კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიუიორკული ვოიაჟი, საბჭოთა „ტერმინატორი“ და მიწასთან გასწორებული მანჰეტენი

1987 წელს, როდესაც „პერესტროიკა“ ძალაში იყო შესული და საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მრავალ დიდ თუ მცირე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობასაც ჩაეყარა საფუძველი და „ეფბეერმა“ და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გავემგზავრეთ მე და ბეთქილ კვიციანი ნიუ-იორკში, საიდანაც შტატებში გაქცეული საბჭოთა ბოროტმოქმედი, ნარკობარონი ანტონ შეინი უნდა ჩამოგვეყვანა მოსკოვში. ის „ეფბეერმა“ დააპატიმრა და ნიუ-იორკის ციხეში იჯდა.

მე და ბეთქილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრები ვიყავით: მე – მაიორი, ის – კაპიტანი. მე საგარეო განყოფილებაში ვმუშაობდი და შტატებში ინგლისურის ცოდნის გამო გამგზავნეს, რომ საბუთების საკითხი მომეგვარებინა. მართალია, ბეთქილმა ინგლისური არ იცოდა, მაგრამ, ძალიან კარგი ოპერმუშაკი იყო, თანაც, ფიზიკურად ძლიერი და ამიტომ, მას უშუალოდ პატიმრის ტრანსპორტირება ევალებოდა. მე და ჩემი კოლეგა კარგა ხნის ნაცნობ-მეგობრები ვიყავით და ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობები გვქონდა. ჯერ კიდევ ნიუ-იორკში გაფრენის წინ მითხრა ბეთქილმა, სიურპრიზი უნდა მოგიმზადოო. სიურპრიზს კი ჩემი მეგობარი ჩემი დაბადების დღისთვის მიმზადებდა, რომელიც ორი დღის შემდეგ, ნიუ-იორკში ჩასვლას ემთხვეოდა.

ნიუ-იორკში ჩვენი ამერიკელი კოლეგები დაგვხვდნენ და მანჰეტენზე ერთ-ერთ პატარა სასტუმროში დაგვაბინავეს. იმ ღამეს ძალიან დაღლილები ვიყავით და მალევე ჩაგვეძინა, მეორე დღეს კი საექსტრადაციო საბუთების გაფორმებას შევუდექით, რომელიც მთლიანად ჩემი პრეროგატივა იყო, ამიტომ ბეთქილი სასტუმროში დაბრუნდა. საღამოს რომ მივედი, მითხრა – ხვალ შენი დაბადების დღეა და ნახე რა სიურპრიზი მოგიმზადოო. მეორე დღეს კვლავ საბუთების გაფორმებაზე ვმუშაობდი და, საღამოს სასტუმროში რომ დავბრუნდი, მაგიდაზე ბეთქილის წერილი დამხვდა: ფანჯრის წინ რომ ვარდისფერი სინათლეებით განათებული ბარია, იქ გადმოდი. მოსკოვიდან დოლარები ჩამოვიტანე, „ნაშები ავაგდოთ“ და შენს დაბადების დღეზე მაგრად „ვიგულაოთო“.

წერილის კითხვისას ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა, თან, გარედან პოლიციის მანქანების გამაყრუებელი სირენების ხმა შემოდიოდა. ჟალუზები გადავწიე, ფანჯარაში გავიხედე და ვარდისფერი ბარის წინ ოცამდე პოლიციის მანქანა შევნიშნე, რომლებიც ღამის წყვდიადში შუქფარებს ანათებდნენ. ბარის წარწერა რომ წავიკითხე, ლამის გული საგულედან გადმომივარდა, დავკარი ფეხი და ბარისკენ გავქანდი. რომ მივუახლოვდი, პოლიციელმა გამაჩერა.

– რა ხდება? – ვკითხე ამერიკელ კოლეგას.

– ბარში ვიღაც მანიაკი შევარდა და მის სტუმრებს დაერია, ჩვენი ბიჭები კი სპეცოპერაციას ატარებენო.

ბარის წინ პრესის წარმომადგენლები და ცნობისმოყვარეები იყვნენ შეკრებილი. როდესაც შენობიდან ოთხმა ნიუიორკელმა გოლიათმა პოლიციელმა გონებამიხდილი ბეთქილი გამოიყვანა, ჟურნალისტებმა ფოტოაპარატები ააჩხაკუნეს. მე პოლიციელებთან მივიჭერი და ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი, მათი კოლეგა და გათიშული კაციც ჩემი მეგობარი და მათი კოლეგა იყო. თან ვკითხე, რა დაემართა, გათიშული რატომ არის-მეთქი, რაზეც მომიგეს: დასაძინებელი წამლით გაჯერებული ტყვია მოვარტყითო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბეთქილი, თურმე გეი-ბარში შესულა „ნაშების“ ასაგდებად და ტანწერწეტა, გრძელფეხება „გეის“ „დაებაზრა“, რომელიც ქალი ეგონა. ტანწერწეტას კი ბეთქილი – აქტიური „პედერასტი“ ეგონა და მიეფერა... ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ბეთქილი მიმხვდარიყო, სადაც იყო და ბარი მიწასთან გაასწორა, ოცდაათამდე გეი სასტიკად სცემა და არც თავისი ნიუიორკელი კოლეგები დაინდო... მეორე დღეს, დილის გაზეთები საბჭოთა „ტერმინატორზე“ წერდნენ, რომელმაც ნახევარი მანჰეტენი დაანგრია, თან, ბეთქილის სურათი იყო დაბეჭდილი პირველ გვერდზე...

ვიცე-პოლკოვნიკ ვარლამ მარშანიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა


скачать dle 11.3