კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (160)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა!

სამწუხაროდ, ცხოვრება სავსეა უსიამოვნებებითა და სტრესებით, მაგრამ, თურმე, შესაძლებელია, მათ გავუმკლავდეთ:

1. თქვენი ემოციების გაკონტროლებაში იოგა დაგეხმარებათ: ასანთების (იოგას ერთგვარი ვარჯიშია) შესრულებით ისწავლით სწორად სუნთქვას, უკეთ შეიგრძნობთ საკუთარ სხეულს და მიაღწევთ ემოციურ წონასწორობას.

2. დაჯექით სავარძელში, დახუჭეთ თვალები და იდაყვები სახელურებზე დააწყვეთ, ხელის მტევნები კი ძირს დაუშვით. ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად. ხელები მოხარეთ იდაყვებში, შეკუმშეთ მუშტები და მოდუნდით. ნიკაპი დააჭირეთ მკერდს და ისევ მოდუნდით. ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად. წარმოიდგინეთ, რომ თბილმა ტალღამ დაგიარათ მთელ სხეულში. თვალები გაახილეთ. ეს ვარჯიში მოგიხსნით დაღლილობას.

3. თუ თავი აგტკივდათ, ან, უბრალოდ, დისკომფორტი იგრძენით, გადით აივანზე (ან დადექით ღია ფანჯარასთან), ისუნთქეთ ნელა და მაქსიმალურად ღრმად, თან, აუცილებლად რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.

4. თუ იგრძენით, რომ ენერგია გაკლდებათ, დაღლილი ხართ და მუშაობის თავი აღარ გაქვთ, არადა, უამრავი საქმეა სამსახურში გასაკეთებელი, ყლუპ-ყლუპად დალიეთ ლიმონიანი წყალი, ლიმონი კი კარგად დაყნოსეთ – მისი სურნელი გონებასაც გაგიხსნით და ენერგიითაც აგავსებთ.

5. თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, შეიძინეთ ნებისმიერი ჯიშის ლეკვი (რომლის მოვლაც უფრო გაგიადვილდებათ) და ჩათვალეთ, რომ თქვენმა პრობლემამ სამუდამოდ დაგიქნიათ ხელი.

6. სტრესის მოსახსნელად ორი გემრიელი საშუალება არსებობს: შოკოლადი და ნაყინი. ოღონდ, უმჯობესია, ისინი მონაცვლეობით მიირთვათ (კალორიები რომ არ დაიგროვოთ).

7. დაძინებამდე ერთი საათით ადრე მოიმზადეთ მელისას ფოთლების ჩაი: რამდენიმე ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10-15 წუთი გააჩერეთ (შაქარი არ ჩაყაროთ). დალიეთ ნელ-ნელა, მანამდე კი მისი არომატით დატკბით.

8. თუ უსიამოვნებები გაქვთ და ბევრი სანერვიულო შეგხვდათ, გადაერთეთ სხვა ადამიანებზე – სხვებზე ზრუნვა უფრო მსუბუქად გადაგატანინებთ პრობლემებს. დაიწყეთ მეგობრებსა და ახლობლებზე ზრუნვით, ან სულაც, შეგიძლიათ, რაიმე საქველმოქმედო ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა. უკიდურეს შემთხვევაში, იფიქრეთ: „ხომ შეიძლებოდა, უარესიც შემმთხვეოდა? ამიტომ, ამ პრობლემას სულ ადვილად გავუმკლავდები!” – და ეს მართლაც ასე მოხდება.

9. ძალიან ბევრს აწუხებს უძილობა და, როგორც ამბობენ, მთავარი წამალი მისი მიზეზის გარკვევაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა დაადგინოთ, რა გირღვევთ ძილის რეჟიმს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ წამლებს. ხომ შეიძლება, უბრალოდ, დღის რეჟიმი შეცვალოთ და ამით მოგიგვარდეთ პრობლემა?!


скачать dle 11.3