კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გავიდა მარი ტომარაძე „ნიჭიერის“ პირველ სეზონში და ვინ არის მისი თილისმა

პირველი ავტოგრაფი მე დამიტოვა. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ამით მილიონს თუ ვერ ვიშოვი, აუცილებლად ვიამაყებ. პატარა, თბილი, ძალიან ლამაზი და საოცარი ენერგიის მქონე მარი ტომარაძე ისევე საოცრად მღერის როგორც გამოიყურება. ის ერთადერთი ბავშვია ოჯახში და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. „ნიჭიერშიც” უამრავ გულშემატკივართან ერთად მივიდა და შედეგმაც გაამართლა. ახლობლების გვერდში დგომამ დაამშვიდა და საოცრად კარგად იმღერა.

მარი ტომარაძე: 13 წლის ვარ. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში, მეშვიდე კლასში. ასევე, დავდივარ მეთხუთმეტე სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოზე. სიმღერა ძალიან პატარაობიდან არ დამიწყია. ბევრია ისეთი, ლაპარაკთან ერთად სიმღერასაც რომ იწყებს. ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა – 7-8 წლიდან დავიწყე სიმღერა. თავიდან ოჯახის წევრებთან ერთად ვიმღერე. ისინი ძალიან მეხმარებიან და გვერდში მიდგანან ჩემს კარიერაში. სახლში სულ ვმღერი ხოლმე. ბებია მუსიკის მასწავლებელია, მამასაც შეუძლია და ხანდახან ჩემთან ერთად მღერის ხოლმე. ალბათ, ეს ნიჭი მისგან გამომყვა. მოკლედ, მითხრეს, კარგად მღერიო და ყველამ მირჩია, „ნიჭიერში” მიმეღო მონაწილეობა. პირველ სეზონზეც მინდოდა, გავსულიყავი, მაგრამ, რაღაცეების მოგვარება ვერ მოვასწარი და დავაგვიანე. მოკლედ, ამ სეზონზე გავედი და ჟიურის ძალიან მოვეწონე. ისეთი გახარებული ვიყავი, ვერ აგიწერთ. ძალიან მომეწონა მათი შეფასება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეორე ტურში უფრო კარგად შემაფასონ.

– არ ინერვიულე სცენაზე გასვლისას?

– საშინლად ვინერვიულე. არასდროს გამოვსულვარ ფილარმონიის სცენაზე, ამდენი ხალხის წინაშე და, ვფიქრობდი, რამე არ შემეშალოს-მეთქი. კულისებში ჩემები მამხნევებდნენ. მამა ჩემი თილისმასავით არის, მას ვთხოვე, რომ ჩემთვის მუსიკა ჩაერთო. მამა ყოველთვის ჩემთან ერთადაა.

– როგორი მაგარია! აბა მამაჩემმა ისიც კი არ იცოდა, ჩემს სკოლას კარი საიდან ჰქონდა.

– (იცინის) არა, მამაჩემი ასე არ არის, ყველგან დამყვება და მხარში მიდგას. თავიდან, სანამ ჟიურის ველაპარაკებოდი საშინლად განვიცდიდი, მაგრამ, სიმღერა რომ დავიწყე, გადამიარა ნერვიულობამ, დამავიწყდა რაღაცეები, სიმღერის დროს უფრო თავისუფალი ვიყავი. ყოველთვის ასეა ხოლმე: როგორც კი სიმღერას ვიწყებ, თითქოს ყველაფერი მავიწყდება და ვმშვიდდები.

– მუსიკალურში მხოლოდ ფორტეპიანოს სწავლობ თუ ვოკალსაც?

– არა, მხოლოდ ფორტეპიანოს. ვოკალზე არ დავდივარ. თავიდან, იმ სიმღერაზე, რომელიც „ნიჭიერში” გამოვიტანე, მარტო ვმუშაობდი, შემდეგ უკვე მივედი ვოკალის პედაგოგთან, ლალი ბერაძესთან და ერთი თვის განმავლობაში მასთან ერთად ვამუშავებდი ამ სიმღერას. მერე მეცადინეობას თავი დავანებე და ახლა ვაპირებ, იმ სიმღერაზე ვიმუშაო ისევ მასთან ერთად, რომელიც მეორე ტურისთვის მაქვს შერჩეული.

– მითხარი, სკოლაში როგორ სწავლობ?

– ათოსანი ვარ. როგორც მეუბნებიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და, არ შემიძლია, რაღაც არ ვიცოდე და ისე წავიდე სკოლაში. საკმაოდ კარგად ვსწავლობ ყველა საგანს, გამორჩეულად საყვარელი საგნები არ მაქვს. რაც გესმის და გამოგდის, ის ყველაფერი გიყვარს, მგონი ასეა. თუ გაკვეთილი არ ვიცი, მირჩევნია, სკოლაში საერთოდ არ წავიდე, ვიდრე ვთქვა, არ ვიცი-მეთქი.

