კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არა მარტო სიყვარული

„სიყვარული შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობაში მარტო სიყვარულით ფონს ვერ გახვალ“, – ამას გეტყვით წყვილების უმრავლესობა და ეს ჭეშმარიტებაა. რა თქმა უნდა, სიყვარული ბუნებრივად უნდა იგულისხმებოდეს, როცა ერთ ჭერქვეშ ორი ადამიანის თანაცხოვრება დგება დღის წესრიგში, მაგრამ მას „დანამატები” სჭირდება, ისევე, როგორც კერძს – სანელებლები. როცა 30 წლის ხარ, უკვე ზუსტად იცი, რომ საერთო ინტერესები, მიზნები, ურთიერთგაგება და თანადგომა ქორწინებაში აუცილებელია. გარდა ამისა, ორივესთვის აუცილებელია მოთმინების უნარი, დათმობა და დათმენა; კიდევ, იმის გარჩევა, რა შეიძლება მოითმინო და რა – არა. სიყვარული ხომ ისედაც არის სურვილი, იზრუნო იმ ადამიანზე, ვინც გიყვარს; იცხოვრო მისი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. მაშინ, რატომ გვავიწყდება ეს ყველაფერი ქორწინების შემდეგ?! ნუ დავაბრალებთ ამას ყოველდღიურ რუტინას, მოუცლელობასა და დაღლას. ცხოვრება და ჩვენი მოვალეობები ყველას გვღლის, მთავარია, ეს ტრაგედიად არ აქციო. ქმარსაც გაუჩნდება სურვილი, ცხოვრება შეუმსუბუქოს და ყოველდღიურობა გაულამაზოს პარტნიორს და მაშინ ოჯახური ურთიერთობაც იდეალური იქნება.

თუ სიყვარული ილუზიაა და არ არის რეალური, თუ ამ სიყვარულშიც საკუთარი თავი გიყვართ, თუ პარტნიორი საშუალებაა თქვენი კეთილდღეობისა, თუ ვერ ხვდებით, რომ ოჯახი თქვენი თავშესაფარი და ნავსაყუდელია, პარტნიორი კი – საიმედო დასაყრდენი, მაშინ, არათუ არ იცით, რა არის სიყვარული, მზადაც არ ხართ, მიიღოთ ის მთელი თავისი მშვენიერებით, სირთულეებითა და „სანელებლებით”...


скачать dle 11.3