კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი აღიარება არ უჭირს ნინა წკრიალაშვილს და დაკარგა თუ არა მან დიდი სიყვარული გამოუცდელობის გამო

თბილისში ნინა წკრიალაშვილის შესახებ უამრავი ჭორი თუ სიმართლე ვრცელდება. ამიტომ, სახლში ვეწვიე მას, რომ პირადად მისგან შემეტყო, არის თუ არა ის შეყვარებული და ემზადება თუ არა იერარქიულ საფეხურზე ასამაღლებლად.

– შენ შესახებ ჭორები უფრო მეტი ვრცელდება, ვიდრე სიმართლე, როგორ უმკლავდები მოზღვავებულ ცილისწამებას?

– მართალი ხარ, ჭორები უფრო მეტი ვრცელდება, სიმართლე ჩემ ირგვლივ ცოტა ვინმემ თუ იცის. თავიდან გული მტკიოდა, ახლა კი მივეჩვიე. ყველაფერს რომ გამოვეკიდო, მაშინ, სახლიდან არ უნდა გავიდე. მივხვდი, რომ უნდა აკეთო შენი საქმე და ყურადღება არ მიაქციო, ვინ რას იტყვის. ბოლოს, მაინც გარკვევა, რა არის ჭორი და რა – სიმართლე.

– ხომ არ ფიქრობ ჭორების ობიექტი იმიტომ გახდი, რომ საკმაოდ მომხიბვლელად და სექსუალურად გამოიყურები?

– საკუთარი თავი არასდროს ჩამითვლია მომხიბვლელად ან სექსუალურად. ერთი ის არის, რომ ყოველთვის ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. იმიტომ ვართ ქალები, რომ ცოტა გავიპრანჭოთ კიდეც.

– როგორ ფიქრობ, ძირითადად მოშურნეები ხომ არ გიგონებენ ჭორებს?

– შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. პირადად მე არც კი ვიცი, როგორია შურის გრძნობა. როცა არ გშურს, უფრო თავისუფლად ხარ, ლაღად ცხოვრობ, ზედმეტი უაზრო ფიქრით არ ხარ დაკავებული. ბოროტი ადამიანები არსებობენ და მათ, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცნობთ. ისინი საკუთარ თავს უფრო მეტს ავნებენ.

– საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ შენს დანახვაზე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მოზღვავებული ნერწყვის გადაყლაპვა უწევთ.

– რატომღაც, ასეა. ეს, ალბათ, კარგია. ამას წინათ ვწუწუნებდი და ჩემმა მეგობარმა მითხრა, მაშინ უნდა ინერვიულო, როცა კაცებს აღარ მოეწონებიო. სხვათა შორის, ბავშვობიდან განებივრებული ვარ მამაკაცების ყურადღებითა და კომპლიმენტებით, ესეც უკვე ჩვეულებრივად მიმაჩნია. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცებისგან შეუმჩნეველი ვრჩები. ძალიან კარგია, თუ დიდი რაოდენობით ნერწყვის გადაყლაპვა უწევთ.

– არსებობს მამაკაცი, რომელიც, ნერწყვის ყლაპვის გარდა, შენს თვალებში ჩახედვასაც ახერხებს და მომავალი მეუღლეც ჰქვია?

– ამჟამად ასეთი მამაკაცი არ არსებობს, თუმცა, რამდენიმე წლის წინ შეყვარებული ვიყავი და თვალებში ჩახედვის საშუალება ორივეს გვქონდა. არ ვიცი, შეიძლება გამოუცდელობის ბრალიც იყო, მაგრამ, ფაქტია, რომ ორივემ ძალიან დიდი სიყვარული გავუშვით ხელიდან. თუმცა, ალბათ, ასე იყო საჭირო. ჯერ ის მომენტი არ დამდგარა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო. ბევრი უსიამოვნება გვქონია ჭორის გამოც – რატომ ლაპარაკობენ ასეთ რაღაცეებსო. მაგრამ, თუ ვინმეს რამის დაზუსტება უნდა, მოვიდეს და მკითხოს, ასეა ეს თუ არა. მწარე სიმართლის აღიარება არ მიჭირს, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილია პატიება.

– ჩემი დაკვირვებით, გამბედავი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ, გეტყობა, რომ ჩიტის გული გაქვს და პატარა წყენის დროსაც კი მთელი დღე შეგიძლია იტირო.

– გამბედავი და ძლიერიც ნამდვილად ვარ, ბევრი სტრესიც გადამიტანია, მაგრამ, არცთუ ხშირად ვტირი, თუმცა, ტირილის დროს უარყოფითი ემოციებისგან იცლები. თუ ვიტირე, ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. ხან არც კი ვიცი, რაზე ვტირი. ზოგჯერ, შეიძლება, მართლა სატირალი იყოს და არ ვიტირო, მაგრამ, შეიძლება, ქუჩაში მოხუცი დავინახო და ავტირდე. ხან ხდება ხოლმე, რომ ემოციებია დაგროვილი და პატარა რამ გახდება ტირილის მიზეზი. დეპრესიაშიც ჩავვარდნილვარ და მიმაჩნია, ეს არის ყველაზე უაზრო მდგომარეობა. ახლაც მაქვს ერთ-ორდღიანი დეპრესია, მაგრამ მეგობრები მეუბნებიან, ადექი და გამოდი გარეთ, ჭკუას მოუხმე, სიცოცხლეს ნუ იმწარებო და ასე ერთობლივი ძალებით ვაღწევ დეპრესიას თავს.

– ამბობენ, რაც თანამდებობა მიიღო, ნინა ისე დაიხვეწა, ბევრ გამოცდილ დიპლომატს შეშურდებაო.

– გავიზარდე, ასაკი მომემატა, გარკვეული გამოცდილებაც მივიღე, თუმცა, შინაგანად ისევ ისეთი ვარ. საბედნიეროდ, ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, შოუ-ბიზნესის თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უბრალო ადამიანებთან და მათგან ბევრი ვისწავლე. თან, თვითონაც დაკვირვებული ადამიანი ვარ, ასე რომ, ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოდის.

– რამდენვარსკვლავიანი იქნება თქვენი სასტუმრო, რომლის მშენებლობაც უკვე დაგიწყვიათ შიდა ქართლში?

– არა, ეს სასტუმრო არ არის, ეს ჩვენი აგარაკია, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. სასტუმრო მამაჩემს გორში აქვს, რომელიც, ასევე, ბავშვობიდან მახსოვს. ასე რომ, გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება. ისე, თუ რამეს მიშენებენ, ან რაიმე სიურპრიზს მიმზადებენ, არ ვიცი.


скачать dle 11.3