კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბებიის ნათესავებს ტუაფსედან ბათუმში და რატომ გამოიწვია სასიყვარულო ისტორიამ ნათესავების დაკარგვა

49 წლის ვალერი ნიკოლოზის ძე ჩუპრუნოვი ეძებს დაახლოებით 79 წლის გალინა ტიმოფეის ასულ ტარატუშენკოს და 89 წლის ნატალია ტიმოფეის ასულ ტარატუშენკოს.

ისტორია: ვეძებ ბებიაჩემის ნათესავებს, რომლებთან ურთიერთობაც ბებიას ახალგაზრდობიდან არ ჰქონია. საქართველოში, ბებიას დარჩა ორი და: დაახლოებით 79 წლის გალინა ტიმოფეის ასული ტარატუშენკო და 89 წლის ნატალია ტიმოფეის ასული ტარატუშენკო, ეს მათი ქალიშვილობის გვარებია. ბებია რუსეთში, ქალაქ ტუაფსეში გათხოვდა და მას შემდეგ თავისი ნათესავები არ უნახავს. ძალიან მინდა მათი პოვნა და ნათესავებთან დაახლოება. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მოძებნაში დამეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: სხვა უამრავ ისტორიასთან ერთად, ვალერის ისტორია ელექტრონულ მისამართზე მივიღე. ჩემს რესპონდენტს დიდი იმედი აქვს, რომ ბებიის დაკარგულ ნათესავებს იპოვის. სამწუხაროდ, დაკარგული ნათესავების ფოტოები მას არ აღმოაჩნდა, მაგრამ, იმედია, ჩვენი რუბრიკის მკითხველი მაინც მიხვდება, ვისზეა საუბარი და დაგვიკავშირდება.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მიზეზით დაიკარგა ნათესავებს შორის კავშირი და რამდენი ხანია, რაც თქვენს ბებიას თავისი დები არ უნახავს?

– პირველ ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ და მომეცა საშუალება, თქვენი რუბრიკის საშუალებით ჩემი ისტორია მომეყოლა. ბებიაჩემი, ანა ტიმოფეის ასული ტარატუშენკო, საქართველოში, ბათუმში დაიბადა, სადაც მას ჰყავდა კიდევ ორი და – გალინა და ნატალია, ამჟამად მათ უკვე შვილიშვილებიც და, შეიძლება, შვილთაშვილებიც ჰყავთ. დაახლოებით 1950 წელს, ბათუმში ჩამოვიდა ბაბუაჩემი, ნიკოლოზ სტეფანეს ძე ჩუპრუნოვი. იმ დროს ის მუშაობდა რკინიგზაში. ბათუმში მან გაიცნო ანა და მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ. ბებიას მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ მათი ქორწინების. ბაბუამ ბებიაჩემი მოიტაცა და ტუაფსეში ჩამოიყვანა, სადაც მათ ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ბებიას ძალიან უნდოდა, აღედგინა ურთიერთობა თავის მშობლებთან და დებთან, რომლებიც არ ელაპარაკებოდნენ მისი გაპარვის შემდეგ, მაგრამ, ყველა მისი ცდა ამაო იყო. ბებიას, რაც მე ის მახსოვს, სულ ახსოვდა თავისი ნათესაობა და ენატრებოდა ბათუმი – ქალაქი, სადაც ის გაიზარდა. სამწუხაროდ, ამჟამად ბებია ცოცხალი აღარაა, მაგრამ მე ძალიან მინდა, მისი სურვილი ავასრულო და ვიპოვო მისი ნათესავები.

– ანუ, გამოდის, რომ თქვენ პირადად არ იცნობთ მათ, ვისაც ეძებთ. როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებენ, ან, ექნებათ სურვილი, აღადგინონ დაკარგული ურთიერთობა?

– დიდი იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი ნათესავები ბებიას მხრიდან გაიგებენ, რომ მათ ეძებენ, უარს არ იტყვიან ურთიერთობის აღდგენაზე. შესაძლებელია, რომ ბებიები – გალია და ნატალია ცოცხლებიც აღარ არიან, მაგრამ, მათ აუცილებლად ეყოლებათ შვილები და შვილიშვილები, რომლებსაც ეცოდინებათ ანა ბებიას შესახებ. იმედია, მათთან ურთიერთობა ორივე მხარისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. მთავარია, ერთმანეთი ვიპოვოთ.

– კიდევ რა იცით დაკარგული ნათესავების შესახებ?

– როგორც მახსოვს ბებიას მონაყოლიდან, ბათუმში მისი ოჯახი ცხოვრობდა რკინიგზასთან ახლოს, მაგრამ ქუჩის დასახელება არ ვიცი. ძალიან ბევრჯერ ვცადე მათი მოძებნა, მაგრამ, უშედეგოდ. თქვენი რუბრიკა ჩვენი ბოლო იმედია. სანამ ბებია გარდაიცვლებოდა, მე სიტყვა მივეცი, რომ ყველანაირად შევეცდებოდი, მეპოვა მისი ნათესავები და, ამიტომ, ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3