– რა პროფესიას გინდა, საბოლოო ჯამში, დაეუფლო?

– სიმღერა რომ მინდა, ეს ზუსტად ვიცი. მინდა, მომღერალი გავხდე, მაგრამ, თან კიდევ რამე სხვა პროფესიაც უნდა მქონდეს, ოღონდ, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს – რა. მესმის, რომ მომღერლობაც ძალიან რთული პროფესიაა და ორი საქმის ერთად შეჭიდება გამიჭირდება, მაგრამ მაინც მინდა კიდევ სხვა პროფესია მქონდეს.

– გყავს საყვარელი მომღერალი, ვისაც ჰბაძავ?

– ჩემი კერპია ჯენიფერ ჰადსონი და, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რაღაცეებში მას მივბაძო, მაგრამ, მის ნამღერს ჩემს იმპროვიზაციებსაც ვამატებ და მშვენიერი გამოდის ხოლმე (იცინის). ყოველთვის მირჩევნია, ჩემი რაღაცეები დავამატო, ვიდრე ზუსტად გავიმეორო. ისე საინტერესო არ იქნება.

– უცხოეთში წასვლას არ გეგმავ?

– ჯერ აქ მინდა რაღაცეებს მივაღწიო და მერე ვნახოთ. ამ წუთას მხოლოდ „ნიჭიერზე” ვფიქრობ. ვნახოთ, რა წარმატებას მივაღწევ, მაგრამ, იმედიანად ვარ. როდესაც „ნიჭიერის” ვებ-გვერდზე ჩემი ვიდეო დაიდო, ძალიან ბევრს მოეწონა და თბილი კომენტარები დატოვეს. ყველას მოვწონვარ და, მეც, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

– სკოლაში, მეორე დღეს, ალბათ, უკვე პოპულარული იყავი.

– დიახ. თუმცა, თითქმის ყველამ იცოდა, რომ ამ შოუში გამოვედი. ბევრი ჩემი თანაკლასელი და მეგობარი იყო მოსული ფილარმონიაში, მგულშემატკივრობდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის აჩვენებდნენ ტელევიზორში ჩემს გამოსვლას. მასწავლებლებმაც იცოდნენ და, მეორე დღეს, სკოლაში რომ მივედი, ყველა გახარებული იყო, მილოცავდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს.

– სკოლაში ღონისძიებებზე, ალბათ, სულ მღერი.

– დიახ, ძალიან ხშირად გვაქვს ღონისძიებები, დღესაც იქ მივდივარ. ჩვენს სკოლას პირველი კლასიკური გიმნაზიის სახელწოდება უბრუნდება და ამის აღსანიშნავად დიდი ამბავი გვაქვს. იქაც ვმონაწილეობ – უნდა ვიმღერო.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ, რით ერთობი?

– ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვარ. ერთმანეთთან სახლებში მივდივართ, ვერთობით, ვლაპარაკობთ სკოლის შესახებ...

– ბიჭებზე?

– (იცინის) ერთად ვმეცადინეობთ, მუსიკას ვუსმენთ. თავისუფალ დროს ვმღერი, სიმღერებს ვამუშავებ. სულ ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად გავაკეთო ის, რასაც ხელს მოვკიდებ, ნახევრად გაკეთება არ შემიძლია. ჩემს თავს ვეუბნები, რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო სამეცადინო, რომ შემდეგ თავისუფალი დრო დავიტოვო და რამით გავერთო. იმ დღეს, შემიძლია, ქუჩაში არ გავიდე. საკუთარ თავს ყველაზე მკაცრად მე ვექცევი.

– მარტოს შეგიძლია საკუთარი თავის მიხედვა?

– ჯერჯერობით მაინც ვერა. ისე, რაღაც საჭმელს მოვიმზადებ. როცა სახლში არავინაა, მამიკოსთვისაც დამიხვედრებია სადილი.

– ვარსკვლავური წესით ცხოვრება დაიწყე, მოკლედ.

– არა, მთლად ასეც არ არის. ისე, ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ, სითბოს გამოხატავენ, გეუბნებიან რომ გგულშემატკივრობენ და მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ.

– „ტრადიციული“ ათოსანი გოგო არ იქნები, თვალებში ისეთი ნაპერწკლები გაქვს, ცელქიც უნდა იყო.

– დიახ, ძალიან მოუსვენარი ვარ. სკოლაში დასვენებაზე მეგობრებთან ერთად ყირაზე გადავდივარ. ახლა ძალიან სერიოზულად ვემზადები მეორე ტურისთვის, იმდენია სამუშაო, რომ ვხვდები, რა რთული პროფესიაა მომღერლობა და რამხელა ენერგიას მოითხოვს. მაგრამ, მე მაინც მაქსიმალურს გავაკეთებ და კარგად წარვდგები მეორე ტურში.


скачать dle 11.3