კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

11 აპრილი

1805 – სანკტ-პეტერბურგში დაიდო კონვენცია ინგლისსა და რუსეთს შორის სრულიად ევროპული კოალიციის შექმნის თაობაზე ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. შემდგომში ამ კოალიციას ავსტრიაც შეუერთდა.

1909 – დაარსდა ქალაქი თელავივი. ისრაელის თანამედროვე დედაქალაქი.

1945 – ამერიკის არმიამ გაათავისუფლა ბუჰენვალდი.

1963 – „ბითლზის“ სიმღერამ – „ფრომ მი თუ იუ“ – პირველად დაიკავა პირველი ადგილი ინგლისის ჰიტ-პარადში.

12 აპრილი

1606 – ინგლისის მეფის, ჯეიმს პირველის ბრძანებით, შეიცვალა ბრიტანეთის დროშა და მან თანამედროვე სახე მიიღო.

1861 – დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომი.

1914 – ლონდონში შედგა ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ პრემიერა.

1961 – ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში – ეს იყო საბჭოთა მფრინავი იური გაგარინი.

1992 – პარიზის გარეუბანში გაიხსნა „ევრო-დისნეილენდი“.

13 აპრილი

1204 – მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა აიღეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, რომელიც გახდა ლათინთა იმპერიის დედაქალაქი (1204-1267).

1868 – ინგლისმა მოახდინა ეთიოპიის ოკუპაცია.

14 აპრილი

1471 – ბერნეტთან მოხდა წითელი და თეთრი ვარდების სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შეტაკება იორკისტებსა (ედუარდ მეოთხის მეთაურობით) და ლანკასტერელთა (გრაფ უორვიკის მეთაურობით) შორის.

1927 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი ავტომობილი „ვოლვო“.

1970 – ავარიის გამო ამერიკული კოსმოსური ხომალდის „აპოლონ 13-ის“ ეკიპაჟი მთვარეზე ვეღარ გაფრინდა, მაგრამ დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნება შეძლო.

15 აპრილი

1796 – ლიტვა „შეუერთდა“ რუსეთს.

1881 – სანკტ-პეტერბურგში სემიონოვსკის მოედანზე იმპერატორ ალექსანდრე მეორეზე თავდასხმისთვის სიკვდილით დასაჯეს სოფიო პეროვსკაია, ანდრეი ჟელიაბოვი და მათი სამი ამხანაგი.

1912 – ჩაიძირა სუპერლაინერი „ტიტანიკი“, რომლის სიგრძე იყო 275 მეტრი, წონა – 4 600 ტონა.

1919 – საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტი შრომითი გამოსასწორებელი ბანაკების სისტემის შექმნის შესახებ, რამაც საფუძველი დაუდო „არქიპელაგ გულაგის“ შექმნას.

1997 – მექაში მომლოცველ მუსლიმანთა კარვებს ხანძარი გაუჩნდა. დაიღუპა 343 პილიგრიმი.

16 აპრილი

1912 – ინგლისელი ჰარიეტ ქუიმბი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ლა-მანშს თვითმფრინავით გადაუფრინა.

1917 – ლენინის დაბრუნება პეტერბურგში. მის მიერ „აპრილის თეზისების“ ჩამოყალიბება მიტინგზე, ფინეთის ვაგზალთან.

1934 – შემოიღეს „საბჭოთა კავშირის გმირის“ საპატიო წოდება. ეს წოდება პირველებს მფრინავებს მიენიჭათ – თბომავალ „ჩელუსკინცის“ ეკიპაჟის გადარჩენისთვის.

1964 – ინგლისში გამოვიდა ჯგუფ „როლინგ სთოუნის“ პირველი ალბომი.

17 აპრილი

1607 – 21 წლის არმან რიშელიე დიუ-პლესიმ მიიღო სასულიერო წოდება და დაიწყო მისი კარიერა კარდინალობისკენ.

1722 – პეტრე პირველმა რუსეთში შემოიღო გადასახადი წვერზე. ვინც წვერს ატარებდა, წელიწადში რუბლი უნდა გადაეხადა.

1839 – სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო გვატემალა.

1875 – ფრენსის ფიცჯერალდ ჩემბერლენმა გამოიგონა სნუკერი – ბილიარდის ნაირსახეობა.

1994 – გამოვიდა „პინქ ფლოიდის“ ბოლო ალბომი.


скачать dle 11.3