კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ცხოველს იმუნიტეტი?

პასუხი: იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია. ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს ცრიან 12 კვირის ასაკში და შემდეგ – ყოველ წელიწადში ერთხელ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლებში უშვილობის პრობლემის გამოვლენა? ჩემი ძაღლი უკვე 2 წლის არის და ჯერ ვერ დაორსულდა.

პასუხი: როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, ძაღლებსაც აქვთ სქეობრივი ციკლი და ამ ციკლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი. უნდა დაზუსტდეს, აქვს თუ არა თქვენს ძაღლს ციკლი, ჯვარდება თუ არა, ემთხვევა თუ არა ეს შეჯვარება ოვულაციას, რათა მოხდეს განაყოფიერება, ანუ, ციკლის დაწყებიდან მერამდენე დღეზე აჯვარებთ ძაღლს, გირჩევთ, ამ ყველაფრის გასარკვევად, კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან, რის შემდეგაც, შეიძლება, თქვენს ცხოველს სპეციალური გამოკვლევები დასჭირდეს, რაც დააზუსტებს მისი უნაყოფობის მიზეზს.

კითხვა: ცოტა ხნის წინ მეგობარმა მაჩუქა, ძაღლი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მას აჩუქეს. საქმე ისაა, რომ ძაღლს არ აქვს საბუთი და, არც ის ვიცი, ჩატარებული აქვს თუ არა აცრები. სად უნდა ავუღო საბუთი და შეიძლება თუ არა იმის დადასტურება, ჩატარებული აქვს თუ არა კომპლექსური აცრები? ძაღლი დაახლოებით 7 თვისაა.

პასუხი: თავდაპირველად, სასურველია შეეკითხოთ მას, ვინც გაჩუქათ ძაღლი. ან იქნებ, მან მოიძიოს ინფორმაცია წინა პატრონისგან. რაც შეეხება ვეტერინარული პასპორტის აღებას, პრობლემა არ არის, რადგან ის, შეიძლება, ნებისმიერმა სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა მოგცეთ.

კითხვა: ონკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე მეტად რისი სიმსივნეებია გავრცელებული ცხოველებში, კერძოდ – ძაღლებში?

პასუხი: ონკოლოგიური დაავადებებიდან ძაღლებში ყველაზე ხშირად სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები გვხვდება, რომელიც ფიქსირდება როგორც ასაკოვან, ასევე, ახალგაზრდა ცხოველებში. ახალგაზრდა ცხოველებში ხშირია მასტიტები, ხოლო ასაკოვნებში – სიმსივნეები. მასტიტის, ანუ სარძევე ჯირკვლის ანთება ხშირად ვითარდება სქესობრივი ციკლის შემდეგ და ხასიათდება სარძევე ჯირკვლიდან მოთეთრო-მონაცრისფრო ან მომწვანო-მორუხო ფერის სითხის გამოყოფით. თუ ასეთ რამეს შენიშნავთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.


скачать dle 11.3