კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა რუსული სპეცსამსახურების სადისტური, ველური მეთოდები შეცვალა

რუსული სპეცსამსახურების

ტრადიციები

რუსეთის ისტორიაში პირველი პოლიტიკური პოლიცია – „ოპრიჩნინა“ ივანე მრისხანემ 1565 წელს შექმნა. 6 000-კაციან რაზმს სპეციალური ჩაცმულობა და აღჭურვილობა ჰქონდა. შავ ტანსაცმელში გამოწყობილ და შავ ცხენებზე ამხედრებულ ვაჟკაცებს საოცარი სიმბოლოები ამშვენებდათ: უნაგირზე მიმაგრებული ჰქონდათ ძაღლის თავი, რაც მოღალატეების მოძებნაში ეხმარებოდათ და ცოცხი, რის საშუალებითაც, ხალხს ვითომ ბოროტმოქმედებისგან „ასუფთავებდნენ“. სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის, სამშობლოს მოღალატე ბოროტმოქმედები, „ოპრიჩნიკებისა“ და მათი მეთაურის წარმოსახვაში უფრო არსებობდნენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. 1570 წელს ნოვგოროდის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ სისხლიან ორგიებს შეეწირა. ისინი მოღალატეებს ერთი თვის განმავლობაში ხოცავდნენ. საერთოდ, „ოპრიჩნინის“ პერიოდი შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ სადისტი ივანე მრისხანეც კი – 1572 წელს იძულებული გახდა, მკვლელების ეს რაზმი გაეუქმებინა. რუსეთის მეორე ლეგენდარულმა მონარქმა – პეტრე პირველმა, რომელიც ერთდროულად აღვირახსნილი მექალთანეც იყო და ჰომოსექსუალიც, „პრიაბრაჟენსკი პრიკაზით“ ჯალათების ისეთი ინსტიტუტი შექმნა, რომ ადამიანებს სიცილის (იუმორის) გამოც კი კლავდნენ. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა სამშობლოს ღალატისთვის მამები შვილებს სასიკვდილოდ სჯიდნენ, მაგრამ ის, რაც „ევროპაში ფანჯრის გამჭრელმა“ ჩაიდინა, უპრეცედენტოა – საკუთარ შვილს წამებაში ამოხადა სული. რეფორმა ნიკოლოზ პირველმაც (1823-1855 წლებში) განახორციელა. საიმპერატორო კანცელარიაში მესამე განყოფილება შექმნა და მეთაურად გრაფი ბეკენდორფი დანიშნა. კაცი, რომლისგანაც ბავშვის შეჭმაც კი არავის გაუკვირდებოდა. მისი გენიალური იდეის წყალობით, რუსეთში „პოლიცია მისლეი“ შეიქმნა, რომელიც ყოველთვიურად ამზადებდა მოხსენებებს საზოგადოებრივი აზრების მიმოხილვის შესახებ („აბზორი ობშესტვენნავა მნენია“, სანკტ-პეტერბურგი, 1827 წელი). ბეკენდორფის უწყების მიერ შემუშავდა თეორია, რომლის მიხედვითაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საზოგადოებრივი აზრი მთავრობისთვის ტოპოგრაფიული რუკაა, რომელიც არმიას საომარი მოქმედებების დროს სჭირდება“. ბეკენდორფმა სხვა სიმბოლოებიც შემოიღო – თეთრ ხელთათმანებსა და ცისფერ ქურთუკებში ჩაცმულ ბიჭებს ყველა ცნობდა. მათ საგანგებოდ არჩევდნენ. მათი მოვალეობა იყო: სახელმწიფოს უსაფრთხოება და მტრებისგან დაცვა. 300 000 ადამიანიდან, რომლებიც სამშობლოს ღალატისთვის გააციმბირეს, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მხოლოდ ათასი კაცი ყოფილა მტერი, ისიც – პოლონელი, უკრაინელი და ქართველი სხვაგვარად მოაზროვნეები ანუ პატრიოტები. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური პოლიციის სისტემამ ახალი სახელი „ოხრანკა“ დაირქვა.

