კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდებოდა ადამიანების ზომბირება

გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან „ცუდი ბიჭები”, რომელიც 1983 წელს ამერიკაში გამოიცა. მისი ავტორია „კაგებეს” ყოფილი მაიორი ანდრეი როვკინი. იგი 1981 წელს უცხოეთში გაიქცა და ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა.

მაგიური ფრაზა

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა უშიშროება ფორმალურად პარტიას ემორჩილებოდა, „კაგებეს” კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებიც თავის მარწუხებში ჰყავდა მოქცეული და იშვიათი გამონაკლისების გარდა, მათ მთლიანად აკონტროლებდა.

მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მეორე ნახევრიდან „კაგებეში” შემუშავდა ეგრეთ წოდებული „ბოლდმანის პროგრამა“, რომელიც ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და კონტროლის განსაკუთრებულ სისტემას მოიცავდა. ფსიქოლოგიის დოქტორი, ნათან ბოლდმანი, მის მიერვე მოფიქრებული მანიპულაციების შედეგად, ადამიანს შთააგონებდა გარკვეულ ფრაზას, რომელიც შესაბამისი ტემპითა და ინტონაციით უნდა წარმოეთქვა გარკვეულ პიროვნებას, რის შემდეგაც, ტრანსში ჩავარდნილი ადამიანი აბსოლუტურად მართვადი ხდებოდა და ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ და დაუყოვნებლივ ასრულებდა. ეს კი ასე ხდებოდა: დავუშვათ, ვინმე პეტრეს ნათან ბოლდმანი შთაგონებას ჩაუტარებდა და ცნობილი საბჭოთა ტელეკომენტატორის, ნიკოლაი ოზეროვის ხმით მოახდენდა ფრაზის კოდირებას: „ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ გამარჯვებას!” მანიპულაციის ჩატარების შემდეგ ბოლდმანს ვინმე პეტრე ტრანსიდან გამოჰყავდა, ის ისევ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდა და არც არაფერი ახსოვდა. მაგრამ, ის უკვე კოდირებული იყო და, როგორც კი იმ ფრაზას გაიგონებდა, კვლავ ტრანსში ბრუნდებოდა და აბსოლუტურად მართვადი ხდებოდა.

კოდირების სამუშაოები საკმაოდ ძვირად ღირებული იყო და მას მხოლოდ და მხოლოდ პარტიული თუ სხვა საბჭოთა ელიტის მაღალჩინოსანთა მიმართ იყენებდნენ. ობიექტს, რომლის კოდირებაც უნდა მოეხდინათ, ეგრეთ წოდებულ ცეკას პანსიონატში გზავნიდნენ, ვითომდა, დასასვენებლად და პროფილაქტიკისთვის, რომელიც მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ოდინცოვოში მდებარეობდა. შენობა მწვანე ტყეში იყო ჩაფლული და გაძლიერებული დაცვა მეთვალყურეობდა. სწორედ იქ მოღვაწეობდა შენიღბულად ნათან ბოლდმანი და პაციენტების მაგიური სიტყვით კოდირებას ახორციელებდა. შემდეგ, კოდირებული პაციენტები ზესაიდუმლო კარტოთეკაში შეჰყავდათ და „კაგებეს” არქივს გადასცემდნენ, სადაც შესვლისა და მუშაობის უფლება სულ ექვს ადამიანს ჰქონდა.

1976 წელს საბჭოთა კავშირში რამდენიმე საეჭვო თვითმკვლელობა მოხდა, მათ შორის, უმაღლეს პარტიულ მაღალჩინოსნებს შორისაც და, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პატიოსანი ადამიანები სწორედ კოდირებული ფრაზის საშუალებით მოიშორეს თავიდან. 1976 წლის 9 თებერვალს საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა 56 წლის ივანე როგოვმა, რომელიც გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა და მის მიერ გამოძიებული დატაცებებისა და სავალუტო სპეკულაციების საქმეში გალინა ბრეჟნევა და მისი მეგობრები იყვნენ გარეული. იმ პერიოდში მე „კაგებეს” მაიორი ვიყავი და ნათან ბოლდმანთან ვმუშაობდი. უშუალოდ მისგან მივიღე მითითება, რომ ივანე როგოვის კოდი და მაგიური ფრაზა მომეძებნა. მე მისი ბრძანება შევასრულე და კოდი მოვიძიე, რომელშიც თავად ბოლდმანი იყო ჩაწერილი და დინჯად ამბობდა: „დიდება დიდ ლენინს!” იმავე დღეს, ჩვენი უწყებიდან ივანე როგოვს დაურეკეს. როდესაც მან ყურმილი აიღო, მოესმა: „დიდება დიდ ლენინს!”, შემდეგ კი პოლკოვნიკს უთხრეს:

– ახლა პისტოლეტი ამოიღე, პირში ჩაიდე და გაისროლეო!

როგოვმა თავი მოიკლა. საქმე დაიხურა, გენპროკურატურის ნეკროლოგში კი უბედურ შემთხვევაზე იყო ლაპარაკი.

ასე უსწორდებოდა „კაგებე” პატიოსან და ზოგჯერ ნაკლებად პატიოსან ადამიანებსაც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თავად ნათან ბოლდმანსაც ანალოგიურად გაუსწორდნენ – „საბჭოთა ზომბირების მამასაც“ მაგიური ფრაზის მეშვეობით მოაკვლევინეს თავი. 1979 წლის 1 მარტს ბოლდმანის კაბინეტში, რომელიც მეცხრე სართულზე მდებარეობდა, ტელეფონმა დარეკა და მას მოესმა: „წინ კომუნიზმისკენ!”, შემდეგ კი მას ფანჯრიდან გადახტომა უბრძანეს და ბოლდმანმა დაუყოვნებლივ შეასრულა ბრძანება.


скачать dle 11.3