კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქ – ზემოთ...

ამბობენ, ქორწინება ზეცაში წყდებაო, მაგრამ მამაკაცები უკვე ხშირად ჩივიან იმას, რომ ქალები მეტისმეტად მერკანტილურები გახდნენ – არც სიყვარულს ეძებენ და არც ზეცაში მიღებულ „გადაწყვეტილებებს” დაგიდევენ დიდად. მთავარია, კაცს ჰქონდეს ფული და სხვა პრიორიტეტი მათთვის არ არსებობს. რა არის ეს – ყალბი ბრალდება ხელმოცარული მამაკაცებისა თუ რეალობა? ბუნებრივია, ვერავის დავუმტკიცებთ იმას, რომ ქალებს ფულიანი, წარმატებული მამაკაცები არ ხიბლავთ, მაგრამ, სიყვარულის გარეშე ცხოვრებაც რომ ვერ წარმოგვიდგენია, ესეც ხომ ფაქტია?! რომელი ქალი იტყვის, რომ სიყვარული არაფერში სჭირდება? ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ნუ დავადანაშაულებთ იმაში, რაც ისევ ჩვენ დაგვაზარალებს. სტატისტიკამ, (თუკი მას ვენდობით), უჩვენა, რომ ქალების 91 პროცენტი და თითქმის იგივე რაოდენობა მამაკაცებისა, სწორედ სიყვარულით ქორწინდება. ურევია თუ არა ამაში ზეცის ან განგების ხელი, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფული ხომ არ ყოფილა ყველაფერი?!

გულახდილად ვაღიაროთ, რომ ბოლოს მაინც გრძნობამდე მივდივართ. ვიყოთ რეალისტები და გამოვტყდეთ, რომ „ფულის ტომრებზე“ გათხოვილები სულაც არ არიან ბედნიერები და, ფულს რომ მოიბეზრებენ, ანუ ფულით მისაღებ სიამოვნებას მოილევენ, სიყვარულს უწყებენ ძებნას. მამაკაცები თავად არიან დამნაშავენი, თუკი ქალი მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. შეუძლებელია, ქალმა არ დაინახოს და არ დააფასოს ჭეშმარიტი, დიდი და გულწრფელი სიყვარული. ხოლო, თუ საყვარელი ქალისთვის საგმირო საქმეების ჩადენის, მისთვის ყველაფერი საუკეთესოს შოვნის სურვილი არ გიჩნდებათ, ესე იგი, არ გყვარებიათ და ნუღარ იწუწუნებთ!


скачать dle 11.3