კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვარის რომელ ფაზაში იმატებს ვნება, იღბალი და შრომისუნარიანობა და რა პერიოდში უნდა მოვერიდოთ ზედმეტ გადაღლას

მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე. მის ფაზებზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გუნება-განწყობა. სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე. ამ პერიოდში ხდება ადამიანის ორგანიზმის ტოქსინების და წიდებისგან გაწმენდა. ამ პერიოდში კარგია სამკურნალო შიმშილობა, არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა, როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება, ქვეითდება და იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიის და აგრესიის ალბათობა.

მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის დაწყება. ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე, ადვილად ხდება ვიტამინების და მინერალების ათვისება.

მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება, მასაჟი. ასევე, იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი წონა.

მზარდი მთვარის პერიოდში კარგია რომანტიკული შეხვედრები; ასევე, ეს პერიოდი იღბლიანია და წარმატებების მომტანი საქმიან სფეროში. ამ დღეებში ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება გარემოებების მიმართ. დაუშვებელია კონფლიქტები, მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ამ დროს იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.

მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. ადამიანმა უნდა იმოქმედოს თამამად.

სავსემთვარეობის პერიოდში ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა; ასევე, მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. ამ პერიოდში დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვვლოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.

მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას, სასიხარულო მოვლენებს და ადამიანი მეტად შრომისუნარიანი ხდება. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ.

კლებადი მთვარის დროს, კარგია ოპერაციების ჩატარება, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და, ასევე, სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას. კარგია მეგობრებთან და ნაცნობებთან კონტაქტი. ორგანიზმი ნაკლებად ითხოვს საკვებს, რაც წონის პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.

მთვარის კლება კი მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი იწყებს დასუსტებას – ადვილად ვიღლებით და შრომის უნარიც დაქვეითებულია. ამიტომ, ნუ დაატანთ თავს ძალას, ჯობია, ცოტა ხნით მოითმინოთ და რამდენიმე დღეში მთვარის ახალი რკალის გამოჩენას დაელოდოთ.


скачать dle 11.3