კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი E 280”, 2001 წლის გამოშვება. მაინტერესებს, აქვს თუ არა სწრაფი ძრავა, არის თუ არა საიმედო ავტომობილი და თუ გავასწრებ 2002 წლის „ბეემვე 525-ს” ტრასაზე?

პასუხი: „მერსედესის” ფირმის მხოლოდ სპეციალურ მოდელებს აქვთ ეგრეთ წოდებული სწრაფი ძრავები. რაც შეეხება სტანდარტულ ძრავებს (თქვენს ავტომობილს სტანდარტული ძრავა აქვს) ორიენტირებულია საიმედოობაზე, დიდხანს, სტაბილურ და ერთგულ მუშაობაზე. „მერსედესის” ნებისმიერი მოდელი საიმედოობაზეა გათვლილი, მით უმეტეს – „E” კლასი. რაც შეეხება „ბეემვეს”, მისი მიმართულება უფრო სპორტულისკენ იხრება და გათვლილია სისწრაფესა და სწრაფ მანევრებზე. აქედან გამომდინარე, „მერსედეს E 280-ს” მისი გასწრება გაუჭირდება. იმისთვის, რომ თქვენმა ავტომობილმა „ბეემვე 525-ს“ გაასწროს, ის აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ 320 ძრავით. თუმცაღა, „მერსედესის” ყველაზე სუსტი ძრავაც კი კარგად გრძნობს თავს ავტობანის პირობებში და არ უჭირს მაღალი სიჩქარის განვითარება და შენარჩუნება.

კითხვა: საიმედოა თუ არა გაბზარული შუშის აღდგენა?

პასუხი: გაბზარული საქარე მინის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, აქვს გარკვეული ლიმიტი. თუ ბზარები ძალიან ბევრი და გრძელია, მაშინ მისი აღდგენა აზრს კარგავს, ვინაიდან, მისი აღდგენის საფასური დაითვლება სანტიმეტრობით და გადააჭარბებს თვით საქარე მინის ღირებულებას. ამასთან, აღდგენილ მინას ეტყობა აღდგენის ადგილები. ეს სერვისი შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ საქარე მინას მოხვდა კენჭი ან სხვა რაიმე ბლაგვი საგანი და ბზარები ერთი წერტილის ირგვლივ შემოიფარგლება, ანუ, არ არის ძალიან დიდი. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ აღვადგინეთ გაბზარული ადგილი, ბზარები გაიფანტება მთელ მინაზე და ხელს შეუშლის ხილვადობას. რაც შეეხება ამ პატარა გაბზარული ადგილის აღდგენის საიმედოობას, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. საქარე მინის თუნდაც დამცავ თვისებას ეს უმნიშვნელო პროცენტით გააუარესებს.




скачать dle 11.3