, თავბრუსხვევის, ეპილეფსიის, ციებ-ცხელების, დამწვრობისა და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ იყენებდნენ.

* ჩრდილოეთ ამერიკაში არის წმიდა ლავრენტის მდინარე. აღსანიშნავია, რომ მდინარეს იმ წმიდანის სახელი ჰქვია, რომელიც კოცონზე დაწვეს.

* ცნობილია შემთხვევები, როცა ყველაზე პატარა ამერიკული ფრინველი, კოლიბრი, ჭრიჭინების, კალიების, ბაყაყების მსხვერპლი გამხდარა. ვიქტორიანულ ინგლისში ერთხანს მოდაში იყო მათი ფიტულებით ოთახების მორთვა.


скачать dle 11.3