„ოხრანკიდან“ – „ჩეკამდე“

ძერჟინსკი

სოსო ჯუღაშვილს თავისი კარიერის შექმნაში არავინ მიხმარებია. მას არც ფული ჰქონდა და არც გავლენიანი პროტეჟეები ჰყავდა. არადა იყო დრო, როცა ოხრანკა ყველაფერს ჰპირდებოდა მას. 1910 წელს პარიზის რეზიდენტურამ სტალინის წერილი ჩაიგდო ხელში, რაც, თავისთავად უნიკალური დოკუმენტია. იოსებ ბესარიონის ძე თანამებრძოლს წერს, რომ ურთულესი პრობლემის წინაშე დგას, აწუხებენ ოხრანკიდან, სთავაზობენ ქონებას, ფულს, სათავადაზნაურო წოდებასაც კი, თუ მათთან ითანამშრომლებს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას ლენინის ხაზიდან არ გადაუხვევია. ამ დროს ბოლშევიკური პარტიის წევრებს შორის ოხრანკას სერიოზული აგენტურული ქსელი ჰქონდა. სანკტ-პეტერბურგის ბოლშევიკური კომიტეტის 5 წევრიდან 4 მათი აგენტი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მალინოვსკი, რომელიც ძერჟინსკიმ მოგვიანებით, მაგრამ მაინც გამოავლინა. მალინოვსკი 1910 წელს გადაიბირეს. ის ერთი ჩვეულებრივი მუშა იყო, მაგრამ ორ წელიწადში მიაღწია იმას, რომ სახელმწიფო პარლამენტში (დუმა) 6 ბოლშევიკი დეპუტატიდან, ერთ-ერთი თავად გახლდათ. მან მალე ფრაქციის თავმჯდომარეობასაც გამოჰკრა ხელი. ლენინი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ მალინოვსკი პირველი ლიდერი იყო მუშათა კლასიდან. ლენინი არ ტყუოდა, ამ დროს პროლეტარული რევოლუციის იდეით შეპყრობილ პარტიის ხელმძღვანელ პოსტებზე ერთი მუშაც კი არ იყო. 1912-1913 წლებში ბოლშევიკები და მენშევიკები, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ ოხრანკის დამსახურებით, ფრაქცია დაიშალა, ბოლშევიკური პარტიის თავმჯდომარე კი მალინოვსკი გახდა. განხეთქილებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ დროს თანამებრძოლები იყვნენ, მეტიც, საერთო იდეისთვის ციხეებში ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ, დაუნდობელი მტრები გახდნენ. შექმნილი მდგომარეობით ლენინი სერიოზულად დაინტერესდა და პროვოკაციების წინააღმდეგ მებრძოლი კომისიაც შექმნა, რომელშიც სამი ადამიანი – სტალინი, სვერდლოვი და მალინოვსკი შედიოდნენ. ბოლშევიკების ლიდერებმა – ზინოვიევმა და კამენევმა, ლენინთან ერთად, დიდი ძალისხმევის შედეგად დაადგინეს, რომ 6-კაციანი ფრაქციის ერთ-ერთი დეპუტატი ოხრანკის აგენტი იყო, მაგრამ ვინ, არ იცოდნენ. სტალინი ინტუიციით გრძნობდა, რომ მოღალატე პროვოკაციების წინააღმდეგ მებრძოლ კომისიაში იყო. სვერდლოვი ამას ვერ გაბედავდა, მისი წარსულიდან გამომდინარე. ის ხომ ძველი ნაციხარი „ფორტოჩნიკი“ (დამნაშავეთა სამყაროში გავრცელებული ტერმინია. დაბალი ტანის ადამიანები სარკმლიდან გადადიოდნენ ბინებში და შიგნიდან აღებდნენ კარს) იყო და სტალინის შიში ჰქონდა „ციმბირის“ გამოცდილებიდან. ამიტომ, ფელიქს ძერჟინსკის, რომელიც მაშინ მხოლოდ სტალინისთვის წარმოადგენდა ავტორიტეტს, დაევალა მილინოვსკის თვალთვალი. „რკინის“ ფელიქსმა ჩინებულად შეასრულა დავალება: მოღალატე არა მხოლოდ კონკრეტულ ღალატში ამხილა, რეალური მტკიცებულებები კი დაუდო სტალინს, მაგრამ მან რეაგირება და სათანადო ზომების მიღება ვერ მოასწრო, რადგან დააპატიმრეს, თანაც დიდი ხნით. მალე ჯუღაშვილს სვერდლოვიც მიუსვეს გვერდით. მალინოვსკი კი ოხრანკამ გააქრო და ოქტომბრის რევოლუციამდე პარიზში სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. სტალინი გადასახლებიდან ბურჟუაზიულ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა. ძველი რევოლუციონერები იხსენებენ, რომ ციმბირში სტალინი ბოლო წლებში უცნაურად იქცეოდა – არ ინტერესდებოდა იმპერიაში მიმდინარე მოვლენებით, ფაქტობრივად, გასული იყო პოლიტიკიდან და საკუთარ თაში ჩაიკეტა. სამაგიეროდ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან – თევზაობდა, ნადირობდა და მათთან ერთად ატარებდა დროს. სინამდვილეში „ბესარიონოვიჩმა“ იცოდა, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი იყო, მას კი სერიოზული კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი – ზედმიწევნით კარგად იცნობდა ყველა პოლიტიკურ ფიგურას და აბსოლუტურად ყველაზე მაკომპრომეტირებელი მასალებიც საკმარისზე მეტიც ჰქონდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ სტალინს თავი ამაყად ეჭირა, ძველი თანამებრძოლები მას ვეღარ ცნობდნენ. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო „ჩეკას“ (საგანგებო კომიტეტი) ხელმძღვანელად ფელიქს ძერჟინსკის დანიშვნა, რომელმაც სამოქალაქო ომისა და ქაოსის მიუხედავად, უძლიერესი სამსახური შექმნა. ცხადია, ლენინის სიცოცხლეშიც კი, რკინის ფელიქსი სტალინის განკარგულებებს ასრულებდა, ანუ სოსო ჯუღაშვილის კაცი იყო.

