კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 11 აგვისტოს. თუ გამიმართლებს უცხოეთში და კერძოდ რომელ ქვეყანაში?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთში წასვლა დაბრკოლებებთან იქნება დაკავშირებული. თუ გამოიჩენთ ნებისყოფას და შრომისუნარიანობას, შესაძლოა, წარმატებებს მიაღწიოთ. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: დანია, ავსტრალია, შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური, მალაიზია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ისრაელი, შრი-ლანკა, სამხრეთ კორეა.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1998 წლის 10 ივნისს, დილის საათებში. რომელ პროფესიებში ელის მეტი წარმატებები და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი დისთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია, ოკულტიზმი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, უცხო ენების ცოდნა, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო ინდუსტრია. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისთვის მისაღები და კარგია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ტაილანდი, ისრაელი, კორეა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ფინეთი, გერმანია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, საბერძნეთი, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარია და თურქეთის დასავლეთი ნაწილი.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 19 მაისს. რომელი პროფესია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, მთარგმნელობითი საქმე, საავიაციო ბიზნესი, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმე. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი ნაწილი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, ნორვეგია, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი და კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 21 ოქტომბერს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, გახდეთ მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, დისციპლინირებული, მარტოხელა მებრძოლი. ასევე, უნდა იყოთ მაქსიმალისტი და სერიოზულად უნდა მიუდგეთ საქმეს; პატივი სცეთ ტრადიციებსა და ადათ-წესებს; ყური უგდოთ უფროსების რჩევებს – ესაა თქვენი წარმატების მომტანი ფაქტორები და კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.

კითხვა: დავიბადე 1964 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში. მინდა უცხოეთში გამგზავრება და მუშაობა. თუ გამიმართლებს და კერძოდ, რომელ ქვეყანაში?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი ნაწილი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი და ნორვეგია. ყველა ამ ქვეყანაში, თუ მოთმინებასა და შრომის უნარს გამოავლენთ, წარმატებები გელით.


скачать dle 11.3