კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასტეროიდ „აპოფისის“ დედამიწაზე დაჯახების ალბათობა შემცირდა



ამერიკელმა სწავლულებმა გადახედეს თავიანთ პროგნოზებს, რომლის თანახმადაც ასტეროიდი „აპოფისი“ 2036 წელს დედამიწას უნდა დასჯახებოდა. როგორც კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადინის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ასტრონომმა სტივ ჩესლიმ განაცხადა, იმის შანსი, რომ ძველი ეგვიპტური ბნელეთის ღმერთის აპოფისის სახელობის ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება, 250 000-დან მხოლოდ ერთია. ადრე მიაჩნდათ, რომ ეს შეფარდება 45 000/1-ზე იყო, ახალი გამოთვლებით კი შეჯახების ალბათობა კიდევ უფრო შემცირდა.

ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიის თანამშრომლებმა ეს კოსმოსური სხეული 2004 წელს აღმოაჩნიეს და თავიანთი აპოკალიპსური წინასწარმეტყველებით დედამიწის მოსახლეობა ძალზე შეაშფოთეს. თავდაპირველად გამოთვალეს, რომ ასტეროიდი, რომლის სიგანე დაახლოებით 300 მეტრია, დედამიწას ძალზე ახლოს ჩაუვლის 2029 წლის აპრილში და, შესაძლოა, დაეჯახოს კიდეც მას. მოგვიანებით დააზუსტეს: „აპოფისი“ დედამიწას 39,3 ათას კილომეტრ მანძილზე ჩაუქროლებს, მაგრამ ამან, შესაძლებელია, დედამიწის გრავიტაციული ველი შეცვალოს, შემდგომი წრის შესრულებისას, ესე იგი 2036 წელს, კიდევ უფრო მიუახლოვდება დედამიწას და ამჯერად, შეიძლება, ნამდვილად დაეჯახოსო.

სწავლულთა გათვლებით, თუკი „აპოფისი“ დედამიწას შეეჯახება, გამოიყოფა 1,6 ათასი მეგატონის ტოლი ენერგია – ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე წყალბადის ბომბის აფეთქებისას.


скачать dle 11.3