P. S. მალინოვსკის მარჯვენა ხელის, ლუშკოვის გვამი დაირენის (ამჟამად ქალაქი დალანი) მახლობლად, ყურეში იპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის დაახრჩვეს და ნავიდან გადააგდეს. მალინოვსკის მეორე მეგობარმა, ბჟემანსკიმ კი სასწაულის მოხდენა შეძლო – ბელადის არეალიდან გასვლა მოახერხა და გაქრა. თუ სად აორთქლდა, ამის გარკვევა ყოფილ საბჭოთა კავშირის ისტორიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკს, ოვჩინიკოვს, ალბათ, შეუძლია, მაგრამ დღესაც ხელფასზე ცხოვრობს და ძალიან უჭირს (გაზეთი „პრავდა“, 10 მარტი, 2005 წელი). რევოლუციის შემდეგ მალინოვსკიში პატრიოტულმა გრძნობებმა „გაიღვიძა“ და რუსეთში დაბრუნდა. სოსო ჯუღაშვილმა და ფელიქს ძერჟინსკიმ მას ძველი ცოდვები გაუხსენეს და 1918 წლის 6 ნოემბერს რევოლუციური ტრიბუნალის წევრების (სტალინი, სვერდლოვი, ძერჟინსკი) გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენი კრემლის ეზოში სისრულეში მოიყვანეს. სიკვდილის წინ მალინოვსკიმ ყველა მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია, ისიც კი თქვა, რომ მისი გადაბირება შვილის, მირონის მეშვეობით მოახერხეს. მალინოვსკის უკანასკნელი თხოვნა იყო, მის ოჯახს არ შეხებოდნენ, რისი პირობაც სტალინმა მისცა – მალინოვსკის ოჯახი ემიგრაციიდან დაბრუნდა და მათი შთამომავლები დღესაც რუსეთში ცხოვრობენ.


скачать dle 11.3