კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყავი ფრთხილად!

ჭორები, დიახ, სწორედ ეს „უწყინარი“ გასართობი, ენის მოფხანისა და დროის მოკვლის საშუალება ხდება ხოლმე ადამიანური ტრაგედიის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ჭორს საერთოდ აარიდოთ თავი, მაგრამ, ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ, ვისზეც არ ჭორაობენ, ის არ აინტერესებთ. ასე რომ, თუ ხართ მეტ-ნაკლებად ცნობილი და საინტერესო, შეეგუეთ იმას რომ, მინიმუმ, სამეზობლოს ჭორების ეპიცენტრში მაინც აღმოჩნდებით. ყველაზე ნაცადი და საიმედო ხერხი, წინ აღუდგე ჭორებს, არის ებრძოლო მას თავისივე იარაღით და აღარ მისცე გავრცელების საშუალება: არ აღშფოთდეთ, არ იჩხუბოთ და რაც მთავარია, არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ „შავი” „თეთრი” არ არის. დაეუფლეთ სიტუაციას. ჭორიკანასთან საუბარში იყავით აქტიური და ილაპარაკეთ ბანალური, არაფრისმთქმელი ფრაზებით. თქვენი მიზანია, დაღალოთ ის და გააქციოთ. არც მისცეთ ინფორმაცია და არც დამალოთ. არასდროს წარმოაჩინოთ თქვენი პერსონა იმად, რაც არ ხართ – არ არის საჭირო, მოშურნეები მოიმრავლოთ და ჭორის ახალი ტალღა ააგოროთ. თუ თქვენ მიმართ გაცხოველებული ინტერესია, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილეთ ის. გასაგებია, რომ მეზობლებთან ხშირად არ ტრიალებთ, ამიტომ მათ წრეში ჩაჯდომა და ლაქლაქი გაუმართლებლად მიგაჩნიათ, მაგრამ მათი მტრად გადაკიდება დაუშვებელია. როცა ჭორების ეპიცენტრში ხართ, არ დაივიწყოთ სიფრთხილის შესახებ. გაითვალისწინეთ: თუ თქვენ მობილიზებული იქნებით, თუ ჭორს ლოგიკურად და მშვიდად მიიღებთ და მას ჭკუას დაუპირისპირებთ, არაფერი დაგემუქრებათ.


скачать dle 11.3