კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვარ პროფესიით არქიტექტორი. კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ვარ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. ჩემი წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს. ვფიქრობდი, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათავისუფლებული ვიქნებოდი საშემოსავლო გადასახადისგან, რადგან როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, იმ ფიზიკურ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, მიენიჭებათ მიკრობიზნესის სტატუსი და 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. საგადასახადო ორგანოში მე, როგორც ფიზიკურ პირს, უარი განმიცხადეს მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წლიური შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატება. გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენად კანონიერად და რის საფუძველზე მითხრეს უარი მიკრობიზნესის სტატუსის მონიჭებაზე?

პასუხი: 2011 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. ეს პირები საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებული არიან საშემოსავლო გადასახადისგან, მაგრამ კოდექსის ეს სიკეთე საკმაოდ შეზღუდულია და მართლაც არ ვრცელდება საქმიანობის ძალიან ბევრ სფეროზე, მათ შორის თქვენზე. კერძოდ, არსებობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის ¹415 დადგენილება „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების შესახებ, რომლებიც არ დაიბეგრება ანდა არ გავრცელდება მათზე საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ”. აღნიშნული დადგენილებით, განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, არ შეიძლება, ფიზიკური პირისთვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, აღემატება თუ არა მათი ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 30 000 ლარს. ეს საქმიანობებია:

1. რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. რომლიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა, გადააჭარბოს 30 000 ლარს;

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა საქმიანობა;

5. სათამაშო ბიზნესი;

კითხვა: სასამართლოში განსახილველ საქმეებზე როგორია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?

პასუხი: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაეხდევინება შემდეგი ოდენობით (4.07.2007 ¹5206):

ა) სარჩელზე, აგრეთვე, განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 100 ლარისა;

1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების შესახებ განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 100 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (25.12.2009 ¹2452):

2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისთვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო, თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 100 ლარისა;

გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 100 ლარისა;

დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 100 ლარისა;

ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 150 ლარისა;

ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ, არანაკლებ 300 ლარისა;

ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;

თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი;

თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი;

კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;

ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად, 150 ლარი და 300 ლარი;

მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;

ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, შესაბამისად, 150 ლარი და 300 ლარი;

ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე, შესაბამისად, 100 ლარი და 300 ლარი;

პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი.

* სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 3 000 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის – 5 000 ლარს;

ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:

ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 5 000 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისთვის – 7 000 ლარს;

გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:

გ.ა) ფიზიკური პირისთვის – 6 000 ლარს;

გ.ბ) იურიდიული პირისთვის – 8 000 ლარს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე – 10 ლარი,

ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე – 55 ლარი.

* მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 35 ლარია.

* საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის – 20 ლარი.


скачать dle 11.3